ჰოლანდი საქართველოსთან გამოირიცხა

მანჩესტერ სიტის ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა სანაკრებო შეკრება დატოვა. ნორვეგიელ გოლეადორს საზარდულის ტრავმამ შეაწუხა და მისი თამაში როგორც ესპანეთის, ასევე საქართველოს ნაკრებთანაც გამოირიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. ჩვენ დაცვას ეს რამდენ პრობლემას მოაშორებს, მიმდინარე სეზონში ჰოლანდის გატანილი გოლებითაც შეგვიძლია გამოვხატოთ: პრემიერლიგა – 26 მატჩში 28 გოლი; ჩემპიონთა ლიგა – 6 მატჩში 10 გოლი…  

“ქართველის გარეშე რუბინი არ არსებობს”

“ქართველის გარეშე რუბინი არ არსებობს” – ასეთი ვიდეო დადო რუბინის ოფიციალურმა გვერდმა.   ტიკტოკზე, ვინც ამ გვერდს თვალს ადევნებს, იცის, რომ კაზანში ხვიჩა კვარაცხელიაზე დღემდე გიჟდებიან… იხილეთ ვიდეო     @fcrk🇬🇪🔙♬ оригинальный звук – FC Rubin Kazan

პიარი… (გახსოვთ, რა დაწერა ანჩელოტიმ ედეგორზე?)

  ლონდონის არსენალი საოცარია და საოცარია კაპიტანი მარტინ ედეგორიც. ნორვეგიელი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს წლევანდელ ევროშესარჩევ შეხვედრებში და რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება საჭირო: ისევე როგორც ერლინგ ჰოლანდის მიმართ… ედეგორი თამაშის მანერით ნორვეგიელს არ ჰგავს, უფრო სამხრეთულია. რაღაც ამბებს გავიხსენებთ ოდეგორის კარიერიდან.ახლა 24 წლისაა, მაგრამ 8 წლის წინ გავიგეთ მისი სახელი, როცა ნორვეგიული სტრომგიოდსეტიდან… მადრიდის… Continue reading პიარი… (გახსოვთ, რა დაწერა ანჩელოტიმ ედეგორზე?)

U21 წილისყრა შედგა – საქართველო ურთულეს ჯგუფშია!

რუმინეთში, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, რუმინეთთან ერთად, საქართველო ამ ტურნირის მასპინძელია. საქართველო ურთულეს ჯგუფში მოხვდა A) 1) პორტუგალია 2) ნიდერლანდები 3) ბელგია 4) საქართველო B) 1) ესპანეთი 2) რუმინეთი 3) ხორვატია 4) უკრაინა C) 1) გერმანია 2) ინგლისი 3) ჩეხეთი 4) ისრაელი D) 1) საფრანგეთი 2) იტალია 3) შვეიცარია 4) ნორვეგია… Continue reading U21 წილისყრა შედგა – საქართველო ურთულეს ჯგუფშია!

ნორვეგიის მწვრთნელი: საქართველო ის ნაკრებია…

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს… სპეციალურად გამოარჩია, მაგარი გუნდია და სერიოზული პროგრესი აქვსო. (Netavissen.no) როგორც იცით, ნორვეგია და საქართველო ერთ ჯგუფში მოხვდნენ (ევრო-2024 შესარჩევში). სოლბაკენი ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. საქართველოს წინააღმდეგაც აქვს ნათამაშევი. საყრდენი გახლდათ, ერთი წელი პრემიერლიგის უიმბლდონშიც იყო. „საქართველო ის ნაკრებია, რომელსაც ჯგუფში ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. საქართველო შარშან ესპანეთს… Continue reading ნორვეგიის მწვრთნელი: საქართველო ის ნაკრებია…

მოლოდინში!.. (წილისყრის წინ)

ყველა იქაა, რუსეთის გარდა… ფრანკფურტში 14:00 საათზე ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრაა და სულ მალე გავიგებთ, რა ჯგუფი შეხვდება საქართველოს. მიმდინარეობს აზრების გაცვლა-გამოცვლა. 53 ნაკრებია და 20 გავა, თითო ჯგუფიდან 2-2. მესამეზე გახვალ თუ მეხუთეზე, აზრი აქვს. ამ 20 გასულს დაემატება მასპინძელი გერმანია და 3 გუნდი ერთა ლიგიდან. შესარჩევი გაისად მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ამ… Continue reading მოლოდინში!.. (წილისყრის წინ)

საქართველო 4:2 ბელგია – უნდა მოგვეგო და მოვიგეთ…

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში, ბელგიის ნაკრები 4:2 დაამარცხა. ჩვენი ფეხბურთელები ფავორიტებად ითვლებოდნენ და ეს სტატუსი გაამართლეს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ელიტ რაუნდის ჯგუფში მოსახვედრად, ჩვენებს  გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. რაც შეეხება მეტოქეს – ბელგიამ ჩვენ ქვეჯგუფში პირველი ტურის შეხვედრა უკვე ჩაატარა და ავსტრიას 11:0 მოუგო. იოლი მატჩი არ გველოდა და ასეც გამოვიდა. პირველ ნახევარში, ორივე გუნდს ბევრი… Continue reading საქართველო 4:2 ბელგია – უნდა მოგვეგო და მოვიგეთ…

სიომინი: ხვიჩა 100 მილიონიც შეიძლება ღირდეს…

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ ტალანტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა   „ხვიჩა არშავინის დონის ტალანტია. ასეთი ოსტატები თითზე ჩამოსათვლელია. მას შეუძლია 100 მილიონი ღირდეს. მთავარი ამბავი ისაა, რომ პროგრესი არ შეწყვიტოს.   მას ლიდერის როლის ათვისება სჭირდება. ამას ყველა ვერ ახერხებს. ერთი ამბავია, როდესაც რამდენჯერმა გაიბრწყინებ და ყველას გააკვირვებ, მაგრამ მეორე – როცა სტაბილურად… Continue reading სიომინი: ხვიჩა 100 მილიონიც შეიძლება ღირდეს…

საქართველოს მეტოქე ცნობილია!

ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელიც 2024 წელს გაიმართება, საქართველოს მეტოქე ცნობილია! გიბრალტართან გამარჯვების შემდეგ, გარკვეული იყო, რომ ჩვენი ნაკრები, C ლიგაში, საუკეთესო გუნდი იქნებოდა. 27 სექტემბერს, საბერძენეთმა ჩრდილოეთ ირლანდია მიიღო – თუ წააგებდა, მეტოქედ საბერძნეთი გვეყოლებოდა, სხვა შემთხვევაში – ყაზახეთი. ბერძნებს კითხვის ნიშნები არ გაუჩენიათ, 3:1 მოიგეს და გაირკვა, რომ ნახევარფინალში ყაზახებს ვუმასპინძლებთ.  

ნაკრებმა მოიგო! – რეკორდი!

ერთა ლიგის C ჯგუფის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ეწვია. ჩვენი გუნდისთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო – თუ მოიგებდა, C კატეგორიაში საუკეთესო პირველადგილოსანი გახდებოდა, რითაც, ნახევარფინალში, საშინაო კედლებსა და, გამარჯვებულთა შორის, ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე ნაკრებს მიიღებდა. ვილი სანიოლის გუნდმა ეს მშვენივრად გაიაზრა და მატჩის სადავეები თავიდანვე ხელთ იგდო. ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, წინა მატჩისგან განსხვავებით,… Continue reading ნაკრებმა მოიგო! – რეკორდი!