U 21 ევროპა: ვინ ჩამოვა საქართველოში? 12 ცნობილი, 4 უცნობი

  შეგახსენებთ, გაისად საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. 16-გუნდიანი ჩემპიონატი 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. ფინალი ბათუმში გაიმართება… 16 ნაკრებიდან 12 უკვე ცნობილია. სულ რჩეული ქვეყნები, გრანდები… გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, ნორვეგია, შვეიცარია. ბუნებრივია, მათ დამატებული საქართველო და რუმინეთი. შვეიცარიამ საუკეთესო მეორე ადგილი დაიკავა. დანარჩენი 4? ჯგუფის… Continue reading U 21 ევროპა: ვინ ჩამოვა საქართველოში? 12 ცნობილი, 4 უცნობი

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ინგლისს ლამაზად მოუგო

ბათუმში აჭარაბეთ არენაზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა. რამაზ სვანაძის გუნდმა მეტოქე 3:2 დაამარცხა. ქართველმა ახალგაზრდებმა მეტოქეს ლამაზი ფეხბურთით მოუგეს, რაც ძალზედ სასიხარულოა. ანგარიში 25-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან შესანიშნავი დარტყმით შეაგდო. მეორე ტაიმის დაწყებიდან 1 წუთი არ იყო გასული როცა გოჩოლეიშვილის გადაცემის შემდეგ, გულიაშვილმა 1 შეხებით დუბლი გაიფორმა.… Continue reading საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ინგლისს ლამაზად მოუგო