საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოცია გამარჯვების შემდეგ (+Video)

საქართველოს ნაკრებმა, სტუმრად სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონია 3:0 გაანადგურა. გოლები ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს. ეს ნაკრების ზედიზედ მერვე წაუგებელი მატჩია და პირველად ისტორიაში გაიტანა ზედიზედ 3 მატჩში, 3 ან მეტი გოლი. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა ზეიმი გასახდელში გააგრძელეს.

საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

საქართველოს ნაკრებში ცვლილებაა. ჩეხეთის ჩემპიონატში მიღებული ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს დავით კობოური დააკლდება, მის ნაცვლად კი ვილი სანიოლმა დინამო ბათუმის კაპიტანს მამუკა კობახიძეს უხმო. კობახიძეს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. ორივე შეხვედრა 2020 წლით თარიღდება, როცა ჯერ სომხეთთან ითამაშა, შემდეგ კი ჩრდ. მაკედონიასთან. იმ ხანად ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო. საქართველოს ნაკრები მარტში 2… Continue reading საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა