ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ის ჩემპიონია

მელბურნში დასრულდა 2023 წლის პირველი დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობის, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:3 7:6 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს და კარიერაში მეათედ მოიგო Australian Open. შეხვედრის სტარტი ნოვაკს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. სერბმა ჩოგბურთელმა უპრობლემოდ შეინარჩუნა 3 გეიმიანი ჰანდიკაპი და 38 წუთში პირველი სეტიც მოიგო… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ის ჩემპიონია

ATP FINALS-ის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

იტალიის ქალაქ ტურინში დასრულდა ATP FINALS-ის ჯგუფური ეტაპი და ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა. წითელი ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ანდრეი რუბლიოვმა 3:6 6:3 6:2 სძლია სტეფანოს ციციპასს და პლეიოფის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი ბერძენს უკეთესი გამოუვიდა – სტეფანოსმა მეოტხე გეიმში შეასრულა ბრეიკი და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე – 6:3. მეორე პარტიის საწყისი 6 გეიმის განმავლობაში ორივე… Continue reading ATP FINALS-ის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

ჯოკოვიჩმა პლეიოფის საგზური მოიპოვა

იტალიის ქალაქ ტურინში გრძელდება ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. წითელ ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები ჩატარდა და გაირკვა, რომ ჯოკოვიჩი პლეიოფში ითამაშებს, ხოლო მედვედევი პულში ჩარჩება. დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა. ორივე ჩოგბურთელს მოგებული ქონდა პირველი ტურის მატჩი, ასე რომ მათ შორის გამარჯვებული პლეიოფში გადიოდა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი… Continue reading ჯოკოვიჩმა პლეიოფის საგზური მოიპოვა

ჯოკოვიჩმა ციციპასი მეათედ დაამრცხა

წლის შემაჯამებელ ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო ნოვაკ ჯოკოვიჩმა. წითელი ჯგუფის მატჩშის რანგში  – სერბმა ჩოგბურთელმა  6:4 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს. შეხვედრის სტარტი ნოვაკს იდეალური გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და მალევე ორგეიმიანი უპირატესობაც მოიპოვა. ბერძენი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და მაღალი ტექნიკური წუნის ფონზე ვერაფრით შეძლო თუნდაც ბრეიკპოინტამდე მისვლა. ჯოკოვიჩმა მშვიდად მიიყვანა პარტია ლოგიკურ… Continue reading ჯოკოვიჩმა ციციპასი მეათედ დაამრცხა

ბორნამ ციციპასი მესამედ დაამარცხა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/8 ფინალურ სტადიაზე ბორნა ჩორიჩმა ურთულეს ბრძოლაში 4:6 6:4 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტზე ბერძენ ჩოგბურთელს ორი ბრეიკპოინტი გააჩნდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შეძლო. მომდევნო 8 გეიმის განმავლობაში მეტოქეები იოლად იგებდნენ საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა მეათე გეიმში ბორნას ჩავარდნა დაეწყო – დათმო საკუთრი… Continue reading ბორნამ ციციპასი მესამედ დაამარცხა

ნოვაკ ჯოკოვიჩის 90-ე ტიტული

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:3 6:4 სძლია სტეფანოს ციციპასს და კარიერაში 90-ე ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. სეტის მეორე ნახევრიდან ჯოკოვიჩმა პრესინგი გაზარდა მეტოქეზე და ამან შედეგი მალევე გამოიღო – სერბმა ბრეიკი შეასრულა და მალე სეტიც მოიგო 6:3.… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩის 90-ე ტიტული

სტეფანოს ციციპასმა შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა გაინაღდა

მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანმა – სტეფანოს ციციპასმა გაინაღა 2022 წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა. წინა წლის მსგავსად, სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ამჯერადაც იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება 13-20 ოქტომბერს. წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯამში 8 საუკეთესო ჩოგბურთელი იასპარეზებს (2022 წელს მოპოვებული ქულები დაჯამდება და იმის მიხედვით), 4 მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია: რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი, კასპერ რუუდი, სტეფანოს ციციპასი.… Continue reading სტეფანოს ციციპასმა შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა გაინაღდა

US OPEN-ის სენსაციური დასაწყისი

ნიუ-იორკში სტარტი აიღო US OPEN-ის რიგით 142-ე გათამაშებამ. ამერიკის ღია პირველობის პირველივე სათამაშო დღე სენსაციებით დატვირთული გამოდგა – ტურნირს გამოეთიშნენ სტეფანოს ციციპასი და ტეილორ ფრიცი. სტეფანოს ციციპასი მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანია და ტურნირის მოგების ერთერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა ბერძენმა ჩოგბურთელმა მოულოდნელი ფიასკო განიცადა გალან რივეროსთან. ბერძენმა ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა და საწყისი 2 სეტი უშანსოდ… Continue reading US OPEN-ის სენსაციური დასაწყისი

მედვედევის 11 ორმაგი შეცდომა და მარცხი ციციპასთან

ამერიკის ქალაქ ცინცინატიში დასასრულს უახლოვდება ATP-ის მასტერსი. ტურნირის 1/2 ფინალურ სტადიაზე, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა დანილ მედვედევმა 6:7 6:3 3:6 წააგო სტეფანოს ციციპასთან და ასპარეზობას გამოეთიშა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 7:3-ია მედვედევის სასარგებლოდ. მატჩის მიმდინარეობისას რუსმა ჩოგბურთელმა 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 2022 წელს, რუსმა ჩოგბურთელმა 46 გამართულ მატჩში უკვე 277 ორმაგი შეცდომა დაუშვა. დანილმა… Continue reading მედვედევის 11 ორმაგი შეცდომა და მარცხი ციციპასთან

ციციპასმა ბალახის საფარიანი ტურნირი პირველად მოიგო

ესპანეთის ქალაქ მალიორკაში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომლის ფინალშიც სტეფანოს ციციპასმა 6:4 3:6 7:6 დაამარცხა რობერტო ბაუტისტა აგუტი და კარიერაში მეცხრე ტიტული მოიგო. მატჩი საკმაოდ დაძაბული და რთული გამოდგა. ბერძენმა პირველ პარტიაში 6:4 იმარჯვა, მეორეში კი 3:1 დაწინაურდა და თითქოს მარტივად უნდა მიეყვანა საქმე საბოლოო გაგამარჯვებამდე, თუმცა ნაადრევად მოდუნდა – ზედიზედ 5 გეიმი წააგო… Continue reading ციციპასმა ბალახის საფარიანი ტურნირი პირველად მოიგო