მელბურნში სტარტი აიღო 2023 წლის პირველმა დიდი სლემის ტურნირმა. სამწუხაროდ, Australian Open-ს პირველივე წრიდან გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველ ჩოგბურთელს წილისყრაში არ გაუმართლა, რადგან პირველივე რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგან – ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა. შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 4:1 დაწინაურდა. თითქოს ბასილაშვილს არ უნდა გასჭირვებოდა სეტის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა,… Continue reading ბასილაშვილი Australian Open-ს გამოეთიშა
Tag: ტეილორ ფრიცი
ფრიცმა ზვერევი გაანადგურა
ავსტრალიაში გრძელდება UNITED CUP-ის საერთაშორისო ტურნირი. ქალაქი სიდნეი C ჯგუფის მატჩებს მასპინძლობს, სადაც ჩეხეთის, ა.შ.შ-ს და გერმანიის ნაკრებები იბრძვიან პლეიოფში გასასვლელად. 2 სათამაშო დღის შემდეგ ჩეხეთს თანაბარი მოგება/წაგების ბალანსი გააჩნია 1-1 (4-1 წააგო ა.შ.შ-სთან, 3-2 მოუგო გერმანიას) და ჯგუფს სათავეში უდგას. ამერიკის და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს ლაივ რეჟიმში უპირისპირდებიან და თუ ევროპელებმა დაამარცხეს ჩრდილოეთ ამერიკის… Continue reading ფრიცმა ზვერევი გაანადგურა
ფრიცმა მილიონი დოლარი მოიგო
საუდის არაბეთში დასრულდა ჩოგბურთის საგამოფენო ტურნირი, რომელშიც არაერთი ძლიერი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. Exhibition Diriyah Tennis Cup-ის შემადგენლობა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა: სტეფანოს ციციპასი, კამერონ ნორი, ნიკ კირიოსი, ტეილორ ფრიცი, ჰუბერტ ჰურკაჩი, სტენ ვავრინკა, მატეო ბერეტინი, ანდრეი რუბლიოვი, დომინიკ ტიმი, ალექსანდრ ზვერევი, დანილ მედვედევი. დაძაბული ორთაბრძლების შემდეგ ტურნირის ფინალში ტეილორ ფრიცი და დანილ მედვედევი გავიდნენ. ამერიკელის და რუსის… Continue reading ფრიცმა მილიონი დოლარი მოიგო
ფრიცი პლეიოფში “გაძვრა”
უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა მესამე ტურის შეხვედრები წლის შემაჯამებელი ტურნირის მწვანე ჯგუფში. ტეილორ ფრიცმა უმძიმეს ბრძოლაში 7:6 6:7 6:2 სძლია ფელიქს ოჟე ალიასიმს და პელიოფის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა. ორივე ჩოგბურთელი საკმაოდ მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და სეტი ლოგიკურად ტაიბრეიკზე გადავიდა. “საჩოგბურთო ლატარეაში” ამერიკელი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და 7:4 იმარჯვა. მეორე… Continue reading ფრიცი პლეიოფში “გაძვრა”
ნადალის მარცხი შემაჯამებელ ტურნირზე
იტალიის ქალაქ ტურინში სტარტი აიღო კაცთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა ჩოგბურთში. პირველივე სათამაშო დღეს მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა – რაფაელ ნადალმა 6:7 1:6 წააგო ტეილორ ფრიცთან და მწვანე ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. შეხვედრის სტარტზე ამერიკელი ჩოგბურთელი დომინირებდა – ტეილორმა მესამე და მეშვიდე გეიმებში ჯამში 3 ბრეიკპოინტი მოიპოვა მეტოქის ჩაწოდებაზე, თუმცა მათი რეალიზება ვერ… Continue reading ნადალის მარცხი შემაჯამებელ ტურნირზე
ტეილორ ფრიცმა ტოკიოს ტურნირი მოიგო
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ამერიკელი ჩოგბურთელები შეხვდნენ: ტეილორ ფრიცი ფრანსის ტიაფოს წინააღმდეგ. შეხვედრის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს – ჯერ ტიაფომ მოიგო მეტოქის ჩაწოდება, მომდევნო გეიმში კი უკვე ტეილორმა შეასრულა უკუბრეიკი. თანაბარ ბრძლაში მიმდინარე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა – “საჩოგბურთო ლატარეაში” ფრიცმა 7:4 იმარჯვა და პარტიებში დაწინაურდა 1:0. ფრენსის… Continue reading ტეილორ ფრიცმა ტოკიოს ტურნირი მოიგო
US OPEN-ის სენსაციური დასაწყისი
ნიუ-იორკში სტარტი აიღო US OPEN-ის რიგით 142-ე გათამაშებამ. ამერიკის ღია პირველობის პირველივე სათამაშო დღე სენსაციებით დატვირთული გამოდგა – ტურნირს გამოეთიშნენ სტეფანოს ციციპასი და ტეილორ ფრიცი. სტეფანოს ციციპასი მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანია და ტურნირის მოგების ერთერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა ბერძენმა ჩოგბურთელმა მოულოდნელი ფიასკო განიცადა გალან რივეროსთან. ბერძენმა ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა და საწყისი 2 სეტი უშანსოდ… Continue reading US OPEN-ის სენსაციური დასაწყისი
ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ
კანადის ქალაქ მონრეალში სტარტი აიღო ATP-ის მორიგმა მასტერსმა. ტურნირის პირველივე წრეში გამოეთიშნენ ასპარეზობას იტალიელი მატეო ბერეტინი და ბრიტანელი ენდი მარეი. ბერეტინის ბადეში ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ პაბლო კარენო ბუსტა შეხვდა. ესპანელი ჩოგბურთელი პირველივე წუთებიდანვე ძალიან კარგად მოძრაობდა კორტზე და სისწრაფეში აშკარად ჯაბნიდა იტალიელს. პაბლომ თავისი ჭკვიანური ტაქტიკით არაერთხელ ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში მატეო და… Continue reading ბერეტინი და მარეი მასტერსს ნაადრევად გამოეთიშნენ
CITI OPEN-ზე სენსაციები გრძელდება
ვაშინგტონის 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე გრძელდება სენსაციური შედეგები. შარშანდელმა ჩემპიონმა – იანიკ სინერმა CITI OPEN-ზე ასპარეზობაზე მოულოდნელად უარი განაცხადა და რეიტინგში 500 ქულა დაკარგა. შარშანდელი ფინალისტი მაკენზი მაკდონალდი ტურნირს პირველი წრიდან გამოეთიშა, წლევანდელი CITI OPEN-ის მეორე ჩოგანმა ჰუბერტ ჰურკაჩმა გუშინ მოულოდნელად წააგო თავისი მატჩი, დღეს კი ასპარეზობას უკვე მესამე ჩოგანი – ტეილორ ფრიციც გამოეთიშა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა… Continue reading CITI OPEN-ზე სენსაციები გრძელდება
ATP-ის განახლებული რეიტინგი
გასულ კვირაში 2022 წლის პირველი მასტერსი, Indian Wells ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც მოულოდნელად მასპინძელი ტეილორ ფრიცი გახდა. მან ფინალში რაფაელ ნადალი 2 სეტში(6-3; 7-6) დაამარცხა და კარიერაში პირველი მასტერსის ტიტულიც მოიპოვა. ტურნირის დასრულების შემდეგ, რეიტინგში დიდი გადანაცვლებები მოხდა: პირველი ადგილი დაკარგა დანილ მედვედევმა, ის ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩაანაცვლა. რაფაელ ნადალი მასტერსის ფინალში გასვლით, მსოფლიოს მე-3 ჩოგანი გახდა.… Continue reading ATP-ის განახლებული რეიტინგი