საჩემპიონო ორთაბრძოლა: აი, სუმოს მშვენება!

ჰარუ (მარტის) ბაშოს კეტტეი-სენში, იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში, ვაკატაკაკაგე ტაკაიასუს შეერკინა. ამ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ისიც სძენდა, რომ იუშო (იმპ. თასი) აქამდე არც ერთს მოეპოვებინა…   ორთაბრძოლაც ისეთი გამოდგა, როგორსაც საჩემპიონო დაპირისპირება იმსახურებს! ვაკატაკაკაგემ ისეთი გამარჯვება მოიპოვა, სადაც თითქოს დამრაცხებული იყო!    

ასეთი რამ სუმოში არ ხდება! – ორთაბრძოლამ 3 წუთი და 18 წამი გასტანა… [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს მესამე დღეს, კომუსუბი ტაკაიასუ მე-2 მაეგაშირა კირიბაიამას შეერკინა. ეს ბრძოლა გამორჩეული იმითაც იყო, რომ მაყურებელმა დიდებული სანახაობა იხილა – ჭიდაობამ 3 წუთი და 18 წამი გასტანა… საბოლოოდ, კირიბაიამამ ჰიკიოტოშის კიმარიტეთი გამარჯვება მოახერხა    

ბოლო ბაშო – 14:0 – გასაუბრება ღმერთთან! [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მე-14 დღეს ჰაკუჰომ შოუ შემოგვთავაზა! ტერუნოფუჯის გამარჯვების შემდეგ, რომელმაც ასევე მე-14 გამარჯვება დააფიქსირა, ჰაკუჰომ მას შეტყობინება გაუგზავნა, აგრძნობინა ხვალ დოჰიოზე ვის წინააღმდეგ დადგება. მართალია ფენიქსისთვის ბოლო ბაშოა, ასაკშია და ახალახანს ოპერაციაც გადაიტანა, თუმცა ის ამ სპორტში ყველა დროის საუკეთესოა! ამ ამბავს ოძეკი შოდაის თავმოყვარეობა შეეწირა…   ჰაკუჰო – შოდაი ტერუნოფუჯი – ტაკაიასუ

13:0 – “თეთრი ფენიქსი” შეუჩერებელია! [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მე-13 დღეს, ჰაკუჰომ მე-13 გამარჯვება მოიპოვა! მისი მეტოქე სეკივაკე ტაკაიასუ იყო, ყველა დაძაბულ ბრძოლას მოელოდა, თუმცა ფენიქსმა, იშვიათი კიმარიტეთი (ილეთით) – ტოტარით (ხელზე დაქაჩვით) მეტოქე დოჰიოს დაანარცხა!   მას თანამემამულე ტერუნოფუჯი ფეხდაფეხ მისდევს, რომელმაც ოძეკი შოდაი დაამარცხა და, ასევე, მე-13 გამარჯვება გაიფორმა   ჰაკუჰო – ტაკაიასუ     ტერუნოფუჯი – შოდაი