სანიოლის ნაკრები, როგორც როკი IV…

რა საფეხბურთო დღეები გვქონდა, იფ, იფ, იფ… არ დაგვასვენა საქართველოს ნაკრებმა (კარგი გაგებით) და შედეგთან ერთად, ლაღი თამაშიც აჩვენა. ძალიან სპეციფიკური კალენდარი, გადატვირთული გრაფიკი, 29 გამოძახებული ფეხბურთელი და ვილი სანიოლის დილემები – შეუძლებელია, ყველაფერი ზუსტად გაითვალისწინო, ზუსტად შეარჩიო შემადგენლობა ოთხივე შეხვედრაში. 4 მატჩში 10 ქულა და 12 გატანილი გოლი, ამ ოთხიდან სამი მოგება და სამივე… Continue reading სანიოლის ნაკრები, როგორც როკი IV…

რა ფენომენია?.. დინამო არენა ევროპაში მეორეა!

რაც ერთა ლიგა დაიწყო, ყველა დივიზიონში ერთად აღებული 27 მატჩი ჩატარდა. და სტადიონზე მაყურებელთა დასწრების მხრივ, როგორ ფიქრობთ, საქართველო-გიბრალტარი მერამდენე იქნება? მეორეზე. მხოლოდ საფრანგეთი-დანიაა წინ… სტად დე ფრანსზე დანიელებმა 2:1 მოუგეს მსოფლიოს ჩემპიონებს, 75 334 მაყურებლის თვალწინ. და მეორეზეა საქართველო-გიბრალტარი – 43 412!.. არადა, ნახეთ, რა მატჩები გაიმართა. ესპანეთი-პორტუგალია, ჩეხეთი-შვეიცარია, ბელგია-ნიდერლანდები, პოლონეთი-უელსი… გრანდები, ან ნახევარგრანდები.… Continue reading რა ფენომენია?.. დინამო არენა ევროპაში მეორეა!

ფული, ფული… საქართველოს ლიგა 2-დან ორი კლუბი მოხსნეს

დიდი ამბებია: საქართველოს ეროვნული ლიგა 2-დან ორი გუნდი მოხსნეს – ზუგდიდის დინამო და თბილისის შევარდენი 1906… მიზეზი: თაღლითური ფსონები. 2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. გთავაზობთ ტექსტს, რომელიც ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის… Continue reading ფული, ფული… საქართველოს ლიგა 2-დან ორი კლუბი მოხსნეს

ცოდნა, მახვილი თვალი!.. გარდაიცვალა ნოდარ აკობია

ნოდარ აკობია გარდაიცვალა… 72 წლის ასაკში. გამოცდილება, ავტორიტეტი, მახვილი თვალი – ბევრისგან გაგვიგია, აკობიას მაგარი სამწვრთნელო მიდგომები ჰქონდა და ვარჯიშები  გესიამოვნებოდაო. თავისი იუმორით… იროდიჩი ბოლო წლებში შეუძლოდ გახლდათ. სამი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაუსწრებლად დააჯილდოვა დამსახურებისთვის: ბატონი ნოდარის შვილს გადასცეს პრიზი. აკობიას კვალიფიკაცია ბევრ ჭაბუკს გამოადგა. თავის დროზე თბილისის დინამოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა დავით… Continue reading ცოდნა, მახვილი თვალი!.. გარდაიცვალა ნოდარ აკობია