საოცარი ხვიჩა – ბოლო 16 წელიწადში პირველი!

ხვიჩა კვარაცხელია ბოლო 16 წელიწადში პირველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში სადებიუტო სეზონში გოლებისა და საგოლე პასების მხრივ ორნიშნა რიცხვზე ავიდა. (Opta) კვარამ ტორინო-ნაპოლის შეხვედრაში (0:4) გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა… ასე რომ, ახლა 12 გოლი აქვს სერია ა-ში (და პლუს 10 პასი). და ბოლოს, ხვიჩამდე ორნიშნა რიცხვებზე ავიდა ვერდერის ბრაზილიელი დიეგო. მან ბუნდესლიგის 2006-2007… Continue reading საოცარი ხვიჩა – ბოლო 16 წელიწადში პირველი!

ანტი-სქემა: კვარაცხელია და დი მარია

იტალიის სერია ა-ში ორი განსაკუთრებული ფეხბურთელია: ხვიჩა კვარაცხელია და ანხელ დი მარია. განსაკუთრებული იმ გაგებით, რომ სხვანაირად თამაშობენ, სქემებს ანგრევენ, მეტი შემოქმედება შეაქვთ თამაშში. „მათ სერია ა გაალამაზეს. რაც კვარაცხელიამ სასუოლოსთან, ხოლო დი მარიამ ნანტთან გააკეთა. სქემები, სქემები. ის სასარგებლოა, მაგრამ გულშემატკივარს უფრო სიამოვნებს, რასაც ქართველი და არგენტინელი აკეთებენ“ (Corriere dello Sport) ისე, დი მარიასა… Continue reading ანტი-სქემა: კვარაცხელია და დი მარია

საოცარი რიცხვები! რაც რუსეთიდან წავიდა…

გახსოვთ, მარტის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელია რუბინიდან რომ წავიდა და ნაპოლიში გადასვლის ამბავი რომ გაირკვა? ბევრი ამბობდა, სერია ა-ში გაუჭირდებაო… და რუსეთიდან წასვლის მერე საოცარი სტატისტიკა აქვს როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით. ახლა უფრო გუნდურზე დავწერთ. 20 მარტიდან მოყოლებული, ხვიჩამ ყველა ტურნირზე ერთად აღებული 45 მატჩში ითამაშა. 36 მოგება, 7 ფრე, 2 წაგება… გაიტანა 25 გოლი.… Continue reading საოცარი რიცხვები! რაც რუსეთიდან წავიდა…

სასუოლო-ნაპოლი: ვის ადარებენ კვარას?

    სასუოლო-ნაპოლი… სერია ა-ს მორიგი ტური. ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა, ნეაპოლელმა პაოლო სპეკიამ თქვა: „სასუოლო კარგი გუნდია. დომენიკო ბერარდი რომ არ ჩავთვალოთ, გუნდის საუკეთესო შემტევი ფრანგი არმან ლორიენტეა. ხანგრძლივ პერსპექტივაში ლორიენტე შეიძლება თითქმის კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი გახდეს. მას ვაკვირდები. ნაპოლის რეკომენდაციას გავუწევდი, ლორიენტე მომდევნო სეზონისთვის შეიძინონ. მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. გამიხარდებოდა, მისი… Continue reading სასუოლო-ნაპოლი: ვის ადარებენ კვარას?

სერია ა-ს იანვრის თვის საუკეთესო…

  იტალიის სერია ა-ს იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ოსიმენი დასახელდა. 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ინტერთან ვერ შეაგდო, მაგრამ ორჯერ გაუტანა იუვენტუსს, თითოჯერ კი სამპდორიასა და რომას. ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიასია. კვარა-ოსიმენის დუეტი მაგრად მუშაობს, შეუჩერებელია. საუკეთესოს გულშემატკივართა გამოკითხვით ადგენენ, ოსიმენმა კი გაუსწრო პაულო დიბალას, ლაუტარო მარტინესს, ადემოლა ლუკმანსა და ლუის… Continue reading სერია ა-ს იანვრის თვის საუკეთესო…

“მილანი გუნდი აღარ არის…”

ასეთი კომენტარი გააკეთა ინტერი-მილანის (1:0) მატჩის მერე ლეგენდარულმა არიგო საკიმ: როსონერის ყოფილმა მწვრთნელმა. “მილანი გუნდი აღარ არის. ეს უფრო პირველ ტაიმში ჩანდა. გეგონებოდა ინტერი სპარინგ-მატჩს ატარებდა. მილანის ფეხბურთელები მხოლოდ ბურთს დასდევდნენ და ინტერელებს ვერ ასწრებდნენ. მხოლოდ გამცილებლები იყვნენ. …ხუთ მცველზე გადართვამ გუნდი უარესად მოშალა. რამდენჯერ დაარტყეს ინტერის კარში შესვენებამდე? არცერთხელ. ნული” (Corriere Dello Sport) ცნობისთვის,… Continue reading “მილანი გუნდი აღარ არის…”

ნაპოლის პრეზიდენტი: არა, სკუდეტოს წავაგებთ… (+video)

ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომასთან მოგების მერე ემოციებს აფრქვევდა. ფანებთან გავიდა და იქ მანქანაში ძლივს ჩაჯდა, თან ჟესტებით აღნიშნავდა გამარჯვებას. მანამდე, გვირაბიდან გამოსულ დე ლაურენტისს ერთ-ერთმა ტელეჟურნალისტმა ჰკითხა: – „სკუდეტოს ვიგებთ?“… დე ლაურენტისმა კი უპასუხა: „ არა, წავაგებთ. სკუდეტოს ვკარგავთ… რა კითხვაა?“    

მამის ხაზი… სიმეონეები ასიანები არიან

  ჯოვანი სიმეონემ 70-ე გოლი გაიტანა სერია ა-ში. თან რა მნიშვნელობის: ნაპოლი-რომას 86-ე წუთზე 2:1 გახადა ანგარიში და საბოლოოდ ასეც დამთავრდა მატჩი. ეს მამა-შვილ სიმეონეების ჯამში მე-100 გოლი გამოდგა სერია ა-ში. მეხუთე შემთხვევაა იტალიაში, როცა ოჯახის წარმომადგენლები 100 გოლამდე ავიდნენ. პირველზე კვლავ მაცოლები არიან: ბაბუა-მამა-შვილიშვილი… აი, მალდინებს კი ამპლუა არ უწყობდათ ხელს: ჩეზარე და პაოლო… Continue reading მამის ხაზი… სიმეონეები ასიანები არიან

“ბერლუსკონი, სად არიან მეძავები?..”

FILE PHOTO: Forza Italia party leader Silvio Berlusconi looks on at a polling station during the snap election, in Milan, Italy, September 25, 2022. REUTERS/Flavio Lo Scalzo/File Photo

სილვიო ბერლუსკონი. იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მილანის ლეგენდამ, ამჟამად კი მონცას მფლობელმა რამდენიმე თვის წინ თქვა – თუ მონცა იტალიის ტოპ-კლუბს მოუგებს, ფეხბურთელებს ავტობუსით მოვუყვან… მეძავებსო. და სერია ა-ს გასულ ტურში რა მოხდა? იუვენტუსი-მონცა 0:2/ 86 წლის ბერლუსკონის კომენტარიც: „ასამდე ზარი შემოვიდა ტელეფონში. ისინი მთხოვენ სიტყვა შევასრულო“ (Calciomercato) ისე, რა დრო დადგა, მონცა იუვენტუსს უსწრებს…

ნაპოლის სასტარტო შემადგენლობა რომასთან

ნაპოლის შემადგენლობა რომასთან: ხვიჩა კვარაცხელია ძირითადშია… მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი – ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი – ლოსანო, კვარაცხელია, ოსიმენი დიეგო მარადონას სტადიონზე მაგარ თამაშს ველით. არბიტრი – დანიელე ორსატო.