საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა – ეროვნულ გუნდს ლიდერი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა. კორონავირუსის გამო ეროვნულ გუნდს მოახლოებულ მატჩებში თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება. ვილი სანიოლმა მის ნაცვლად დინამო ბათუმის ნახევარმცველს სანდრო ალთუნაშვილს უხმო. შეგახსენებთ, რომ ეს მეორე იძულებითი ცვლილებაა, რომელიც სანიოლმა ამ შეკრებაზე გააკეთა. რამდენიმე დღის წინ ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას ნაცვლად, მან ბექა მიქელთაძეს უხმო. საქართველოს ნაკრები ივნისში ერთა ლიგაზე 4 მატჩს გამართავს. სანიოლის… Continue reading საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა – ეროვნულ გუნდს ლიდერი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრებებს ახალი ფორმები და ახალი ლოგო აქვს (ფოტოები)

საქართველოს ნაკრებს ახალი ფორმები და ახალი გერბი აქვს. აღსანიშნავია, რომ ფორმების ერთი კომპლექტით ითამაშებენ როგორც ეროვნული გუნდი, ასევე ასაკობრივი ნაკრებები. ფორმები და გერბი დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა წარადგინეს. „ახალ ეტაპზე გადასასვლელად, უპირველესად, არსებული პრობლემების გაანალიზება, მისი მიზეზების ძებნა და გადაჭრის გზების ძიებაა საჭირო. მთავარი შეცდომა, რომელიც წარმატების მიღწევაში გვიშლის ხელს ისაა, რომ მუდამ სხვაგან ვეძებდით და ვეძებთ პრობლემას. გვავიწყდება ის, რომ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა – ვაკეთებ მე ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი გუნდი, ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს? არ უნდა გვეშინოდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, არ უნდა გვეგონოს, რომ სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არამედ ჩვენვე უნდა ვიყოთ მუდამ ჩვენი შესაძლებლობის ზღვარზე და თუ თითოეული ჩვენგანი ამ იდეით გაერთიანდება, სწორედ ეს განსაზღვრავს შემდგომ ჩვენ წარმატებას. ჩვენი ახალი ლოგო და სლოგანიც ამ ფილოსოფიას ატარებს –  “მე ვარ საქართველო” – ვიაზრებ ჩემს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, იმას, რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე. მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელად გვჯეროდეს ამ სიტყვების, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები და ვთქვათ, რომ დიახ, სწორედ მე ვარ საქართველო, მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ეს გუნდი, ეს ქვეყანა წარმატებული იქნება.“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.  „ჩვენი პრობლემა მუდამ ის იყო, რომ ვერ გადაგვქონდა ფეხბურთელების ინდივიდუალური  წარმატება გუნდურ წარმატებაში. ვერ შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი სიძლიერე. ვფიქრობ, ყველა ძლიერი გუნდის უკან ძლიერი ფილოსოფია და იდეოლოგია დგას, რომელიც უნდა აერთიანებდეს ბავშვთა ფეხბურთს, ქალთა, ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებს. ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.… Continue reading საქართველოს ნაკრებებს ახალი ფორმები და ახალი ლოგო აქვს (ფოტოები)

(პრესკონფერენცია) ვილი სანიოლი: ჩაკვეტაძეს დახმარება სჭირდება, მას ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაში უნდა დავეხმაროთ

საქართველოს ნაკრები ერთა ივნისში ერთა ლიგის 4 მატჩს გამართავს. მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით, ეროვნული გუნდის თავკაცმა ვილი სანიოლმა ისაუბრა. “სამწუხაროდ იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. ნაკრებს გიორგი ქვილითაია გამოაკლდა. მას კუნთის პრობლემა გაუმწვავდა. ქვილითაიას ნაცვლად ნაკრებში ბექა მიქელთაძეს ვუხმეთ.  ქვილითაიამ ტრავმის მიუხედავად მაინც გარისკა და ჩამოსვლა გადაწყვიტა, თუმცა როგორც გითხარით სამწუხაროდ ვერ დაგვეხმარება. მისი გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე,… Continue reading (პრესკონფერენცია) ვილი სანიოლი: ჩაკვეტაძეს დახმარება სჭირდება, მას ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაში უნდა დავეხმაროთ

სანიოლმა ივნისის თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა

ვილი სანიოლმა ივნისის მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა სია შემდეგნაირია. მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი,… Continue reading სანიოლმა ივნისის თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა

საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველია ამჟამად ეროვნულ ლიგაში თამაშობს, სადაც გაგრას ღირსებას იცავს. 30 წლის მცველის კარიერაში ბოლო პერიოდში ბევრი სირთულე იყო. პირადი პრობლემები, კარიერაში ჩავარდნა, ომის გამო კლუბის დატოვება, სანაკრებო ამბები… ამ და ბევრ სხვა თემაზე საბა კვირკველიამ Leadersport.ge-სთან ვრცლად ისაუბრა. – გაგრაში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარე. როგორ შეეგუე საქართველოს ჩემპიონატს… Continue reading საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

ანრი მექვაბიშვილი: ვერ გადმოგცემთ ნაკრებში გამოძახებისას რამხელა ემოცია დამეუფლა

მარტში გამართულ სანაკრებო მატჩებში ვილი სანიოლმა კიდევ ერთ დებიუტანტს უხმო. საქართველოს ნაკრების მაისურა პირველად ანრი მექვაბიშვილმა მოირგო, რომელმაც ბოსნია  – საქართველოს მატჩში დებიუტანტის კვალობაზე თავი მშვენივრად წარმოაჩინა. იგი ასევე კარგი იყო ალბანეთის ნაკრებთანაც. მექვაბიშვილი დინამო თბილისის აღზრდილია და ამ გუნდის გარდა სხვა კლუბში არ უთამაშია. 21 წლის ნახევარმცველს დინამოში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა, შემდეგი სეზონიდან… Continue reading ანრი მექვაბიშვილი: ვერ გადმოგცემთ ნაკრებში გამოძახებისას რამხელა ემოცია დამეუფლა

ჩემი „სვარკა“!

იმ დღეს ახლობელმა მკითხა, დღეს ჩვენების „სვარკა“ რომელ საათზეაო. გულზე ცუდად მომხვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მერე მკითხა, კვარაცხელია თუ ითამაშებსო. არა, მეთქი. აუ, აბა მაგას რა ნახავსო. ამაზე ვუთხარი, რომ მე საქართველოს ნაკრებს სანახაობის გამო არ ვუყურებ. საქართველოს ნაკრებს იმიტომ ვუყურებ, რომ ის ჩემი ქვეყნის გუნდია და ვგულშემატკივრობ. პათეტიკაში თუ არ ჩამომართმევთ, „სხვა სამშობლო ამაზე… Continue reading ჩემი „სვარკა“!

ვილი სანიოლი: კმაყოფილი და ბედნიერი ვარ

საქართველოს ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ვილი სანიოლის შეგირდები ალბანეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრნენ და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ აღნიშნულ თამაშთან დაკავშირებით ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა. “ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ ალბანეთის ნაკრები საკმაოდ ხარისხიანი გუნდია. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მათ შეინარჩუნეს ძლიერი დისციპლინა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ დადებითი დინამიკით გვამოძრავებს. ოთხი გამარჯვების შემდეგ, დღეს ფრედ ვითამაშეთ. მეოთხე… Continue reading ვილი სანიოლი: კმაყოფილი და ბედნიერი ვარ

საქართველოს ნაკრებს კვარაცხელია გამოაკლდა

საქართველოს ნაკრები დღეს 20:00-ზე ალბანეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩში ეროვნულ გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. ბოლო ცნობებით ხვიჩა შეხვედრას მიკრო ტრავმის გამო გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ რუბინი დატოვა და კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს. მის სახელს კვლავაც უკავშირებენ ნაპოლის და არის შანსი ზაფხულში სერია ა-ში ვიხილოთ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გეცოდინებათ, რომ ვილი სანიოლის… Continue reading საქართველოს ნაკრებს კვარაცხელია გამოაკლდა

ვილი სანიოლი: მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩავატარეთ

საქართველოს ნაკრები 29 მარტს მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ეროვნული გუნდი სტუმრად ალბანეთის ნაკრებს შეხვდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრეს. “იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნული ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი… Continue reading ვილი სანიოლი: მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩავატარეთ