ჯანო ანანიძე: არსენალს ჩემი წაყვანა სურდა, თუმცა სპარტაკმა არ გამიშვა

ჯანო ანანიძემ Championat.com-თან ვრცელ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, მისი შეძენა ლონდონის არსენალს სურდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა. “ტრავმები არის მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ წავედი ევროპაში. ღამის კლუბებში გასართობად არ დავდიოდი, მუდამ პროფესიონალურად ვცხოვრობდი, თუმცა ასეთია ბედი. კარიერა კარგად დავიწყე და პირველ წლებში ჩემი წაყვანა ლონდონის არსენალს სურდა, თუმცა სპარტაკმა 5… Continue reading ჯანო ანანიძე: არსენალს ჩემი წაყვანა სურდა, თუმცა სპარტაკმა არ გამიშვა

მატჩი-ზღაპარი… როგორ მოუგო კიევის დინამომ სპარტაკს 0:2-დან (+video)

სიგიჟე კიევში, 92 000 მაყურებლის თვალწინ. კიევის დინამოსა და მოსკოვის სპარტაკის პირველი ოფიციალური დაპირისპირება საბჭოეთის მერე, დამოუკიდებელი ქვეყნების სახელით. ფაქტიურად, ეს იყო უკრაინა-რუსეთი… ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფი და თან რა ჯგუფი: პსჟ, ბაიერნი, დინამო კიევი, სპარტაკი. ეს პირველი ტური იყო. თამაში 1994 წლის 14 სექტემბერს გაიმართა. იოზეფ საბოს გაწვრთნილმა კიეველებმა 0:2-დან მოატრიალეს თამაში და მოიგეს. თან,… Continue reading მატჩი-ზღაპარი… როგორ მოუგო კიევის დინამომ სპარტაკს 0:2-დან (+video)

დისკვალიფიკაცია მოსკოვის სპარტაკს – ლაიფციგი 1/4 ფინალშია…

  უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, რუსეთმა სპორტულიც მიიღო – მოსკოვის სპარტაკი ევროპა ლიგის 1/8 ფინალიდან მოხსნეს, 1/4 ფინალში კი ლაიფციგი ითამაშებს. სპორტული თვალსაზრისით, ლაიფციგის 1/4 ფინალში უთამაშებლად გასვლა სამართლიანი არ არის, თუმცა რუსეთი, ამგვარი პოლიტიკით, ცივილურ სამყაროსგან იზოლირებას იმსახურებს…