18 წლის ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის სათავეში

კანადის ქალაქ ტორონტოში დასრულდა WTA-ს მორიგი მასტერსი. წყვილთა თანრიგის ფინალურ მატჩში კორი გოფის და ჯესილა პეგულიას დუეტმა 6:4 6:7 10-5 მოუგო ნიკოლ მელიჩარის და ელენ პერესის ტანდემს. მოპოვებული გამარჯვების ფონზე 18 წლის კოკო გოფი მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდა. ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ მარტინა ჰინგისმა შეძლო, რომ უფრო ადრეულ ასაკში ჩადგომოდა რეიტინგს სათავეში (1998 წელს… Continue reading 18 წლის ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის სათავეში

კარენო ბუსტას და ჰადად მაიას სადებიუტო მასტერსის ფინალი

ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება კანადის მასტერსი. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალში 31 წლის პაბლო კარენო ბუსტამ 7:5 6:7 6:2 სძლია დენი ევანსს და ფინალის საგზური მოიპოვა. ესპანელი ჩოგბურთელი კარიერაში მე-12-ედ გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში (მიმდინარე სეზონში მეორედ). მასტერსის დონეზე პაბლო პირველ ფინალს ითამაშებს. კარიერის მეშვიდე ტიტულისთვის კარენო-ბუსტა ჰუბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდება. პოლონელმა ჩოგბურთელმა თავისმხრივ მეორე ნახევარფინალში 5:7 6:3… Continue reading კარენო ბუსტას და ჰადად მაიას სადებიუტო მასტერსის ფინალი

სერენა უილიამსი უიმბლდონის ტურნირზე დაბრუნდება

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის NFL-ის ვარსკვლავს –  აარონ როჯერსს ესაუბრება. “ჩვენ ვსაუბრობდით ჩემს დაბრუნებაზე ჩოგბურთში. როჯერსმა მთხოვა, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და ვითამაშო უიმბლდონზე. როჯერსმა მკითხა, ვითამაშებდი თუ არა ამერიკის ღია პირველობაზე. მე შევახსენე, რომ US OPEN-ამდე ჯერ უიმბლდონია. ჯერ ბრიტანეთში უნდა ვიასპარეზო, შემდეგ უკვე… Continue reading სერენა უილიამსი უიმბლდონის ტურნირზე დაბრუნდება

ჰალეპი, მუგურუზა და ბერეტინი “მაიამის” მასტერსს მოეხსნენ

დიდი დანაკლისი განიცადა ამერიკაში მიმდინარე “მაიამის მასტერსმა”. ერთ სათამაშო დღეს სამმა გამორჩეულმა ჩოგბურთელმა უარი თქვა ასპარეზობაზე და სხვადასხვა სახის ტრავმების გამო მოეხსნა ტურნირს. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – სიმონა ჰალეპმა მაიამიში თამაში მარცხენა ბარძაყის დაზიანების გამო იუარა. რუმინელი დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს და ჩარლსტონის ტურნირისთვის დაბრუნდება. სიმონა ასევე გეგმავს ბილი ჯინ კინგის თასზე თამაშსაც.… Continue reading ჰალეპი, მუგურუზა და ბერეტინი “მაიამის” მასტერსს მოეხსნენ

ენდი მარეიმ და სიმონა ჰალეპმა მთავარი მწვრთნელები გაუშვეს

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ დიდი ცვლილებები დაიწყო საჩოგბურთო სამყაროში. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგნებმა ენდი მარეიმ და სიმონა ჰალეპმა სამსახურიდან გაანთავისუფლეს საკუთარი მწვრთნელები. ენდი მარეიმ თანამშრომლობა დაასრულა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მწვრთნელ ია დე ვიტთან. 2 თვიანი მუშაობის შედეგად ბრიტანელმა ჩოგბურთელმა აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე 2 მატჩის მოგება შეძლო, სიდნეის ტურნირზე ფინალამდე მივიდა, ხოლო ავსტრალიის… Continue reading ენდი მარეიმ და სიმონა ჰალეპმა მთავარი მწვრთნელები გაუშვეს

ალიზ კორნეს მოულოდნელი გამარჯვება სიმონა ჰალეპთან

32 წლის ფრანგმა ალიზ კორნემ ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში 6:4 3:6 6:4 სძლია მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან სიმონა ჰალეპს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი ალიზს უკეთესი გამოუვიდა – პირველ სეტში მან მეტოქეზე ერთით მეტი ბრეიკი შეასრულა(3-2) და პირველი პარტია 6:4 მოიგო. მეორე სეტში კორნეს ჩავარდნა დაეწყო – ერთ მომენტში ზედიზედ 16 ქულა… Continue reading ალიზ კორნეს მოულოდნელი გამარჯვება სიმონა ჰალეპთან

ჰალეპი და საბალენკა AUSTRALIAN OPEN-ის 1/8 ფინალში გავიდნენ

2022 წლის საჩოგბურთო სეზონს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა სიმონა ჰალეპი. რუმინელმა ჩოგბურთელმა AUSTRALIAN OPEN-ის საწყისი 3 რაუნდი “ერთი ამოსუნთქვით” გაირბინა(წააგო მხოლოდ 12 გეიმი) და 1/8 ფინალში გავიდა. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში სიმონას მეტოქე სწორედ ის დანკა კოვინიჩი იყო, რომელმაც წინა რაუნდში ემა რადუკანუ გამოთიშა ასპარეზობას. ჰალეპმა ტაქტიკური თვალსაზრისით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 65 წუთში მეტოქე… Continue reading ჰალეპი და საბალენკა AUSTRALIAN OPEN-ის 1/8 ფინალში გავიდნენ

ანეტ კონტავიეტის ზღაპარი გრძელდება

რუმინეთის ქალაქ კლუჟში დასრულდა ქალთა 250-იანთა ტურნირი. ფინალის წინ ანეტ კონტავიეტს სამმაგი მოტივაცია ქონდა – თუ სიმონა ჰალეპს დაამარცხებდა, კარიერაში მეხუთე ტიტულს მოიგებდა, დებიუტი ექნებოდა ტოპ 10-ში და კვალიფიკაციას გაივლიდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალახარაში უნდა გაიმართოს. შეხვედრის სტარტზე ორივე ჩოგბურთელმა თითო-თითო გეიმი მოიგო საკუთარ ჩაწოდებაზე 1:1, რის შემდეგაც ანეტი „აფეთქდა“ – ზედიზედ… Continue reading ანეტ კონტავიეტის ზღაპარი გრძელდება

ჰალეპის პირველი გამარჯვება

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – სიმონა ჰალეპმა ცინცინატის 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში 6:4 3:6 6:1 მოიგო მაგდა ლინეტს და მაისის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. შეხვედრის სტარტზე რუმინელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა, თუმცა მაგდამ მე-6 გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა 3:3. გადამწყვეტი მე-7 გეიმი გამოდგა, როდესაც სიმონამ კიდევ ერთხელ… Continue reading ჰალეპის პირველი გამარჯვება

სიმონა ჰალეპი დაბრუნდა

Aug 11, 2021; Montreal, Quebec, Canada; Simona Halep from Romania hits a shot against Danielle Collins from USA (not pictured) during the second round play at Stade IGA. Mandatory Credit: Jean-Yves Ahern-USA TODAY Sports

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი – სიმონა ჰალეპი WTA TOUR-ს დაუბრუნდა. კანადის მასტერსის მეორე წრეში რუმინელი ჩოგბურთელი 6:2 4:6 4:6 დამარცხდა დანიელა კოლინზთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა. ჩოგბურთელმა ორ-ორჯერ მოიგეს საკუთარი ჩაწოდება 2:2. მეხუთე გეიმიდან ჰალეპმა შეცდომებს უკლო და ვინერსებს მოუმატა, რისი წყალობითაც ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც 6:2.… Continue reading სიმონა ჰალეპი დაბრუნდა