ჯეიკ პოლისა და ტომი ფიურის ბრძოლა აგვისტოსთვის ჩაინიშნა

კრივის ახალგაზრდა ვარსკლავების, ჯეიკ პოლისა და ტაისონ ფიურის ძმის, ტომი ფიურის ბრძოლა ხელახლა ჩაინიშნა. ისინი ერთმანეთს გასულ წელს უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა ტომი ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა. ტომის მაგივრად ჯეიკი ტაირონ ვუდლის მეორედ შეხვდა და ნოკაუტით დაამარცხა. ეს ამერიკელისთვის კრივის კარიერაში მე-5 გამარჯვება იყო. ჯეიკი, როგორც მოკრივე, დღითიდღე იზრდება და ვითარდება. ასე რომ, ის შეხედულება, რომ… Continue reading ჯეიკ პოლისა და ტომი ფიურის ბრძოლა აგვისტოსთვის ჩაინიშნა

ფიური: რონალდუს დარჩენა ნეგატიური შეიძლება გამოდგეს…

მსოფლიო ჩემპიონმა კრივში, ტაისონ ფიურიმ მანჩესტერ იუნაიტედში რონალდუს ამჟამინდელ კარიერაზე ისაუბრა „რონალდუს დარჩენა დიდებული იქნება, თუმცა ასეთი თეორიაც არსებობს: რონალდუს გარეშე მანჩესტერი მეორეზე გავიდა, რონალდუსთან ერთად – მეექვსეზე. ხალხი იტყვის: „მისი ოცი გოლის გარეშე უფრო დაბლა ვიქნებოდით“, მაგრამ სანამ კრიშტიანუ მოვიდოდა, წინა სეზონში, უკეთესი შედეგი დავაფიქსირეთ. გუნდს როდესაც რონალდუს კლასის სუპერვარსკვლავი ჰყავს, ყველა მასზეა დამოკიდებული, როცა… Continue reading ფიური: რონალდუს დარჩენა ნეგატიური შეიძლება გამოდგეს…

ასე გამოიყურება ტაისონ ფიური ოქტაგონზე [VIDEO]

თანამედროვე კრივის ლეგენდამ, ტაისონ ფიურიმ კარიერაში 32-ე გამარჯვება რამდენიმე დღის წინ, დილან უაითის წინააღმდეგ მოიპოვა. ბრიტანელმა მოკრივემ დაპირისპირებამდე თქვა, რომ ეს მისი ბოლო ბრძოლა იქნებოდა კრივში. მართალია, ოფიციალურად ჯერ კარიერა არ დაუსრულებია, თუმცა ფიური ამის შესახებ აქტიურად საუბრობს. მიუხედავად ამისა, ბოშათა მეფე მაინც გეგმავს სუპერ ბრძოლას UFC-ს მძიმე წონის ჩემპიოის, ფრენსის ნგანუს წინააღმდეგ. მისი თქმით,… Continue reading ასე გამოიყურება ტაისონ ფიური ოქტაგონზე [VIDEO]

ტაისონ ფიურის უხერხული კითხვა რინგზე ამოსულ ნგანუს [VIDEO]

ორიოდე დღის წინ, მძიმე წონის ლეგენდამ, დაუმარცხებელმა ტაისონ ფიურიმ კარიერაში 32-ე გამარჯვება დილან უაითის წინააღმდეგ მოიპოვა. ბოშათა მეფემ მოწინააღმდეგე მეექვსე რაუნდში, აპერკოტით დაანოკაუტა. ფიურის თქმით, ეს დიდი ალბათობით, მისი ბოლო ბრძოლა იყო კრივში. მიუხედავად ამისა, მან შემდეგი ბრძოლა დაანონსა – მომავალ წელს იგი UFC-ს მძიმე წონის ჩემპიონს, ფრენსის ნგანუს დაუპირისპირდება. თუმცა ბრძოლა კლასიკური კრივის წესებით… Continue reading ტაისონ ფიურის უხერხული კითხვა რინგზე ამოსულ ნგანუს [VIDEO]

ტაისონ ფიურიმ დილან უაითი დაანოკაუტა! [ვიდეო]

ლონდონში, კრივის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში სატიტულო ორთაბრძოლა გაიმართა ტაისონ ფიურისა და დილან უაითს შორის. ბრძოლის მეექვსე რაუნდის მიწურულს “ბოშათა მეფემ” უძლიერესი მარჯვენა აპერკოტით მეტოქე ერთი დარტყმით გათიშა და WBC-ის ქამარი დაიცვა. ბრიტანელ მებრძოლს პროფესიონალურ კრივში 33 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 32-ში იმარჯვა(23 ნოკაუტი) და ერთი ფრედ დასრულდა.

“ფრონტის ხაზზე პირველი ვიქნები” – ტაისონ ფიური

უკვე 1 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიორიაზე შეიჭრა. უკრაინელმა ხალხმა არნახული თავდადება აჩვენეს მსოფლიოს – იბრძვის ყველა, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სტატუსისა. არმიას შეუერთდნენ ყოფილი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები კრივში – ოლეკსანდრ უსიკი, ძმები კლიჩკოები, ვიტალი ლომაჩენკო… წინასაბრძოლო ინტერვიუში, WBC-ს მოქმედმა მძიმე წონის ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ, აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთა: “ისინი… Continue reading “ფრონტის ხაზზე პირველი ვიქნები” – ტაისონ ფიური

“თუ დიდი ფული გინდა, მე უნდა შემებრძოლო” – ტაისონ ფიური ნგანუს იწვევს

გასულ უიქენდზე, UFC 270-ის ფარგლებში, მძიმე წონის სატიტულო დაპირისპირება გაიმართა, სადაც 5 რაუნდიან ბრძოლაში ფრენის ნგანუმ იმარჯვა და ქამარი შეინარჩუნა. ბოლო პერიოდში, ნგანუ აქტიურად საუბრობდა კრივში ბრძოლის ჩატარებაზე. ჩემპიონმა ეს ბრძოლის შემდგომ ინტერვიუშიც აღნიშნა: “კრივის ბრძოლა ყოველთვის იყო ჩემს გეგმებში, რასაც აუცილებლად გავაკეთებ კარიერის დასრულებამდე. ამისთვის ნებისმიერ შანს გამოვიყენებ, რადგან ამ სპორტში ცხოვრების ბოლომდე ვერ… Continue reading “თუ დიდი ფული გინდა, მე უნდა შემებრძოლო” – ტაისონ ფიური ნგანუს იწვევს

“შეგვიძლია ტელეფონის ჯიხურშიც ვიჩხუბოთ” – ნგანუ და ფიური ერთმანეთს იწვევენ

UFC-სა და კრივის მძიმე წონის ჩემპიონებმა, ფრენსის ნგანუმ და ტაისონ ფიურიმ ერთმანეთი გამოიწვიეს. განურჩევლად სპორტის წესების, საბრძოლო ადგილის და ხელთათმანებისა – მათ ბრძოლა სურთ. “ვის გინდათ რომ ვებრძოლო კრივის წესებით, თუმცა UFC-ს ხელთათმანებით?” – წერს ფიური თვითერზე და დენა უათთან ერთად, ფრენსის ნგანუსაც თაგავს. “რას იტყვი MMA-ს წესებზე და კრივის ხელთათმანებზე? შემიძლია ეს შემოგთავაზო” –… Continue reading “შეგვიძლია ტელეფონის ჯიხურშიც ვიჩხუბოთ” – ნგანუ და ფიური ერთმანეთს იწვევენ

“თუ ჩემი ძმა ჯეიკ პოლს ვერ მოუგებს…”- ფიური საკუთარ ძმას ემუქრება [VIDEO]

იუთუბერი ჯეიკ პოლი განაგრძობს კრივის კარიერას. ამჯერად მისი მეტოქე პროფესიონალი მოკრივე იქნება. ჯეიკის დოსიეში ჩვენ პროფესიონალ მოკრივეს ვერ შევხვდებით – მან ჯერ იუთბერი, შემდეგ კალათბურთელი და ორჯერ MMA-ს მებრძოლი დაამარცხა. ახლა კი იგი რინგზე ლეგენდარული ტაისონ ფიურის ძმასთან, ტომი ფიურისთან ერთად ავა. ტაისონის უმცროსმა ძმა 22 წლისაა და კარიერა სულ რაღაც 3 წლის წინ დაიწყო.… Continue reading “თუ ჩემი ძმა ჯეიკ პოლს ვერ მოუგებს…”- ფიური საკუთარ ძმას ემუქრება [VIDEO]

“ენდი რუიზს ცალი ხელით დავამარცხებ” – ტაისონ ფიური

რამდენიმე დღს წინ, ტაისონ ფიურიმ დეონტეი ვაილდერთან ტრილოგია გამარჯვებით დაასრულა. 3 ბრძოლიანი დაპირისპირებიდან ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო ორში ბრიტანელმა იმარჯვა. ამ მოგებით ფიურიმ WBC-ს სუპერმძიმე წონის ტიტული შეინარჩუნა, თუმცა აღნიშნული წონის სხვა ქამრებს ენტონი ჯოშუას დამარცხებით უკრაინელი ალექსანდრ უსიკი დაეუფლა. ლოგიკურად, შემდეგი დაპირისპირება, რომელშიც სუპერმძიმე წონის ყველა ქამარი იქნება სასწორზე, ერთმანეთს უსიკი და ფიური უნდა… Continue reading “ენდი რუიზს ცალი ხელით დავამარცხებ” – ტაისონ ფიური