იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში, ნაპოლი ტორინოს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, გაიტანა, შემდეგ კი ნდომბელეს გაატანინა. ქართველს მატჩში მეორე საუკეთესო შედეგი აქვს – 8.5 ქულით. პირველზე ოსიმენია – 9.4-ით, რომელსაც ფენომენალური მატჩი ჰქონდა – ორ გოლთან ერთად, მოედანზე ძალიან სასარგებლო იყო.
Tag: სპალეტი
ტორინო VS ნაპოლი – ოფიციალური შემადგენლობები…
იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში, ნაპოლი ტორინოს ეწვევა. ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
სპალეტი: „ასეთი კვარა მეტად მომწონს“
ტორინოსთან გასამართი მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე, ლუჩანო სპალეტიმ მრავალ საკითხზე ისაუბრა: მათ შორის მის მზაობაზე, რათა ნაპოლისთვის ყველფაერი გაიღოს; ნდომბელე და ელმასი შეაქო, მეტ დროს იმსახურებენო; ზიელინსკის ორივე ფეხით თამაშიც არ გამორჩენია და კვარაცხელიაზეც ისაუბრა. სწორედ ეს, ბოლო ნაწილია ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო: „ხანდახან საჭიროა კისერზე ძარღვი დაგებეროს ისე, როგორც კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა, როცა ატალანტასთან მთელი გუნდი მოატყუა. როცა ჩვენთან… Continue reading სპალეტი: „ასეთი კვარა მეტად მომწონს“
სპალეტი: გამართლებაზე არაკომპეტენტური ხალხი ლაპარაკობს
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, ნაპოლი მილანს დაუპირისპირდება. წილისყრის შემდეგ, კომენტარი ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა: “ფრანკფურტის აინტრახტთან რთული თამაში გამოგვივიდა. როდესაც ყველა ამბობს, რომ მიზანი მიღწეულია, ამ დროს ფსიქოლოგიურად ეშვები. გერმანელებთან საპასუხო მატჩის წინაც ასეთი საუბრები იყო, რასთან გამკლავებაც ჩვენთვის ადვილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა, წნეხის გარეშე ვითამაშეთ და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს… Continue reading სპალეტი: გამართლებაზე არაკომპეტენტური ხალხი ლაპარაკობს
ნაპოლიმ მოიგო – ისევ კვარა… [ვიდეო]
იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში, ნაპოლიმ ატალანტა მიიღო. ატალანტა როგორი გუნდია, ბევრი ახსნა არ სჭირდება, როგორ უყვარს მეორე ნომრად თამაში – არც ამას. გასპერინიმ ყველაფერი გადარაზა, ნაპოლი უტევდა, თუმცა გოლი არა და არ გადიოდა. როდესაც ბურთს სქოულზი მიიღებდა და მანჩესტერელი ფანები სკანდირებდნენ Shoot – ალბათ, ნაპოლის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს, თუ გოლი არ გადის, ტიფოზებმა… Continue reading ნაპოლიმ მოიგო – ისევ კვარა… [ვიდეო]
ინტერის მარცხი… რა რეაქცია ჰქონდათ ნაპოლიში?
ნაპოლის უახლოესი მდევარი, ინტერი კიდევ ერთხელ დამარცხდა, ამჯერად სპეციასთან – 1:2. სპეციას ბოლო 8 თამაში არ მოეგო, საკუთარ კედლებში კი – 17 სექტემბრის შემდეგ. პირველ ნახევარში ნერაძური უპირატესობას ფლობდა, ლაუტარომ პენალტიც გააცუდა. 54-ე წუთზე, სპეცია დაწინაურდა – ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილმა, დანიელ მალდინიმ ანგარიში გახსნა. მართალია, 83-ე წუთზე ლუკაკუმ გაათანაბრა, თუმცა, აქედან სამ წუთში, ნზოლამ… Continue reading ინტერის მარცხი… რა რეაქცია ჰქონდათ ნაპოლიში?
ნაპოლი მარადონაზე დამარცხდა – ლაციომ უშეცდომოდ ითამაშა…
იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურში, ნაპოლიმ ლაციო მიიღო. პარტენოპეი საჩემპიონო გზაზეა, ბიანკოჩელესტი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. აფიშა ისეთი იყო, ეკრანებთან ფეხბურთის გულშემატკივარს მიიზიდავდა, მით უფრო ეს გულშემატკივარი თუ ქართველია. იტალიაში ტაქტიკური ორთაბრძოლები არავის უკვირს. მაურიციო სარი ნეაპოლში ჩავიდა და სპალეტის ისე ეთამაშა, რომ მის გუნდს შეცდომა არ დაუშვია. არწივებს, გოლამდე, ერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც… Continue reading ნაპოლი მარადონაზე დამარცხდა – ლაციომ უშეცდომოდ ითამაშა…
ბანერი, რომელმაც სპალეტი ააღელვა…
ნაპოლის ისტორიული შედეგი აქვს, ისეთი, ფეხბურთის ისტორიაში იშვიათად რომ ხდება, მით უფრო – პარტენოპეისთვის. 23 ტურის შემდეგ, აძური ინტერს (მეორე ადგილოსანს) 15 ქულით უსწრებს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა, მეტოქის მოედანზე, 2:0 მოიგო და 1/4 ფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვს. ესეც, ისტორიაში პირველად. ნეაპოლში ამის გამო ყველა ბედნიერია. Castel Volturno sports centre-ის თანამშრომლებმა, შენობაზე… Continue reading ბანერი, რომელმაც სპალეტი ააღელვა…
ლობოტკა: სპალეტიმ გუნდში ეს მოიტანა…
სტანისლავ ლობოტკა ამ სეზონის ერთერთი მთავარი აღმოჩენაა. როცა ლორენცო ინსინიეს ჰკითხეს თუ ვინ გააოცა (ჩვენდა გასაკვირად, რომ ხვიჩა არ დაასახელა) ლობოტკაზე თქვა, წინა სეზონში ასეთი მაგარი არ იყო, როგორიც ახლააო. მოკლედ, ინტერვიუ სლოვაკთან – ხავისთან და ინიესტასთან შედარებები ძალიან ლამაზია და ამის გამო ამაყი ვარ. მათ ყოველთვის ვაღმერთებდი, რადგან, როგორც მე, ისინი ყოველთვის გუნდური მოთამაშეები… Continue reading ლობოტკა: სპალეტიმ გუნდში ეს მოიტანა…
“კვარაცხელია ყველაზე მეტად ფიგუს ჰგავს…”
იტალიის ნაკრების, რომას, უდინეზესა და ფიორენტინას ყოფილმა ფეხბურთელმა გაეტანო დ’აგოსტინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს შეადარა. დ’აგოსტინო ამჟამად რადიოში მუშაობს იტალიურ რადიოში მუშაობს საფეხბურთო თემებზე… „სპალეტიმ კვარაცხელია სალაჰს შეადარა? მე ფიგუს ვამგვანებ. დარტყმა, პასიც და დრიბლინგებიც. ძალიან ჰგავს. …სპალეტიმ რა გავლენა იქონია კვარაცხელიაზე? სპალეტის გუნდებში შემტევები მუდამ კარგად თამაშობენ, სივრცეებს პოულობენ. განსაკუთრებით ეს ეხებათ… Continue reading “კვარაცხელია ყველაზე მეტად ფიგუს ჰგავს…”