ევროპა ლიგის 1/4 ფინალების წილისყრა გაიმართა, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: მანჩესტერი – სევილია იუვენტუსი – სპორტინგი ლევერკუზენი – როიალ უნიონი ფეიენოორდი – რომა 1/2-ში, მანჩესტერისა და სევილიას გამარჯვებული, იუვენტუსისა და სპორტინგის გამარჯვებულს შეხვდება.
Tag: სპორტინგი
გოლი ცენტრიდან – რამსდეილს ასე გაუტანეს [ვიდეო]
ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში, არსენალმა სპორტინგი მიიღო და პენალტების სერიაში დამარცხდა. როდესაც ანგარიში 1:0 იყო, პედრუ გონსალვეშმა სეზონის ერთერთი ყველაზე მაგარი გოლი გაიტანა… იხილეთ ვიდეო
ევროპალიგაზე დაწყვილდნენ – კარგი თამაშები გველოდება…
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური წილისყრა გაიმართა, სადაც რამდენიმე კარგი დაპირპისპირება გველოდება: არსენალი Vs სპორტინგი; რომა Vs სოსიედადი; მანჩესტერი Vs ბეტისი…
ტოტენჰემი სპორტინგის მცველს იმატებს
ტოტენჰემი სპორტინგს 23 წლის მცველის, პედრო პოროს ტრანსფერის თაობაზე უთანხმდება. თავად ფეხბურთელთან ლონდონურმა კლუბმა უკვე მოილაპარაკა. ახლა გასარკვევი გარიგების თანხაღაა. ტოტენჰემს ლისაბონელთათვის დაახლოებით 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. თუმცა გადახდის ვადა შეიძლება სამ ან ოთხ ნაწილად გაიყოს. მიმდინარე სეზონში პორომ ყველა ტურნირში სპორტინგის მაისურით 25 მატჩი გამართა, ოთხი ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.
რონალდუს დედა: ჩემი შვილი სპორტინგში? ის თუ არა…
კრიშტიანუ რონალდუს დედამ თქვა, რომ მისი ვაჟი ფეხბურთს 40 წლის ასაკამდე ითამაშებს. დოლორეს ავეირუ ლისაბონში იყო, სადაც შვილის სპორტინგში დაბრუნებაზეც ისაუბრა „თუ რონალდუ სპორტინგში არ გადავა, მაშინ ამას მისი ვაჟი – კრიშტიანუ ჯუნიორი გააკეთებს. გპირდებიათ. ამ წელს ტრანსფერი ვერ მოხდება, ეს მომავლის პერსპექტივაა. ღმერთმა ქნას, ადრე თუ გვიან, ასე იქნება,“ – თქვა მანჩესტერის ფორვარდის დედამ.… Continue reading რონალდუს დედა: ჩემი შვილი სპორტინგში? ის თუ არა…
ვინ გამოიმუშავა მეტი?
2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. უკვე შეგვიძლია ის გუნდები დავასახელოთ, ვინც ყველაზე მეტი გამოიმუშავა 1) აიაქსი – 216.2 მილიონი ევრო. 2) სიტი – 159.9 3) ბენფიკა – 127.3 4) სპორტინგი – 119.8 5) მონაკო – 117 6) ბრაიტონი – 113.9 7) ლიდსი – 108.2 8) ბაიერნი – 104.4 9) იუვენტუსი 103.2 10) ლილი –… Continue reading ვინ გამოიმუშავა მეტი?
სპორტინგმა რონალდუს უფულოდ დაუძახა
ლისაბონის სპორტინგმა კრიშტიანუ რონალდუს წინადადებით მიმართა. მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელი სწორედ ამ კლუბის აღზრდილია. მანჩესტერ იუნაიტედში ის დიდი ალბათობით, აღარ დარჩება, წინადადებები სხვა კლუბებიდან არ ჩანს. სპორტინგს კი სურს კრიშტიანუს დაბრუნება, მაგრამ კონტრაქტის გამოსასყიდი ფული არ აქვს. ამიტომ სხვადასხვა გზებს ეძებს ვითარების მოსაგვარებლად. შეგახსენებთ, რომ რონალდუ სპორტინგის აკადემიის აღზრდილია, ორი სეზონის განმავლობაში კი პირველ გუნდში… Continue reading სპორტინგმა რონალდუს უფულოდ დაუძახა
ბიჭი საცხობიდან
ვულვერჰემპტონის რეკორდული ახალშენაძენი მათეუს ნუნიესი რამდენიმე წლის წინათ თავისი ოჯახის პურის საცხობში მუშაობდა, ახლა კი ვარსკვლავად ყალიბდება. ვულვზმა ლისაბონის სპორტინგს მასში 42 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ნუნიესზე დიდ იმედებს ამყარებენ, აკი პორტუგალიის ნაკრებშიც გამოიძახეს. მათეუსის მამინაცვალი პორტუგალიელი გახლდათ, დედა – ბრაზილიელი. ბიჭი 13 წლის იყო, როცა ისინი რიოდან ლისაბონში ჩავიდნენ. მამინაცვალი მას შემდეგ აღარ უნახავს, დედა… Continue reading ბიჭი საცხობიდან
არც სპორტინგში… “ერთი დღე მაინც გავიდეს, რომ ჩემზე არ დაწეროთ”
სად გადავა კრიშტიანუ რონალდუ? ახალ-ახალი ვარიანტები ჩნდება. ლისაბონის სპორტინგზეცაა საუბარი – იქ, სადაც დაიწყო კარიერა. The Athletic-ის ცნობით, რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში სპორტინგის ხელმძღვანელობას შეხვდა, მაგრამ მწვრთნელი რუბენ ამორიმი ტრანსფერის წინააღმდეგია. ამორიმი შიშობს, რომ რონალდუს მისვლა სხვა ფეხბურთელებს დაჩრდილავს, ტაქტიკა აირევა და თამში ვერ დალაგდება. რუბენ ამორიმი 1985 წელსაა დაბადებული, ისევე როგორც რონალდუ. ისინი… Continue reading არც სპორტინგში… “ერთი დღე მაინც გავიდეს, რომ ჩემზე არ დაწეროთ”
ქართველი სპორტინგში… და უეფას ახალგაზრდულ ლიგაშიც
პაპუნა ბერუაშვილზე მარტში დავწერეთ, რომ თბილისის დინამოდან ლისაბონის სპორტინგის სტრუქტურაში გადავიდა. ბერუაშვილი 18 წლის მეკარეა და სპორტინგში ვარჯიშობს. Abola.pt, Record.pt – პორტუგალიური საიტებიც წერენ და შევიტყვეთ, რომ ივლისიდან კონტრაქტს გააფორმებს. ბერუაშვილი ახალი სეზონიდან სპორტინგის ბ გუნდში, ან 23-წლამდელებში ითამაშებს. და კიდევ, სპორტინგი უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე გამოვა და დიდი შანსია, პაპუნას იქაც მოუწიოს თამაში. ასაკით უწევს.… Continue reading ქართველი სპორტინგში… და უეფას ახალგაზრდულ ლიგაშიც