ემბიდის და ჰალიბარტონის ბრძოლა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის 2 გუნდი დაუპირისპირდა “ინდიანა” და “ფილადელფია”. “პეისერზი” მასპინძელი გახლდათ, თუმცა მიუხედავად ამ ფაქტორის უხვქულიანი შეხვედრა 143:147 დათმო. მატჩი ორი კალათბურთელის შოუდ იქცა – “ინდიანას” რიგებიდან ტაირიზ ჰალიბარტონი ბრწყინავდა, ხოლო “ფილადელფიადან” ჯოელ ემბიდი. “პეისერზის” გამთამაშებელმა პარკეტზე 37 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 40 ქულა, 16 პასი, 3… Continue reading ემბიდის და ჰალიბარტონის ბრძოლა

გოგა ბითაძის 8 ქულა “სან ანტონიოსთან”

“ინდიანა” აგრძელებს წარუმატებელ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. რიკ კარლაილის გაწვრთნილი გუნდი დასავლეთ კონფერენციის ერთერთ უსუსტეს გუნდ “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 134:137 დამარცხდა. მატჩი ინდიანაპოლისში, “პეისერზის” საშანო არენაზე იმართებოდა და Gainbridge Fieldhouse-ში მისული გულშემატკივარი საკუთარი გუნდის გამარჯვებას ელოდა, თუმცა მასპინძლებმა საშინელი დაცვა ითამაშეს და სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი დათმეს. კარლაილმა ბითაძე 18… Continue reading გოგა ბითაძის 8 ქულა “სან ანტონიოსთან”

გოგა ბითაძის 10 წუთი “ვაშინგტონთან”

NBA-ს 2022/23 წლების სეზონში სადებიუტო შეხვედრა გამართა “ინდიანა პეისერზმა”. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ვაშინგტონს” და დაძაბულ ბრძოლაში 107:114 დამარცხდა. გოგა ბითაძე პარკეტზე მეორე ხუთეულიდან შემოვიდა და 10 წუთი ითამაშა(მაილს ტერნერია ტრავმირებული). ამ დროის განმავლობაში ქართველი ცენტრი საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა – 0 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. გოგამ თამაშიდან… Continue reading გოგა ბითაძის 10 წუთი “ვაშინგტონთან”

ბითაძის უხვი მოსავალი „მინესოტასთან“

სატრანსფერო „დედლაინზე“ განხორციელებული გაცვლების შედეგად გოგა ბითაძე „ინდიანას“ ძირითადი ხუთეულის კალათბურთელი გახდა. ქართველი ცენტრი ბოძებულ შანსს მშვენივრად იყენებს და მან ეს „მინესოტასთან“ გამართულ მატჩშიც დაამტკიცა – 19 წუთში 7 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება ქონდა. შეხვედრის სტარტი მასპინძელ „ინდიანას“ უკეთესი გამოუვიდა – ბითაძის და ჰალიბარტონის კარგი… Continue reading ბითაძის უხვი მოსავალი „მინესოტასთან“

დომანტას საბონისმა „ინდიანა“ დატოვა

„ინდიანა პეისერზში“ დიდი გადანაცვლებებია. კლუბმა დიდი ტრეიდი განახორციელა „საკრამენტო კინგზთან“, რის შედეგადაც გუნდებმა ერთმანეთში მოთამაშეები გაცვალეს. „ინდიანამ“ „საკრამენტოში“ გააგზავნა ცენტრი დომანტას საბონისი (25 წლის, 211 სმ), მსუბუქი ფორვარდი ჯერემი ლემბი (29 წლის, 196 სმ) და უკანახაზელი ჯასტინ ჰოლიდეი (32 წლის, 198 სმ), ასევე დათმო 2027 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკი. „კინგზიდან“ „პეისერზში“ სათამაშოდ წამოვიდნენ –… Continue reading დომანტას საბონისმა „ინდიანა“ დატოვა