“გოლდენ სტეიტის” იოლი გამარჯვება “დალასთან”

NBA-ში სტარტი აიღო დასავლეთ კონფერენციის ფინალურმა სტადიამ. საპლეიოფო სერიის პირველ მატჩში “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “დალასს” და მეტოქე საკმაოდ მარტივად 112-87 დაამარცხა. შეხვედრის სტარტზე სროლები არ წაუვდიათ ვორიორზის ლიდერებს –  კლეი ტომფსონს და სტეფ კარის. სამაგიეროდ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ენდრიუ ვიგინსი, რომელმაც როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. “დალასის” შეტევითი ტაქტიკა მარტივი გასაშიფრი… Continue reading “გოლდენ სტეიტის” იოლი გამარჯვება “დალასთან”

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალშია

დაძაბული და საინტერესო გამოდგა საპლეიოფო დაპირისპირება “გოლდენ სტეიტსა” და “მემფისს” შორის. მეექვსე მატჩში “ვორიორზმა”  საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ჯა მორანტის გარეშე დარჩენილ “გრიზლის” და მეტოქე 110-96 დაამარცხა. “გოლდენ სტეიტმა” საპლეიო სერია 4-2 მოიგო და კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც ფინიქს/დალასს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 42 წუთის განმავლობაში პარკეტზე აბსოლიტურად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, 13 ჯერ შეიცვალა ლიდერი, არაერთხელ დაფიქსირდა… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალშია

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტი” აგრძელებს წარმატებულ სვლას დასავლეთ კონფერენციის ფინალისკენ. ნახევარფინალური სტადიის, სერიის მეოთხე მატჩში “ვორიორზმა” საკუთარ მოედანზე 101-98 სძლია “მემფისს”, 3-1 დაწინაურდა და ერთადერთი გამარჯვება სჭირდება, რათა ფინალის საგზური მოიპოვოს. მეოთხე შეხვედრას ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა – პირადი პრობლემების გამო მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ტოვებდა მატჩს, ხოლო სტუმრებს მთავარი ვარსკვლავი – ჯა მორანტი დააკლდათ… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტმა” “მემფისთან” გამარჯვება “მოიპარა”

MEMPHIS, TN - MAY 1: Jordan Poole #3 hi-fives Stephen Curry #30 of the Golden State Warriors during Game 1 of the 2022 NBA Playoffs Western Conference Semifinals on May 1, 2022 at FedExForum in Memphis, Tennessee. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2022 NBAE (Photo by Joe Murphy/NBAE via Getty Images)

NBA-ში სტარტი აიღო პლეიოფის მეორე სტადიამ – კონფერენციის ნახევარფინალებმა. რეგულარულში მეორე ადგილზე გასულმა “მემფისმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “გოლდენ სტეიტს” და დრამატულ ბრძოლაში 116:117 დამარცხდა. შეხვედრის სტარტი “გრიზლის” უკეთესი გამოუვიდა – გუნდის ლიდერმა ჯა მორანტმა 2 შორეული სამქულიანი ჩააგდო და მასპინძლები 6 ქულიანი სხვაობით დააწინაურა. “გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში “დაბალი” ხუთეული დააყენა, რითაც მეტოქეს… Continue reading “გოლდენ სტეიტმა” “მემფისთან” გამარჯვება “მოიპარა”

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ნახევარფინალშია

საპლეიო სერიის მეხუთე შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” სტეფ კარის 30 ქულის წყალობით 102-98 დაამარცხა “დენვერი” და კონფერენციის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, ნიკოლა იოკიჩი და მისი “ნაგეთსი” კი საპლეიოფო ბატალიებს ემშვიდობებიან. საწყისი 30 წუთის განმავლობაში “დენვერი” ნიკოლა იოკიჩის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე(30 ქულა+19 მოხსნა+8პასი) საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა CHASE CENTER-ში. როგორც კი სერბმა ცენტრმა მეოთხე პერსონალური ფოლი მიიღო და სათადარიგოთა… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ნახევარფინალშია

NBA-ს პლეიოფი დაიწყო

NBA-ში სტარტი აიღო ყველაზე უფრო საინტერესო ეტაპმა – პლეიოფმა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების 8-8 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს ჩემპიონის ტიტულისთვის. “დალასი”(4) საკუთარ არენაზე მასპინძლობდა “იუტას”(5). პირველად 2011 წლის შემდეგ “მავერიქსს” საკუთარი მოედნის უპირატესობა გააჩნია პლეიოფის ეტაპზე, თუმცა ეს ჰანდიკაპი პირველივე მატჩში დაკარგა… ლუკა დონჩიჩი ტრავმირებულია და მას საწყისი 2 შეხვედრის გამოტოვება უწევს, მის გარეშე კი “დალასი”… Continue reading NBA-ს პლეიოფი დაიწყო

სტეფ კარი პლეიოფისთვის ბრუნდება, დონჩიჩის გამოჯანმრთელება ჭიანურდება

“გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელმა სტეფ კარიმ მიღებული ტრავმის შემდეგ მოახერხა გამოჯანმრთელება და ხუთშაბათს, ვარჯიშის დროს ორმხრივ თამაშში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს სტეფმა ფეხის ტერფის ტრავმა მიიღო და სრულფასოვანი ვარჯიში გუშინღა შეძლო. ESPN-ის ინფორმაციით, “გოლდენ სტეიტის” სამწვრთნელო შტაბში ოპტიმისტური განწყობაა და იმედი აქვთ, რომ კარი პლეიოფის პირველივე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას “დენვერის” წინააღმდეგ. “ორმხრივი ვარჯიშის შემდეგ… Continue reading სტეფ კარი პლეიოფისთვის ბრუნდება, დონჩიჩის გამოჯანმრთელება ჭიანურდება

2010-იანების NBA-ს 5 საუკეთესო კალათბურთელი

LOS ANGELES, CA - MARCH 5: LeBron James #6 of the Los Angeles Lakers high fives Stephen Curry #30 of the Golden State Warriors after the game on March 5, 2022 at Crypto.Com Arena in Los Angeles, California. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and/or using this Photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2022 NBAE (Photo by Andrew D. Bernstein/NBAE via Getty Images)

პოპულარულმა საერთაშორისო გამოცემა Associated Press-მა დაასახელა 2010-იანი წლების NBA-ს 5 საუკეთესო კალათბურთელი. AP-ის ვერსიით, გასული დეკადის 5 საუკეთესო კალათბურთელი ასე გამოიყურება: სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), კევინ დურანტი (ბრუკლინი), ჯეიმს ჰარდენი (ფილადელფია), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), დირკ ნოვიცკი (დალასი). NBA-ს ყველა დროის საუკეთესო სნაიპერად აღიარებულმა სტეფ კარიმ 2010-2019 წლებში “გოლდენ სტეიტთან” ერთად სამი ჩემპიონობა მოიპოვა (2015, 2017,… Continue reading 2010-იანების NBA-ს 5 საუკეთესო კალათბურთელი

ლებრონ ჯეიმსი:”სტეფ კარის თანაგუნდელი სიამოვნებით ვიქნებოდი”

“ლეიკერსის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ისაუბრა იმ კალათბურთელებზე, ვისთან ერთადაც ნატრულობს ერთ გუნდში თამაშს. “ბრონი – ჩემს სიაში პირველი კალათბურთელია(ლებრონის შვილი), ვის გვერდითაც ვისურვებდი თამაშს. ცოტა ხნის წინ მე მას ვკითხე:”რატომ გინდა რომ პროფესიონალი კალათბურთელი გახდე? მან მიპასუხა:”მე მინდა საკუთარი დინასტია და ბრენდი შევქმნა”. მე მას დაბადებისას “ლებრონ ჯეიმს უმცროსი” დავარქვი, მან კი სახელი გადაირქვა და… Continue reading ლებრონ ჯეიმსი:”სტეფ კარის თანაგუნდელი სიამოვნებით ვიქნებოდი”

მინესოტელმა მგლებმა “გოლდენ სტეიტი” შეჭამეს

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მინესოტამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ლიგის ერთერთ საუკეთესო გუნდ “გოლდენ სტეიტს”. “თიმბერვულვზის” ლიდერმა კარლ ენტონი თაუნსმა “ვორიორზს” 39 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი 129-114 იმარჯვა. ორივე კლუბი დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს – მასპინძლებს მუხლის ტრავმის გამო არ ყავდათ ენტონი ედვარდსი, ხოლო სტუმრებს სხვადასხვა ტიპის დაზიანების გამო კლეი ტომფსონი, ნემანია ბიელიცა, დრაიმონდ… Continue reading მინესოტელმა მგლებმა “გოლდენ სტეიტი” შეჭამეს