წიტაიშვილი: ვერ ვიტან სიტყვა რუსეთს…

გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ „ფუტბოლ-ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ვერ იტანს რუსეთს იმის გამო, რაც საქართველოს და უკრაინას გაუკეთეს. „იგივე სიტუაცია იყო საქართველოში. წაიღეს ტერიტორიები და თბილისში მიდიოდნენ. იყო სიკვდილი, გაუპატიურება, ბავშვებზე ძალადობა. ადრე ვამბობდი, რომ ხალხი კი არა, მათი პრეზიდენტი იყო ცუდი. მაგრამ მერე რაც დავინახე, რას აკეთებდნენ სამხედროები, ეს ერი ჩემთვის აღარ არსებობს. სიტყვა რუსეთსაც… Continue reading წიტაიშვილი: ვერ ვიტან სიტყვა რუსეთს…

ვლადიმირ ვაისი: ხვიჩა ნაპოლისთვის მზადაა

  საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის, კომენტარი Championat.com-თან: „ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიას ყველანაიარი მონაცემები აქვს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ტრანსფერი თუ შედგა, ბედნიერი ვიქნები. ნაპოლი ძლიერი გუნდია, ხვიჩას კი ინსინიეს შეცვლა თავისუფლად შეუძლია. ის გამოავლენს თავის თვისებებს: სისწრაფეს, დრიბლინგს, საგოლე პასებს. კვარაცხელია დიდი ტალანტია და დიდი კარიერის აწყობაც შეუძლია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული“

საამაყო გუნდი – საქართველო რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპირველობის 1/4 ფინალში რუსეთის ნაკრებთან 1:3 წააგო. რუსეთი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, გუნდმა დღეს კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად მოიგო. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ჩვენებმაც მშვენივრად ითამაშეს, რუსეთს ტოლი არაფერში დაუდეს და ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალევე მეორე გაგვიტანეს.… Continue reading საამაყო გუნდი – საქართველო რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდა