ალკარასის ტრიუმფი შემაჯამებელ ტურნირზე

იტალიის ქალაქ მილანში დასრულდა წლის შემაჯამებელი ტურნირი U21 ჩოგბურთელთა შორის. ფინალურ შეხვედრაში 18 წლის კარლოს ალკარასმა 4:3 4:2 4:2 სძლია ამერიკელ სებასტიან კორდას და Next Gen ATP Finals-ის გამარჯვებული გახდა. ფინალში ორი ღირსეული მოწინააღმდეგე შეხვდა ერთმაეთს – ორივე მათგანმა 3-3 შეხვედრა მოიგეს ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო შემდეგ წარმატებით გადალახეს ნახევარფინალური სტადიაც. ფინალური მატჩის სასტარტო გეიმებში უკეთესად… Continue reading ალკარასის ტრიუმფი შემაჯამებელ ტურნირზე

ლორენცო სონეგოს რევანში ნიკოლოზ ბასილაშვილთან

ა.შ.შ-ს ქალაქ სან დიეგოში სტარტი აიღო ATP-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. სამწუხაროდ პირველი რაუნდში გამოეთიშა ასპარეზობას ნიკოლოზ ბასილაშვილი. წილისყრის შედეგად ქართველ ჩოგბურთელს კრისტიან გარინისთან უნდა ეთამაშა, თუმცა ჩილელმა ბოლო მომენტში ტურნირზე ასპარეზობაზე უარი თქვა და მისი ჩანაცვლება იტალიელი ლორენცო სონეგოთი მოხდა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. სეტის მეორე ნახევრიდან… Continue reading ლორენცო სონეგოს რევანში ნიკოლოზ ბასილაშვილთან

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე

ნიუ იორკში სტარტი აიღო საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელმა დიდი სლემის ტურნირმა – US OPEN-მა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში, არასრულ მატჩში 6:2 2:1 დაამარცხა სებასტიან კორდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრა ნიკამ ბრწყინვალედ დაიწყო – ჯერ მესამე გეიმში დააბრეიკა მეტოქე, შემდეგ მეხუთეში. მალე ქართველის უპირატესობა 5:1 იყო. ბასილაშვილმა იოლად მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი US OPEN-ზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა US OPEN-ზე

ნიუ იორკში დასრულდა US OPEN -ის საკვალიფიკაციო ეტაპი და გაირკვა ამერიკის ღია პირველობაზე მონაწილე ყველა ჩოგბურთელი. 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელ დიდ სლემზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი (N 39 მსოფლიო რეიტინგში). ნიკას კენჭისყრისას ნამდვილად არ გაუმართლა – პირველივე რაუნდში ამერიკელ სებასტიან კორდას ხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 45-ე საფეხურს იკავებს. სებასტიანი კარიერის… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა US OPEN-ზე

13 ბრეიკი გადამწყვეტ სეტში

საჩოგბურთო ისტორიიდან „უიმბლდონის“ ტურნირს ბევრი ტრადიცია აქვს შენარჩუნებული , თუმცა Manic Monday მაინც განსაკუთრებულია. ორშაბათი, როდესაც ყველა 1/8 ფინალური შეხვედრა ერთ დღეს იმართება. Manic Monday-ს მშვენებად იქცა კარენ ხაჩანოვის და სებასტიან კორდას დაპირისპირება, მატჩი, რომლის გადამწყვეტ სეტში მაყურებელმა 13 ბრეიკი იხილა. ეს მაჩვენებელი კი მამაკაცთა „უიმბლდონის“ ახალი რეკორდია, წინა „საუკეთესო“ შედეგი 1997 წელს დაფიქსირდა, როდესაც… Continue reading 13 ბრეიკი გადამწყვეტ სეტში