ნაცუ ბაშოს მე-4 დღეს, ტოჩინოშინი ტაკარაფუჯის შეერკინა. ორივე რიკიშისთვის წინა 3 დღე წარუმატებელი აღმოჩნდა, ურთიერთშეხვედრების ბალანსს რაც შეეხება, ამ ორთაბრძოლამდე, აქ ქართველი მცირე უპირატესობას ფლობდა: 13:11 საბედნიეროდ, ეს დღე ლევანისთვის წარმატებული აღმოჩნდა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, მეტოქე კარგად შეკრა, უპირატესობა მოიპოვა და იორიკირის კიმარიტეთი გაიმარჯვა. ბალანსი: 1:3 ხვალ კოტონოშოა
Tag: ტაკარაფუჯი
დღე მესამე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა
ნაცუ ბაშოს მე-3 დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა. რიკიშები ამ ორთაბრძოლას განსხვავებული ბალანსით შეხვდნენ, ქართველს ორი მარცხი ჰქონდა, იაპონელმა კი – გამარჯვებას მარცხი მიაყოლა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, სუმოტორები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა ვერც ერთმა მოიპოვა. სამწუხაროდ, ლევანი მესამე დღესაც დამარცხდა. თითქოს კარგი თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) ჰქონდა, საყვარელ ცურიდაშის ცდილობდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ჩვენებურს ამის საშუალება… Continue reading დღე მესამე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა
ბოლო დღე: ტოჩინოშინი ტაკარაფუჯის შეერკინა [ვიდეო]
აკი (სექტემბერის) ბაშოს მე-15 დღეს, ტოჩინონოშინი ტაკარაფუჯის შეერკინა. ორივე სუმოტორს ბალანსი 7:7-ზე ჰქონდა, გამარჯვება კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) მარცხი კი – მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსის) მომტანი იყო. სამწუხაროდ, ლევანი ამ ორთაბრძოლაში დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ქართველის ბრძოლისუნარიანობა დასაფასებელია, 2:6-ზე ბალანსის შემდეგ, ჯამში 7 გამარჯვება მაინც მოიპოვა. ჩვენებური ახლა მე-12 მაეგაშირაა და სერიოზული დაქვეითება არ ემუქრება…