3 წონის ლიდერები | ცვლილებები ძიუდოს რეიტინგში

საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი ტრიუმფით დაასრულა, ჯამში 14 მედალი მოიპოვეს, 5 ოქრო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ტურნირის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ქართველ ძიუდოსტებს საგრძნობი წინსვლა აქვთ. წონითი კატეგორიების სათავეში უკვე 3 ქართველია, ათეულში კი ნაკრების 13 წევრი გახლავთ. -60 კგ წონით კატეგორიაში ერთი ადგილით წინ წაიწია ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელიც ახლა რეიტინგის მე-8 ნომერია… Continue reading 3 წონის ლიდერები | ცვლილებები ძიუდოს რეიტინგში

დღეს ევროპის ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებენ

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი. ტურნირის მეორე საჭიდაო დღეს მამაკაცთა და ქალთა 2-2 წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ ტატამზე. მამაკაცები -73 კგ(34 მონაწილე) და -81 წონით კატეგორიებში(37 მონაწილე) იჭიდავებენ, ხოლო ქალები -63 კგ და -70-ში. დღეს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების რიგებიდან მხოლოდ მამაკაცები იჭიდავებენ – 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი.… Continue reading დღეს ევროპის ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებენ

ტატო უმედლოდ… იაპონია შეუჩერებელია!

ტატო გრიგალაშვილი უმედლოდ დარჩა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბელგიელ კასესთან იპონით წააგო… ეს 81 წონით კატეგორიაში.   ტატო მეოთხედფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, იქ კი მონღოლ საედ მოლეისთან დამარცხდა მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებით. შემდეგ ტატომ რეპეშაჟში ერთი ბრძოლა მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელგიელთან ვერაფერი მოახერხა.   სხვათა შორის, ბელგიელი კასე ამ წონაში ნომერ პირველ ფავორიტად ითვლებოდა, ხოლო N 2 ფავორიტად… Continue reading ტატო უმედლოდ… იაპონია შეუჩერებელია!

გრიგალაშვილი – დასანანი წაგება მონღოლთან

ტატო გრიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპადის მეოთხედფინალში წააგო… 81 კგ წონით კატეგორიაში.  ტატო მონღოლ საედ მოლაეის ვაზარით უგებდა, მაგრამ მეტოქემ ვაზარითვე გაათანაბრა, მერე კი ისევ ვაზარი შეასრულა. საკამათო ეპიზოდი იყო, დიდხანს არჩევდნენ და მსაჯებმა ქართველის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, ტატომ პირველი წრე გამოტოვა (განთესილი იყო), მეორეში ტაჯიკს აჯობა, მესამეში კორეელს, აი, მეოთხედფინალში კი მონღოლს ვერაფერი მოუხერხა. ჯერ რჩება… Continue reading გრიგალაშვილი – დასანანი წაგება მონღოლთან

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის 1/4 ფინალშია

81 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას ტატო გრიგალაშვილი. ქართველმა ძიუდოისტმა 1/8 ფინალში იოლად სძლია სამხრეთ კორეელ სუნგჰო ლის და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა. ლი ფრთხილობდა და გაურბოდა მეტოქესთან ახლოს მისვლას. ქართველი დამაჯერებლად ჭიდაობდა და თავის შანს ელოდებოდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ტატო მეტოქეს შეეკრა, სარმა გამოსდო და სუნგჰო იპონზე… Continue reading ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის 1/4 ფინალშია

ტატო გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი

ოლიმპიადაზე გრძელდება ძიუდოს ტურნირი. მე-4 საჭიდაო დღეს საქმეში ტატო გრიგალაშვილი ჩაერთო. 81-კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი განთესილთა შორის მოხვდა და მეორე ეტაპიდან ჩაერთო ტურნირზე. 1/16 ფინალში ტატომ იოლად სძლია ტაჯიკ აკჰმელ მურადოვს და მერვედფინალში გააღწია. გრიგალაშვილმა პირველივე წუთზე მეტოქე ვაზარიზე დაააგდო, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე მეტოქეს მტკივნეული ილეთი შეუსრულა(ჯიჯი გატამე) და ნაადრევად… Continue reading ტატო გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი