ლეონარდო: არ გვეგონა რამოსი 4 თვეში მხოლოდ ორჯერ თუ ითამაშებდა

სერხიო რამოსმა ზაფხულში მადრიდის რეალი დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა. ტრავმების გამო ესპანელმა მცველმა ამ 4 თვეში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. ამ თემაზე პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ისაუბრა. “არ ველოდით რამოსს ამდენი პრობლემა თუ ექნებოდა. ნამდვილად არ გვიფიქრია თუ 4 თვეში მხოლოდ 2 მატჩს ჩაატარებდა. მისი ტრავმების შესახებ ცხადია ვიცოდით, თუმცა მისი დაზიანებების სიმძიმემ და რაოდენობამ… Continue reading ლეონარდო: არ გვეგონა რამოსი 4 თვეში მხოლოდ ორჯერ თუ ითამაშებდა

რამოსი თავისი გაძევების შესახებ

„დღეს ახალი დღეა სასწავლებლად. ხვალ კიდევ ახალი იქნება, რათა უკეთესი გახდე. მხოლოდ წინ“! – დაწერა სერხიო რამოსმა სოციალურ ქსელში. საქმე ის არის, რომ წუხელ ლეგენდარული ესპანელი სულ რაღაც მესამე მატჩს ატარებდა ახალ კლუბში, პარი სენ-ჟერმენში და „მოახერხა“ და მსაჯს თავი გააძევებინა. არადა, მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ბოლოსკენ ხუთი წუთის ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.… Continue reading რამოსი თავისი გაძევების შესახებ

სერხიო რამოსი: მზად ვარ პსჟ-სთვის თავი გავწირო

ნიონში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს მეტოქე მადრიდის რეალი იქნება. ამ თემაზე ფრანგთა ახალწვეულმა სერხიო რამოსმა ისაუბრა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ რეალში გაატარა. “ბედი არაპროგნოზირებადია. ყველამ კარგად იცით როგორ მიყვარს რეალი და რამდენს ნიშნავს ეს გუნდი ჩემთვის. უცნაური შეგრძნება მაქვს. რეალთან დაპირისპირება არ მინდოდა, მაგრამ ერთის მხრივ ბერნაბეუზე დაბრუნება… Continue reading სერხიო რამოსი: მზად ვარ პსჟ-სთვის თავი გავწირო

რამოსი მონაკოსთან არ იქნება

სერხიო რამოსი კვლავ ტრავმირებულია. 35 წლის მცველი პსჟ-ს ვერც მონაკოსთან მატჩში დაეხმარება. ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. რამოსი სრული დატვირთვით სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ივარჯიშებს. ესპანელი ფეხბურთელი პსჟ-ს აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აგერ უკვე მე-5 თვეა რაც სერხიო პსჟ-ს ფეხბურთელია, თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, მიზეზი მუდმივი ტრავმიანობაა. პსჟ ლიგა 1-ში 42 ქულით… Continue reading რამოსი მონაკოსთან არ იქნება

მესის 3 ასისტი, რამოსის დებიუტი და ნეიმარის ტრავმა – ეს ყველაფერი სტ. ეტიენთან (ვიდეო)

ლიგა 1-ის მე-15 ტურში პსჟ სტ. ეტიენს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში რამდენიმე აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. პირველი ის, რომ სამივე საგოლე გადაცემა ლეო მესიმ შეასრულა. არგენტინელმა ასისტენტობა 2-ჯერ მარკინიოსს გაუწია, ერთხელ კი ანხელ დი მარიას. დღევანდელ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა სერხიო რამოსს, რომელიც გუნდს ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. რამოსი აქამდე ტრავმის გამო ვერ თამაშობდა.… Continue reading მესის 3 ასისტი, რამოსის დებიუტი და ნეიმარის ტრავმა – ეს ყველაფერი სტ. ეტიენთან (ვიდეო)

დებიუტი ახლოვდება

სერხიო რამოსი, პსჟ-ს შემადგენლობაში, სადებიუტო მატჩის მოლოდინშია. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს, ის მოედანს შესაძლოა 15 ოქტომბერს დაუბრუნდეს, ლიგა 1-ის მეათე ტურში, სადაც პსჟ ანჟერს დაუპირისპირდება. პარიზულ კლუბს რამოსი ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით, შეუერთდა, თუმცა, ტრავმის გამო, ჯერ ერთი შეხვედრაც ვერ ჩაატარა…

სათამაშო პსჟ  

იუვენტუსის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ჟურნალისტებს დღევანდელი პარი სენ-ჟერმენის შესახებ გაუზიარა საკუთარი აზრი. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს პარიზელებმა ჯანლუიჯი დონარუმა, სერხიო რამოსი, აშრაფ აქიმი, ჟორჟინიო ვეინალდუმი და ლიონელ მესი დაიმატეს. „პსჟ PlayStation-ს გუნდს მაგონებს, რომელსაც სუსტი წერტილი არ გააჩნია და მისი დამარცხება შეუძლებელია. თუ ისინი მოედანზე და მის გარეთ საჭირო ქიმიის შექმნას მოახერხებენ, ასევე გუნდურ ინტერესებს… Continue reading სათამაშო პსჟ  

რამოსმა კვლავ ტრავმა მიიღო

პსჟ-ს ახალწვეულმა სერხიო რამოსმა კვლავ ტრავმა მიიღო. ფრანგული პრესის ცნობით, ესპანელ მცველს კუნთის დაზიანება აქვს. რამოსი სავარაუდოდ შემდეგ კვირაში დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს. შეგახსენებთ, რომ 35 წლის მცველი პსჟ-ს წელს ზაფხულში შეუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს რეალთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ფრანგებმა იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. პსჟ ლიგა 1-ში 4 თამაშის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზეა. უახლოეს… Continue reading რამოსმა კვლავ ტრავმა მიიღო

პირადი გულშემატკივრის ჩანაწერი

მე გიორგი მამარდაშვილის პირადი გულშემატკივარი ვარ. ხომ არსებობენ ასეთები? რასაკვირველია, ყველა ქართველ ფეხბურთელს მხარს ვუჭერ, გულით ვქომაგობ, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ტყუილი რატომ ვთქვა, ყველას ეგრეთწოდებული ფოლოვერი არ ვარ. ღმერთმა დაწყევლოს ეს ყურით მოთრეული სიტყვები. აქ, ფოლოვერში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მამარდაშვილი რომელიმე სოციალურ ქსელში დავიმატე (ან მე დავემატე მას), არამედ იმას, რომ მისი ამბებით… Continue reading პირადი გულშემატკივრის ჩანაწერი

რამოსის სიტუაცია გაუარესდა

სერხიო რამოსი კვლავ ტრავმირებულია და მისი პსჟ-ში დებიუტის ზუსტი დრო კვლავაც უცნობია. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ესპანელი მალე სრულფასოვნად ივარჯიშებდა, თუმცა ბოლო ცნობებით სიტუაცია გართულდა და 35 წლის მცველმა შესაძლოა კიდევ 2 თვე გამოტოვოს. ცენტრალურ მცველს მარცხენა ფეხზე კუნთის ტრავმა აქვს. დაზიანების გამო მან საფრანგეთის სუპერთასი გამოტოვა, სადაც პსჟ ლილთან 0:1 დამარცხდა. სერხიომ ვერც ლიგა 1-ის… Continue reading რამოსის სიტუაცია გაუარესდა