სპინას მყესი გაუმთელეს

იტალიის ნაკრებისა და რომას მარცხენა მცველმა, 28 წლის ლეონარდო სპინაცოლამ, წარმატებით გადაიტანა დაშავებული აქილევსის მყესის ოპერაცია და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ათვლა დაიწყო. მომავალ შეხვედრამდე.“ ექიმები ამბობენ, რომ სპინაცოლა მინდორს დაახლოებით ნახევარ წელიწადს ვერ დაუბრუნდება. ეს ძალიან ცუდი სიახლე იყო რომას ახალი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიოსთვის. და რა თქმა უნდა, იტალიის ნაკრების თავკაც რობერტო მანჩინისთვის.… Continue reading სპინას მყესი გაუმთელეს

როგორ ამხნევებს სპინაცოლას ნაკრები [ვიდეო]

იტალიის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა, თუმცა ეს ძვირად დაუჯდა – “აძურის” ერთერთი წამყვანი მოთამაშე, სპინაცოლა დაშავდა და ევრო2020-ში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.   იტალიის ნაკრები ფეხბურთელს თვითმფრინავში ასე ამხნევებს  

დამსახურებული გამარჯვება! – იტალიამ ბელგია დაამარცხა! [ვიდეო]

ევრო 2020-ის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, იტალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა. მიუნხენის “ალიანც არენაზე” დიდებული შეხვედრა ვიხილეთ, უმაღლესი ოსტატობა, ორმხრივი იერიშები, სადაც უკეთესი “აძური” იყო. პირველ ნახევარში, ბონუჩიმ გაიტანა, თუმცა VAR-მა ეს ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. რაც შეეხება პირველ ჩათვლილ გოლს, ის ბარელას ანგარიშზეა, რომელმაც გვერდი სამ ფეხბურთელს აუარა და კურტუას აუღებელი დაურტყა. ინსინიეს გოლიც ულამაზესი… Continue reading დამსახურებული გამარჯვება! – იტალიამ ბელგია დაამარცხა! [ვიდეო]