ფატის ტრავმის სირთულე გაირკვა

  ბარსელონამ ანსუ ფატის ტრავმაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. მოგეხსენებათ, უნიჭიერესი შემტევი სელტასთან (3:3) შეხვედრაში დაშავდა და შესაცვლელი გახდა. “საღამოს ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ, დადგინდა, რომ ფატის მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება აქვს. მოედანს ვერ დაუბრუნდება, სანამ ტრავმას სრულად არ მოიშუშებს,” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში. პრაქტიკა ამბობს, რომ ამ ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელს გამოსაჯანმრთლებლად თვეზე ნაკლები სჭირდება.