ტკივილი, შეცვლა… კვარაცხელია და ჯოვინო პირველ ტაიმში შეცვალეს…

ხვიჩა კვარაცხელია სიონი-დინამო ბათუმის დინამოს მატჩის დროს შეცვალეს. ასევე ჯოვინო ფლამარიონიც. ორივე მათგანს ფეხი სტკიოდა. 38-ე წუთზე ფლამარიონი თორნიკე გაფრინდაშვილმა  შეცვალა, ხოლო 42-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად გიორგი ფანცულაია შევიდა. ჯოვინოს დაზიანება შედარებით რთული ჩანდა, თუმცა ხვიჩაც ცოტა კოჭლობდა. კვარაცხელიას თამაშის დასაწყისში შეეჯახნენ, მერეც იყო მის მიმართ ჯარიმა, როცა ივან ფოცხვერიამ წააქცია და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ეროვნული ლიგა – დინამო თელავში ქულას დასჯერდა, ბრძოლა და სანახაობა საბურთალო – სიონის მატჩზე

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში მორიგი შეხვედრები გაიმართა. თელავმა დინამო თბილისს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საბურთალო ბოლნისის სიონს დაუხვდა და უხვგოლიანი მატჩი 3:3 დასრულდა. საკმაოდ საინტერესო გამოდგა საბურთალოს და სიონის დაპირისპირება. ბოლნისელებს აშკარად წაადგათ უჩა სოსიაშვილის დანიშვნა, რომლის ხელშიც მეოთხე მატჩი ჩაატარეს, 1 მოიგეს 2 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 1 წააგეს, მანამდე კი უქულოდ… Continue reading ეროვნული ლიგა – დინამო თელავში ქულას დასჯერდა, ბრძოლა და სანახაობა საბურთალო – სიონის მატჩზე