ბორუსიამ ალეს შემცვლელი იპოვა

დორტმუნდის ბორუსიამ სებასტიან ალეს შემცვლელი იპოვნა. მოგეხსენებათ, 28 წლის კოტდიუვარელს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა და მკურნალობის პროცესს გადის. რაც შეეხება დორტმუნდს, არჩევანი კიოლნის ფორვარდზე – ენტონი მოდესტეზე შეაჩერეს. კლუბი და ფეხბურთელი თითქმის ყველაფერზე შეთანხდნენ და კონტრაქტი ძალაში 1 წელი იქნება. 34 წლის ფრანგს ბუნდესლიგაში დიდი გამოცდილება აქვს, კიოლნის გარდა, ის ჰოფენჰაიმშიც თამაშობდა. გასულ სეზონში მან… Continue reading ბორუსიამ ალეს შემცვლელი იპოვა

დორტმუნდის რეკორდი – ალე ბორუსიაში მიდის!

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დორტმუნდი აიაქსის მოთხოვნას დათანხმდა და სებასტიან ალეში 35 მილიონ ევროს გადაიხდის! 28 წლის კოტდიუვარელისთვის გადასახდელი თანხა გერმანული გრანდის ისტორიაში რეკორდულია! თავად ალესთან პირადი კონტრაქტი მოგვარებულია. სამედიცინო შემოწმება და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.