მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ფავორიტის სტატუსი მორიგმა ნაკრებმა გაამართლა. ინგლისი – სენეგალის დაპირისპირება ბრიტანელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. პირველი ნახევარი არცისე სანახაობრივი იყო, თუმცა ინგლისის ნაკრები უპირატესობას ფლობდა და შთაბეჭილება რჩებოდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლო მომატება. საბოლოოდ ტაიმის ბოლო მესამედში ასეც მოხდა და ინგლისის ნაკრებმა 2 გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში ბრიტანელები ბევრად უკეთ ათამაშდნენ და კიდევ… Continue reading მშვიდად და დამაჯერებლად – ინგლისი 1/4 ფინალში გავიდა
Tag: სენეგალი
სენსაცია – ბრაზილიამაც წააგო!
ბრაზილია ჯგუფიდან გასული იყო, კამერუნთან მეორე, მაგრამ მოტივირებული, შემადგენლობა ათამაშა, აჯობა კიდეც, თუმცა – დამარცხდა. ამ მსოფლიოზე ამას მივეჩვიეთ, საფრანგეთს და პორტუგალიასაც 6-6 ქულა ჰქონდათ, როდესაც ბოლო ტურში დამარცხდნენ. ბრაზილიის მეორე გუნდიც რა მაგარია? მხოლოდ შეტევა რომ ავიღოთ – მარტინელი, ჟესუსი და ანტონი… პრემიერლიგის ლიდერის ფეხბურთელები და მანჩესტერის ახალწვეული. ამას დამატებული როდრიგო – მადრიდის რეალი.… Continue reading სენსაცია – ბრაზილიამაც წააგო!
დიუფი: სენეგალი ინგლისს უეჭველად მოუგებს, თუ…
ელ-ჰაჯი დიუფი გახსოვთ? სენეგალი პირველად რომ გავიდა მუნდიალზე (2002 წელს) და მეოთხედფინალამდე მიაღწია, იმ გუნდის საუკეთესო შემტევი გახლდათ. მერე ლივერპულში ითამაშა და სტივენ ჯერარდთან ჰქონდა კონფლიქტი. დიუფი ამჟამად სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველია და აი, რა თქვა: „ვფიქრობ, ინგლისთან მერვედფინალში პენალტების სერია თუ იქნება, იოლად მოვიგებთ. ვიცი ედუარ მენდის შესაძლებლობები, მას ხუთიდან სამი პენალტის მოგერიებაც… Continue reading დიუფი: სენეგალი ინგლისს უეჭველად მოუგებს, თუ…
სენეგალი მეცხრე ცაზე
სენეგალი მერვედფინალში გავიდა. წინა ორი ტურის შემხედვარე, თითქოს ეკვადორი ოდნავ უფრო ძლიერი ჩანდა, მაგრამ სად გაქრა ის გუნდი, ვერ გეტყვით… სენეგალმა უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო. ისმაილა სარი პირველ ტაიმში შავ დღეში აგდებდა ეკვადორელთა ფლანგელებს და ლოგიკურიც იყო ის გოლი, პირველი ტაიმის ბოლოს რომ გავიდა. პენალტი და აფრიკელები წინ გავიდნენ… ეკვადორს ყველაზე მეტად რაც აკლდა,… Continue reading სენეგალი მეცხრე ცაზე
ფული სენეგალს არ ანათებს
სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნები: მდიდარი ყატარი და ღარიბი სენეგალი… მაგრამ კიდევ კარგი, ფეხბურთში ასეთი ამბები მინდორზე არ ისახება. ფული სენეგალს არ ანათებს. სენეგალმა ყატარი თან დაინდო, თან არ დაინდო… 3:1 მოუგო, თუმცა აფრიკული არხეინობა რომ არ გამოეჩინა და არ მოშვებულიყო, უფრო დიდი ანგარიშითაც შეიძლებოდა გაემარჯვა. ასე კი, ვინ იცის, ბურთების შეფარდებაც დასჭირდეს ბოლო ტურში.… Continue reading ფული სენეგალს არ ანათებს
ნიდერლანდელები მუნდიალზე მოგებით დაბრუნდნენ
ნიდერლანდების ნაკრებმა 8 წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ლუი ვან გაალის დამოძღვრილებმა სენეგალის ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს. ნარინჯისფერთა გამარჯვება საკმაოდ მძიმე იყო. ევროპელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, მეტოქეს არც სენეგალი ჩამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელები სადიო მანეს გარეშე იყვნენ, საკმაოდ კარგად და თამამად უტევდნენ. ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ დამუშავებული კომბინაციებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. არც… Continue reading ნიდერლანდელები მუნდიალზე მოგებით დაბრუნდნენ
BREAKING: მანე მსოფლიოზე ითამაშებს!
სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება! ვერდერთან მიღებული ტრავმის შემდეგ, L’equpe-მ დაწერა, რომ ფეხბურთელი მსოფლიოსთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა, თუმცა ბაიერნმა ეს ცნობა უარყო და თქვა, რომ საქმე ასე დრამატულად არ არის. საბოლოოდ, მანე მსოფლიოზე მიემგზავრება. სენეგალის ნაკრების სია…
მანე მალე!.. (შამანებს ვთხოვთ დამხარებას)
სადიო მანეს ამბავი იცით… ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, მუნდიალზე ვერ ითამაშოს. გუშინ უიმედო ინფორმაციები იყო, თუმცა გაირკვა, რომ სადიოს დაჩქარებული წესით მკურნალობა და ყატარში წასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. სენეგალში მანე როგორ უყვართ, ამაზე ადრეც არაერთხელ დაგვიწერია. ბაიერნის ფორვარდი დიდი ქველმოქმედია, მისი სენეგალში ჩასვლა უდიდეს აჟიოტაჟს იწვევს. აი, რა თქვა ფიფას გენერალურმა მდივანმა ფატმა სამურამ,… Continue reading მანე მალე!.. (შამანებს ვთხოვთ დამხარებას)
შოკი: მანე მსოფლიოს გამოტოვებს!
ტრავმის გამო, სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ბაიერნის ვინგერი ბრემენის ვერდერთან მატჩში (6:1) დაშავდა და მე-15 წუთზე შესაცვლელი გახდა. სენეგალელს ფეხში მოხვდა. მატჩის შემდეგ, დინო ტომპმიულერმა (ნაგელსმანის თანაშემწე) თქვა, რომ სადიოს ნერვი დაეჭიმა, დაზიანება უმნიშვნელო იყო და მანე მსოფლიოზე ითამაშებდა. L’equipe სხვა ვერსიას ავრცელებს – მანემ მყესის ტრავმა მიიღო და სენეგალს მსოფლიოზე დააკლდება. ამ ტრავმის… Continue reading შოკი: მანე მსოფლიოს გამოტოვებს!
მანე – სალაჰი 3:0
სადიო მანე აფრიკის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეს მეორედ. მანამდე ზედიზედ ორჯერ მოჰამედ სალაჰმა ჩაიხუტა პრიზი… მანე-სალაჰი 3:0… რას ნიშნავს ეს? მანემ სეზონში მესამედ აჯობა სალაჰს. პირველად სენეგალმა ეგვიპტეს აფრიკის თასის ფინალში სძლია, მეორედ ისევ სენეგალი-ეგვიპტე შეხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში და აქაც მანეს გუნდმა იმარჯვა. და აი მესამედ! მანე და სალაჰი ერთად დაფრინავდნენ… Continue reading მანე – სალაჰი 3:0