ბაზაძე ევროპის ჩემპიონია!

ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა! სანდრომ, ფინალში, ლუკა კურატოლი 15:11 დაამარცხა! შეხვედრის მიმდინარეობისას, ბაზაძე მეტოქესთან 5:9-ს აგებდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა!   აღსანიშნავია, მანამდე, ჩვენებურმა, 3 გზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, უნგრელ არონ სილაგისთან სრულფასოვანი რევანში მოიპოვა და 15:8 მოუგო!   სანდრო, ფარიკობაში, ერთადერთი ქართველია, ვინც ევროპის ჩემპიონობა შეძლო!