სლოვანი გავარდა – 3 წუთიც რომ გაეძლო…

BUDAPEST, HUNGARY - JULY 20: Tigran Barseghyan of SK Slovan Bratislava #11 celebrates after scoring a goal with teammates during the UEFA Champions League Second Qualifying Round First Leg match between Ferencvarosi TC and SK Slovan Bratislava at Ferencvaros Stadium on July 20, 2022 in Budapest, Hungary. (Photo by Laszlo Szirtesi/Getty Images)

ბრალტისლავას სლოვანი კონფერენს ლიგას დაემშვიდობა. არა და გამარჯვებასთან რა ახლოს იყო, 2:1-ს იგებდნენ და მსაჯის მიერ  დამატებულ მესამე წუთზე გაუშვეს. 3  წუთიც რომ გაეძლოთ, შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ. თამაში ისე დაიწყო, უკეთეს ვერ ინატრებდნენ  – მე-11 წუთზე ანგარიში აბუბაქარმა გახსნა, მე-17 წუთზე კი ანგარიში კუცკამ 2-მდე გაზარდა. პირველი ტაიმი სლოვანის იყო, ბურთის ფლობის გარდა, მეტოქეს ყველა… Continue reading სლოვანი გავარდა – 3 წუთიც რომ გაეძლო…

კაშიამ სლოვანში გაიტანა (ვიდეო)

Dublin , Ireland - 13 July 2021; Rory Gaffney of Shamrock Rovers in action against Guram Kashia of Slovan Bratislava during the UEFA Champions League first qualifying round second leg match between Shamrock Rovers and Slovan Bratislava at Tallaght Stadium in Dublin. (Photo By Eóin Noonan/Sportsfile via Getty Images)

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავას სლოვანი ზლატე მორავცეს შეხვდა და 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთაგან 1 გოლი გურამ კაშიამ გაიტანა. კაშიაც და კანკავაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეხვედრის ბოლომდე გაისარჯნენ. ვლადიმირ ვაისის გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატში 41 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ დუნაისკა სტრედას 3 ქულით უსწრებს.

ჩაკვეტაძის ტრავმა…

გიორგი ჩაკვეტაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატის მატჩში (სლოვანი-რუჟემბეროკი 2:0) ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ეს ეპიზოდი მოხდა: მეკარემ გიორგის წვივში ჩაარტყა და პენალტიც დაინიშნა… ჩაკვეს ძალიან ეტკინა და ექიმებსაც სერიოზული მუშაობა დასჭირდათ. ჯერ გადაჭრით რთულია საუბარი, მაგრამ ხვალ უფრო გახდება ცნობილი. ისე, მძიმე ტრავმა არ ჩანს…

სლოვანმა ქამბექი კაშიას გოლით დაიწყო (ვიდეო)

Dublin , Ireland - 13 July 2021; Rory Gaffney of Shamrock Rovers in action against Guram Kashia of Slovan Bratislava during the UEFA Champions League first qualifying round second leg match between Shamrock Rovers and Slovan Bratislava at Tallaght Stadium in Dublin. (Photo By Eóin Noonan/Sportsfile via Getty Images)

კონფერენს ლიგის მე-5 ტურში ბრატისლავას სლოვანმა პიუნიკს უმასპინძლა. შეხვედრა სლოვაკთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა და სომეხთა კარში პირველი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა. ჩვენებურმა ანგარიში 84-ე წუთზე გაათანაბრა, სლოვანმა კიდევ ერთი შეაგდო და ქამბექით 2:1 გაიმარჯვა. კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა, ასევე ძირითადში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 87-ე წუთზე შეცვალეს, ჯაბა კანკავა კი ვლადიმირ… Continue reading სლოვანმა ქამბექი კაშიას გოლით დაიწყო (ვიდეო)

ჩაკვეტაძემ სლოვაკეთში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავას სლოვანი სკალიცას ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ბოლო გოლია. 58-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტიგრან ბარსეგიანს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა და მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. ასევე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, რომლებიც თავიდან ბოლომდე გაისარჯნენ. კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო. ვლადიმირ… Continue reading ჩაკვეტაძემ სლოვაკეთში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

სირცხვილი ევროპაში, ანუ საქართველო – ჯუჯების ამხანაგი

ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი საკლუბო სირცხვილი. სულ ერთი თვეა რაც ევროპაში 2022-2023 წლების საკლუბო ევროსეზონი დაიწყო, ჩვენებისთვის კი უკვე დამთავრდა. შემოდგომას ვინღა ჩივის, საქართველოში ევრომატჩები აგვისტოშიც სანატრელი გახდა. თავად შეაფასეთ: იმ გუნდებიდან, რომლებმაც წლეულს ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა ივლისში დაიწყეს, გათამაშება მხოლოდ შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაამთავრეს და ერთი მათგანი გამოიცანით რომელია? დიახ, საქართველო… ჩემპიონი ბათუმი,… Continue reading სირცხვილი ევროპაში, ანუ საქართველო – ჯუჯების ამხანაგი

სლოვანმა გამოაცხადა: ჩაკვეტაძე ოფიციალურად!

გიორგი ჩაკვეტაძე სლოვანის ფეხბურთელია. გადაწყდა. სლოვანმა ოფიციალურად გამოაცხადა! ჩაკვეტაძე 70 ნომრით ითამაშებს. ერთწლიანი იჯარა გენტიდან… შეგახსენებთ, სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ბათუმის დინამოს შეხვდება. მატჩები 6 და 13 ივლისს გაიმართება. ჩაკვეს სლოვანში ვლადიმირ ვაისი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია დახვდნენ. ივან კმოტრიკი (სლოვანის გენერალური დირექტორი): „მეოთხე ახალწვეული გვყავს. ყველაფერს ვცდილობთ სლოვანის კიდევ უფრო… Continue reading სლოვანმა გამოაცხადა: ჩაკვეტაძე ოფიციალურად!

ჩაკვეტაძე ვაისთან, სლოვანში!

GENT, BELGIUM - DECEMBER 7 : Giorgi Chakvetadze midfielder of KAA Gent greeting the supporters after the victory during the Jupiler Pro League match between KAA Gent and SV Zulte Waregem at the Ghelamco Arena on December 07, 2019 in Gent, Belgium, 7/12/2019 ( Photo by Nico Vereecken / Photonews

ბელგიური საიტის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე, იჯარით, სლოვანში ითამაშებს. მოგეხსენებათ, ამ გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ ვაისია, რომელიც ქართველი ტალანტის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. გუნდში ასევე კიდევ ორი ქართველი – გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.   გიორგი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.   მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვანი ბათუმის დინამოს შეხვდება, სადაც თამაში ჩაკვეტაძეს უკვე შეეძლება…

აი, ინტრიგა! ბათუმის დინამოს მეტოქე გაირკვა…

ბრატისლავის სლოვანი – ეს გახლავთ ბათუმის დინამოს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბათუმელები პირველად გამოვლენ უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში. და მეტოქე იქნება სლოვაკეთის ჩემპიონი, სადაც მწვრთნელი… ვლადიმირ ვაისია და თამაშობენ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. აი, ინტრიგა! რა სამეული ქართველების წინააღმდეგ! ოღონდ, ჩვენებს 30 ივნისს უმთავრდებათ ხელშეკრულება და სავარაუდოდ, დარჩებიან სლოვანში… განმარტებისთვის: ვაისი გუნდში დარჩა.… Continue reading აი, ინტრიგა! ბათუმის დინამოს მეტოქე გაირკვა…

“ჩვენ ჩვენი რობერტო კარლოსი გვყავს – ჯაბა კანკავა” (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ, ბრატისლავას სლოვანის ფეისბუქ გვერდზე საკმაოდ საინტერესო ფოტო გავრცელდა. ფოტოზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაა და აღწერაში შემდეგი რამ აწერია – “ჩვენ ჩვენი რობერტო კარლოსი გვყავს”. შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა გურამ კაშიასთან ერთად სლოვანს წელს ზაფხულში შეუერთდა. გამოცდილმა საყრდენმა ვლადიმირ ვაისის გუნდში 25 მატჩი ჩაატარა და გოლი ჯერ არ გაუტანია. ჯაბა კანკავა საქართველოს… Continue reading “ჩვენ ჩვენი რობერტო კარლოსი გვყავს – ჯაბა კანკავა” (ფოტო)