რეალი-ატლეტიკო 1:1. როხიბლანკოს არგენტინელი ანხელ კორეას გაძევებამ რეზონანსი გამოიწვია. ეს 0:0-ზე მოხდა, 64-ე წუთზე, კორეას ანტონიო რიუდიგერისთვის იდაყვის ჩარტყმისთვის დაატოვებინეს მინდორი… ატლეტიკოს მეკარე იან ობლაკმა თქვა: „ეპიზოდი ყველამ ნახეთ. ბოლო 5 მადრიდულ დერბიში ყოველთვის გვიგდებენ კაცს. იქნებ მომდევნო დერბი პირდაპირ 10 ფეხბურთელით დავიწყოთ?“ (Marca) დიეგო სიმეონეც მიიჩნევს, რომ კორეა უსამართლოდ გააძევეს: „ასეთ „დარტყმებზე“ რომ ფეხბურთელებს… Continue reading “სულ, სულ! მომდევნო დერბი 10 კაცით დავიწყოთ?..”
Tag: სიმეონე
ნაპოლი VS სასუოლო – სავარაუდო შემადგენლობები…
იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში, ნაპოლი სასუოლოს ეწვევა. Sky Sport-ის მიხედვით, ჯოვანი სიმეონე თავდაუზოგავად ვარჯიშობს და იმედოვნებს, რომ 17 თებერვალს გასამართ შეხვედრაში სასტარტოდან დაიწყებს, მით უფრო, რომ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, პარტენოპეი ფრანქფურტს უნდა ეწვიოს… სავარაუდო შემადგენლობა: მერეტი, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი (ოლივერა), ანგისა, ლობოტკა, ელმასი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი (სიმეონე).
ნაპოლის ბრწყინვალე გოლები – რომა დამარცხებულია…
იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურში, ნაპოლიმ რომა მიიღო. ჟოზე მოურინიუს გუნდები საჩუქარი არავისთვისაა, მით უფრო ასეთ კარგ სვლაზე: წელს დაუმარცხებელი იყო – 5 დან 4 მოიგო (ბოლო სამში – 3 გამარჯვება). ოლიმპიკოზე გამართული მატჩისგან განსხვავებით (0:0), ეს თამაში ისეთი გამოვიდა, რომ ვერ იტყვი ერთი მეორეს აღემატებოდაო. ნაპოლიმ თუ რომში ვერ მოიგო, აქ გაიმარჯვა, ისე, როგორც… Continue reading ნაპოლის ბრწყინვალე გოლები – რომა დამარცხებულია…
“მსაჯობა რეალის სასარგებლოდ? ამას უკვე მივეჩვიეთ…”
რა ამბები მოჰყვა მადრიდულ დერბის? რეალი-ატლეტიკო 3:1… ესპანეთის თასზე, დამატებით დროში. კვლავ იყო შფოთი, გაწევ-გამოწევა, მსაჯზე დავა, წითელი ბარათი… 70-ე წუთზე რეალის ნახევარმცველმა დანი სებალიოსმა იუხეშა და იმ დროს გაფრთხილება ჰქონდა, მსაჯმა გრადომ კი მეორე ყვითელი არ უჩვენა და არ გააძევა. მალევე როდრიგომ სუპერგოლით გაათანაბრა და დამატებით დროში ატლეტიკოელი სავიჩის გაძევების მერე რეალმა ორი გოლი… Continue reading “მსაჯობა რეალის სასარგებლოდ? ამას უკვე მივეჩვიეთ…”
“ამ ფორმის ტარებას არ იმსახურებთ”
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდის ატლეტიკო, დრაგაოზე, პორტუსთან დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. შეხვედრის შემდეგ, პურტუგალიაში ჩასულმა მადრიდელმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს ზურგი აქციეს და სკანდირებდნენ: “ამ ფორტმის ტარებას არ იმსახურებთ” ფანებთან მხოლოდ სამი ადამიანი მივიდა: სიმეონე, საული და პაულუ ფუტრე…
რონალდუ ატლეტიკოში? – სიმეონემ კომენტარი გააკეთა
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ რონალდუს “ათლეტებში” გადასვლაზე კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი მადრიდის რეალის ლეგენდაა “ჩიტებმა რეალობას აცდენილი ინფორმაცია მოგიტანეს. ხალხი ხანდახან იმას ამბობს, რაც თავად სურს და არა იმას, რაც რეალურად ხდება,” – თქვა ჩოლომ.
რა უთხრეს სიმეონეს? დღეს სასაცილოა…
დიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკო ზედიზედ მეათედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაში. 10 წელია, რაც სიმეონე როხიბლანკოშია და 10-ივე სეზონში! ატლეტიკომ ელჩეს 2:0 მოუგო და ეს სიმეონეს მე-400 მატჩი იყო ლა ლიგაში ამ გუნდის მწვრთნელის რანგში. და ამ 400-დან 244 მოიგო, 93 ფრედ დაასრულა და 63 წააგო. ორჯერ გახდა ჩემპიონი… და აი, სიმეონე მაგარ ამბავს იხსენებს. რა უთხრეს,… Continue reading რა უთხრეს სიმეონეს? დღეს სასაცილოა…
5:5:0 – ეს სირცხვილია…
მანჩესტერ სიტისა და ატლეტიკოს შეხვედრა გახსნილი რომ არ იქნებოდა ველოდით, თუმცა მადრიდელები თამაშს ასე თუ ჩაკეტავდნენ, მაინც მოულოდნელი იყო – სიმეონეს მთელი გუნდი თავს დისციპლინირებულად იცავდა და იან ობლაკის კარს ყველა ხიფათს არიდებდა. · პირველი ნახევრის უმეტესი ნაწილი, ატლეტიკოს მთელი გუნდი ბურთს უკან იდგა, ორი 5 კაციანი დაცვის ხაზი ააგო და სიტის ბურთის ფლანგიდან… Continue reading 5:5:0 – ეს სირცხვილია…
სიმეONE… მწვრთნელების ხელფასები: ჩოლო სხვაგანაა
ფრანგულმა L’Équipe-მ დაწერა, რომ დიეგო სიმეონე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია: თვეში 3,3 მილიონი ევრო… შემდეგ მოდიან პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) 1,89 მილიონით და იურგენ კლოპი (ლივერპული) 1,49 მილიონით. ხედავთ, რამხელა სხვაობაა: ატლეტიკოს არგენტინელი მწვრთნელი ბევრად დაფასებულია. მაგალითად, სიმეონე 5-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ბაიერნის იულიან ნაგელსმანი. ფოტოზე დანარჩენს ხედავთ: ტოპ-4 ლიგის სამ ყველაზე მაღალხელფასიან სპეციალისტებს.… Continue reading სიმეONE… მწვრთნელების ხელფასები: ჩოლო სხვაგანაა
წარმოგიდგენიათ სიმეონეს გარეშე?
ატლეტიკო ახალ მწვრთნელს ეძებს? თან წარმოუდგენელია კლუბი დიეგო სიმეონეს გარეშე, თან ხმები გავრცელდა, სიმეონე თავად აპირებს წასვლას და პაუზის აღებასო… დაიწერა ერნესტო ვალვერდეს კანდიდატურაზე. ვალვერდე ბარსელონადან წასვლის მერე თავისუფალია და ცოტა არ იყოს, გაუგრძელდა დასვენება. პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ Marca-სთან კომენტარი გააკეთა: „სიმეონე კლუბის მნიშვნელოვანი ნაწილია. აზრადაც არ მოგვსვლია, რომ მისი შემცვლელი გვეძებნა. ეს გასაკვირი და… Continue reading წარმოგიდგენიათ სიმეონეს გარეშე?