ღიპუცა იბიცაზე

ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდო, თავის პარტნიორ სელენასთან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად ესპანურ იბიცაზე ისვენებს. მდიდრული იახტა მათ განკარგულებაშია. კიჭამ სელენა 2017 წელს გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან. შარშან შვილიც შეეძინათ. 45 წლის რონალდო არ მალავს თავის გრძნობებს სელენას მიმართ და ფოტოებსაც ხალისით იღებს. ეგ არის, ნამეტნავად მოუზრდია ღიპუცა.