ენდი მარეიმ ტოპ 5-ის ჩოგბურთელი დაამარცხა

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/4 ფინალური მატჩი ენდი მარეის და სტეფანოს ციციპასს შორის. მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ჩოგანს ბალახზე თამაში ყოველთვის კარგად გამოსდიოდა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა. პირველი სეტი აბსოლიტურად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა საკუთარ გეიმებს და ტაიბრეიკის დანიშვნაც ლოგიკური ჩანდა. მე-12 გეიმში ენდიმ… Continue reading ენდი მარეიმ ტოპ 5-ის ჩოგბურთელი დაამარცხა

თქვენ გელოდებათ ვალჰალა

პარიზში გრძელდება როლან გაროსი. ტურნირის პირველი წრის ყველაზე საინტერესო და დრამატული დაპირისპირება ლორენცო მუზეტისა და სტეფანოს ციციპასს შორის შედგა. ბერძენმა ჩოგბურთელმა შეხვედრაში შესანიშნავი სტარტი აიღო – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. იტალიელი დროულად გამოფხიზლდა – ჯერ მეშვიდე გეიმში უპასუხა მეტოქეს უკუბრეიკით, მე-11 გეიმში კი კიდევ ერთხელ აიღო სტეფანოსის ჩაწოდება და მალე სეტიც თავის სასარგებლოდ… Continue reading თქვენ გელოდებათ ვალჰალა

ჯოკოვიჩმა 38-ე მასტერსი მოიგო

იტალიის დედაქალაქ რომში დასრულდა ATP-ის მორიგი მასტერსი. ფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:0 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს და კარიერაში 87-ე ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი სერბ ჩოგბურთელს იდეალური გამოუვიდა – პირველივე გეიმში აიღო მეტოქის ჩაწოდება და ანგარიშში დაწინაურდა. ნოვაკი აღებული ტემპის დაგდებას არ აპირებდა და უბრალოდ ანადგურებდა მოწინააღმდეგეს. 30 წუთში ანგარიში ანგარიში უკვე 6:0 იყო ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.… Continue reading ჯოკოვიჩმა 38-ე მასტერსი მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩის მეათასე გამარჯვება

რომის მასტერსის ნახევარფინალურ სტადიაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:4 6:3 სძლია კასპერ რუუდს და ფინალის საგზური მოიპოვა. სერბმა პროფესიონალურ კარიერაში საიუბილეო, მე-1000 გამარჯვება იზეიმა და ჩოგბურთის ღია ერაში გახდა რიგით მეხუთე მოთამაშე, რომელმაც 1000 გამარჯვებიან ნიშნულს მიაღწია. საინტერესო ფაქტები – ნოვაკი 1000 გამარჯვება   ნოვაკამდე 1000 გამარჯვება 4 ჩოგბურთელმა მოიპოვა – რაფაელ ნადალი (1051), ივან ლენდლი (1068),… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩის მეათასე გამარჯვება

ალკარასს რეიტინგის ტოპ 10-ში დებიუტი ექნება

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/4 ფინალურ ეტაპზე კარლოს ალკარასმა 6:4 5:7 6:2 სძლია სტეფანოს ციციპასს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-9 გეიმში ბერძენს მოულოდნელად “ჩავარდნა” დაეწყო, რაც იდეალურად გამოიყენა ესპანელმა – ჯერ ბრეიკი შეასრულა, შემდეგ გეიმში კი უპრობლემოდ მოიგო სეტიც… Continue reading ალკარასს რეიტინგის ტოპ 10-ში დებიუტი ექნება

ნიკოლოზ ბასილაშვილის “ესპანური ბადე” ბარსელონაში

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა.  Barcelona Open Banc Sabadell-ზე მონაწილეობას იღებს ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეცხრე ნომრად გახლავთ განთესილი და პირველ წრეში ისვენებს. მეორე რაინდში ნიკას მეტოქე ტურნირზე ვაილდ ქარდით მოხვედრილი ხაიმე მუნარი იქნება. მსოფლიო რეიტინგში 101-ე საფეხურზე მყოფმა ესპანელმა ტურნირის პირველ წრეში არტურ რინდერნეხს მოუგო 6:2 6:4. თუ ბასილაშვილი… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილის “ესპანური ბადე” ბარსელონაში

ციციპასმა მონტე კარლოს მასტერსი ზედიზედ მეორედ მოიგო

მონაკოში დასრულდა მონტე კარლოს მასტერსი. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში სტეფანოს ციციპასმა 6:3 7:6 სძლია ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას და შარშან მოგებული ტიტული წელსაც დაიცვა. შეხვედრის სტარტი ფოკინას უკეთესი გამოუვიდა – მესამე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 2:1 დაწინაურდა. ესპანელმა ეს ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნა – სტეფანოსმა მომდევნო გეიმში მშრალი ანგარიშით მოიგო ესპანელის ჩაწოდება და წონასწორობა აღადგინა.… Continue reading ციციპასმა მონტე კარლოს მასტერსი ზედიზედ მეორედ მოიგო

ციციპასმა შვარცმანს საოცარი მატჩი მოუგო

მონაკოს სამეფოში გრძელდება მონტე კარლოს მასტერსი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური დაპირისპირება სტეფანოს ციციპასს და დიეგო შვარცმანს შორის. შეხვედრის სტარტი ბერძენს ბრწყინვალე გამოუვიდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სოლიდური ანგარიშით დაწინაურდა. არგენტინელი გვიან გამოფხიზლდა – ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა სეტი ვერ გადაარჩინა 2:6. მეორე პარტიის საწყის გეიმებშიც სტეფანოსის უპირატესობა გახლდათ – კიდევ ერთხელ… Continue reading ციციპასმა შვარცმანს საოცარი მატჩი მოუგო

ფაბიო ფონინი ტოპ 50-დან გავარდება

მონაკოს სამეფოში გრძელდება ATP-ის მასტერსი. მონტე კარლოს ტურნირის მეორე წრეში ერთმანეთს ტურნირის ორი უკანასკნელი ჩემპიონი ხვდებოდა: ფაბიო ფონინი (2019) და სტეფანოს ციციპასი (2021). სამწუხაროდ შოუ არ შედგა… იტალიელმა უშანსოდ წააგო ბერძენთან 3:6 0:6 და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრა სტეფანონის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც საწყისი 3 გეიმი მოიგო და 3:0 დაწინაურდა. ფაბიო დროულად გამოფხიზლდა – სასწრაფოდ შეასრულა უკუბრეიკი… Continue reading ფაბიო ფონინი ტოპ 50-დან გავარდება

ნადალის დამაჯერებელი გამარჯვება მედვედევთან

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში დასასრულს უახლოვდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ნახევარფინალურ სტადიაზე ერთმანეთს დანილ მედვედევი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ესპანელმა რუსი მეტოქე 6:3 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი რაფას უკეთესი გამოუვიდა, რომელიც რეგულარულად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე მეტოქის ჩაწოდებაზე. ესპანელმა მე-4 გეიმში ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. მიუხედავად მედვედევის მცდელობისა, რუსმა ჩოგბურთელმა უკუბრეიკის… Continue reading ნადალის დამაჯერებელი გამარჯვება მედვედევთან