ერლინგ ჰოლანდმა ისევ გოლების ფეირვერკი მოაწყო და ისევ შეცვალეს. ინგლისის თასზე მანჩესტერ სიტიმ 6:0 მოუგო ბარნლის, ნორვეგიელმა სამი გოლი გაიტანა და პეპ გვარდიოლამ მე-60 წუთზე შეცვალა… აი, გვარდიოლას კომენტარი: „ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა ინგლისის თასზე. ვცდილობ ჩემი ფეხბურთელები დავსაჯო, ეს ჩემი მიზანია“ (Goal) რა თქმა უნდა, პეპმა გაიხუმრა იმ შემთხვევის გამო,… Continue reading “ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა…”
Tag: სიტი
ნაგელსმანი: ასე ჯობდა, იღბლის გარეშე…
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის ბაიერნი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. თამამად შეიძლება ითქვას, რეალთან ერთად, ეს ორი გუნდი ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. კომენტარი იულიან ნაგელსმანმა გააკეთა “ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენთვის დიდი წარმატება იქნება. ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე, ინტერი და ბარსა შეგვხვდნენ, ახლა სიტი, თუ გავალთ – რეალი ან ჩელსი, ფინალში კი ის, ვინც მეორე ბადეს… Continue reading ნაგელსმანი: ასე ჯობდა, იღბლის გარეშე…
სიტი – ბაიერნი… – ვის შეხვდა ნაპოლი?
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წილისყრა გაიმართა. გუნდები ასე განაწილდნენ: რეალი – ჩელსი ინტერი – ბენფიკა სიტი – ბაიერნი ნაპოლი – მილანი 1/2 ფინალში, რეალი ჩელსის გამარჯვებული ბაიერნისა და სიტის გამარჯვებულს შეხვდება, ნაპოლისა და მილანის კი, ინტერისა ბენფიკას შორის უკეთესს…
კანსელუს არ მოსწონს, კანსელუც არ მოსწონთ
რამდენი ხნით დარჩება ჟოაო კანსელუ ბაიერნში? იანვარში ის მანჩესტერ სიტიდან გაანათხოვრეს. ყველას ეგონა, რომ ბაიერნის სასტარტოში იოლად მოხვდებოდა, მაგრამ უჭირს… ზაფხულში გამოსასყიდი თანხა კი 70 მილიონი ევროა, რის გადახდასაც გერმანელები არ აპირებენ. ბაიერნში მიიჩნევენ, რომ ფასი ზედმეტად მაღალია. და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გარიგება, თუ სიტი ნაკლებს მოითხოვს. თავად კანსელუმ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება მცირე სათამაშო… Continue reading კანსელუს არ მოსწონს, კანსელუც არ მოსწონთ
გვარდიოლას ჩელსის ფეხბურთელის დამატება სურს
მატეო კოვაჩიჩმა კარიერა შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გააგრძელოს. ამის შესახებ The Thelegraph-ი იუწყება. ისიც აღსანიშნავია, რომ ხორვატი ნახევარმცველის დამატების ინიციატორი პეპ გვარდიოლაა, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. კოვაჩიჩს ჩელსისთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელის ამ ზაფხულში გასხვისება წესით არისტოკრატებსაც უნდა აწყობდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაისად მისი უფასოდ გაშვება მოუწევთ. კოვაჩიჩი ჩელსიში 2018 წლის ზაფხულში მადრიდის რეალიდან გადავიდა.… Continue reading გვარდიოლას ჩელსის ფეხბურთელის დამატება სურს
ინტრიგა მეორე მატჩებისაა – მთავარი ბრძოლები წინ არის…
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალებში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა – ინტერმა პორტუ მიიღო, ხოლო ლაიფციგმა სიტი. ორივე მატჩში ისეთი ანგარიშები დაფიქსირდა, რომ ინტრიგა განმეორებით შეხვედრებში დაგვიტოვა – ნერაძურიმ დრაკონები მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა, ხოლო ქალაქელებმა გერმანიაში გამარჯვება ვერ მოიპოვეს (1:1). დავიწყოთ ლაიფციგისა და სიტის შეხვედრით. მატჩი ბევრი მომენტით არ გამოირჩა, მასპინძელთა უხეში შეცდომის შემდეგ მაჰრეზმა გაიტანა და… Continue reading ინტრიგა მეორე მატჩებისაა – მთავარი ბრძოლები წინ არის…
არტეტა: სიტის დონეზე ვითამაშეთ, მაგრამ 3 გოლი გავუშვით…
არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ სიტისთან მატჩზე ისაუბრა (1:3) “წავაგეთ და ამის გამო იმედგაცრუებული ვარ. სწორედ გაიგეთ, წაგების და არა თამაშის გამო. მაგარი ბრძოლა იყო, მაგრამ, როცა ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, 3 გოლი მივიღეთ. როცა 3 საგოლე შანსი მაინც გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. მანჩესტერ სიტის დამარცხება თუ გსურს, თავს უნდა გადაახტე. მათ დონეზე ვითამაშეთ, გარკვეულ… Continue reading არტეტა: სიტის დონეზე ვითამაშეთ, მაგრამ 3 გოლი გავუშვით…
არსენალი 1:3 სიტი [ვიდეო]
ინგლისის პრემიერლიგაში გადადებული შეხვდა გაიმართა, თან რა აფიშა: არსენალი – სიტი. პირველ ადგილზე მყოფი მეთოფეები ქალაქელებს 3 ქულიანი უპირატესობით დაუხვდნენ. მაგარ შეხვედრაში, ქალაქელებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს (3:1) და ქულებით ლონდონელებს დაეიწვნენ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეთოფეებს თამაში რეზერვში აქვთ. არტეტამ თქვა, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სიტი მსოფლიოში საუკეთესო გუნდიაო… იხილეთ ვიდეო
პეპი: აი, ამიტომ წავიდა კანსელუ…
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟოაო კანსელოს ბაიერნში წასვლის მიზეზები განმარტა: “ბოლო ორი პრემიერლიგის მოგებაში ის წარმოუდგენლად დიდი ფიგურა იყო. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გადავწყვიტეთ რომ ტაქტიკაში ცვლილებები შეგვეტანა. მომწონს რასაც ვხედავდი. სხვა ფეხბურთელებს მეტი დრო მივეცი. ჟოაოს თამაში უყვარს. ვარჯიშებზე ყველაფერს აკეთებდა და არ მოსწონდა სიტუაცია, როდესაც არ თამაშობდა. იმისთვის რომ ბედნიერი იყოს, მას… Continue reading პეპი: აი, ამიტომ წავიდა კანსელუ…
ანჩელოტი: ყველა გავუთავისუფლებივართ, გარდა გვარდიოლასი…
კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელების ბედზე ისაუბრა. ეს საკითხი ვალენსიასთან შეხვედრის წინ წამოიჭრა, რომლის მწვრთნელიც – ჯენარო გატუზო გაათავისუფლეს: “ეს არის მწვრთნელის გზა. ყველა გავუთავისუფლებივართ, გარდა გვარდიოლასი. პეპს ერთ დღესაც გაათავისუფლებენ, თუ ამ საქმეს გააგრძელებს. ეს ჩემს კარიერაშიც მომხდარა, თუმცა ჯერ კიდევ აქ ვარ,” – თქვა ანჩელოტიმ.