ბოლო ბაშო – ასე უნდა წახვიდე, მწვერვალიდან… [ვიდეო]

2021 წლის ივლისში ჰაკუჰომ კარიერა დაასრულა. 1 კვირაც არ გასულა, რაც დანპაცუ-შიკი (ოფიციალური გაცილების ცერემონია) გაიმართა. მაშინ, ჰაკუჰო ძენშო-იუშოთი (დაუმარცხებელი ჩემპიონობა) წავიდა, თანაც როგორი ორთაბრძოლის შემდეგ: მას და ტერუნოფუჯის 14:0-ზე ბალანსი ჰქონდათ და, ბოლო დღეს, ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ…    

საჩემპიონო ორთაბრძოლა: იოკოძუნა VS ოძეკი

ნაცუ ბაშოს მე-15 დღეს, იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ საჩემპიონო ორთაბრძოლა გამართა: თუ მოიგებდა, ჩემპიონო გახდებოდა, თუ ვერა, კეტტეი-სენში (პლეი-ოფში) ჩემპიონობისთვის დამატებითი ორთაბრძოლა სამ ოპონენტთან (დაიეიშო, სადანოუმი, ტაკანოშო) მოუწევდა.   ასე არ მოხდა. მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა მიტაკეუმის მავაში თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ აიღო და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.   12:3-ზე ბალანსით, ტერუნოფუჯიმ იუშო (იმპერატორის თასი) მეშვიდედ მოიგო  

იოკოძუნა VS ოძეკი – გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო [ვიდეო]

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ელიტური დაპირისპირებები დაიწყო – იოკოძუნა ტერუნოფუჯი ოძეკი ტაკაკეიშოს შეხვდა. იოკოძუნა ჩემპიონობისთვის იბრძვის, ოძეკი კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი). თავდაპირველად ტაკაკეიშომ მოწინააღმდეგე დისტანციაზე დატოვა, როთაც გამარჯვების შანსი შეინარჩუნა, თუმცა შემდეგ მონღოლმა მავაში აიღო და ყველაფერი გადაწყდა…   ტერუნოფუჯის 10 მოგება და 3 მარცხი აქვს, ტაკაკეიშოს 6 მოგება და 7 მარცხი.  

საჩემპიონო ორთაბრძოლა: ტერუნოფუჯი VS მიტაკეუმი [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-15 დღეს, ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. იოკოძუნა ტერუნოფუჯის 11 გამარჯვება და 3 მარცხი ჰქონდა, სეკივაკე მიტაკეუმის კი – 12 გამარჯვება და 2 მარცხი. თუ მონღოლი ჩემპიონი გაიმარჯვებდა, კეტტეი-სენს (საჩემპიონო ორთაბრძოლას) მივიღებდით, სადაც მონაწილეობას მე-6 მაეგაშირა აბიც მიიღებდა, რომელმაც მე-12 მოგება კოტონოვაკასთან მიითვალა.   კეტტეი-სენი საჭირო აღარ გახდა, რადგან მიტაკეუმიმ ტერუნოფუჯი დაამარცხა და კარიერაში მესამე… Continue reading საჩემპიონო ორთაბრძოლა: ტერუნოფუჯი VS მიტაკეუმი [ვიდეო]

15:0 – ტერუნოფუჯიმ ბაშო წაუგებლად დაამთავრა! [ვიდეო]

კიუშო ბაშოს მე-15 დღეს გამარჯვება იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ მოიპოვა! მართალია, მონღოლმა იმეპრატორის თასი მე-14 დღეს გაინაღდა, თუმცა, აქამდე ძენშო-იუშო (დაუმარცხებელი ჩემპიონობა) არასდროს შეესრულებინა და ამიტომაც ძალიან მოტივირებული იყო. მის წინ უხერხული მეტოქე, ტაკაკეიშო იდგა, მაგრამ ასეთი მონღოლის გაჩერება, ალბათ, მხოლოდ სუმოდან წასულ ჰაკუჰოს შეეძლო.   დიახ, 2021 წლის ნაგოია ბაშოზე (ივლისში), ტერუნოზავრს ძენშო-იუშოს შანსი ჰქონდა, მაგრამ… Continue reading 15:0 – ტერუნოფუჯიმ ბაშო წაუგებლად დაამთავრა! [ვიდეო]

საჩემპიონო ბრძოლა – ტერუნოფუჯიმ იმპერატორის თასი მოიგო! [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-14 დღეს, დაუმარცხებელი იოკოძუნა ტერუნოფუჯი მდევარ აბის (12:1) დაუპირისპირდა. თუ მონღოლი მოიგებდა, 1 დღით ადრე ჩემპიონობას გაინაღდებდა, თუ აბი – მას დაეწეოდა.   აბი ოში-ძუმოს მიმდევარია (დიტანციაზე იბრძვის), რაც ტერუნოზავრს პრობლემებს უქმნის. ასე იყო ახლაც, ძლიერი დარტყმების შემდეგ იოკოძუნა ტავარას (დოჰიოს შემოვლებული თიხის წნელი) მიებჯინა, მის გადაყვანას ერთი ძლიერი მიძალება სჭირდებოდა, მაგრამ დიდი… Continue reading საჩემპიონო ბრძოლა – ტერუნოფუჯიმ იმპერატორის თასი მოიგო! [ვიდეო]

ეს გდება არ უნდა გამოტოვოთ! – იოკოძუნა ტერუნოფუჯი! [ვიდეო]

@Æƒm•xŽmi¶j‚ªŠ|‚¯“Š‚°‚Å–¾¶‚ð‰º‚·•Ÿ‰ª‘ÛƒZƒ“ƒ^[

კიუშუ ბაშოს მე-12 დღეს, იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ დიდებული გდება შემოგვთავაზა! მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა ჯერ მეისეის მძლავრ მიძალებას გაუძლო, შემდეგ კი – კაკენაგე!   ტერუნოზავრმა 12 ორთაბრძოლიდან თორმეტივე მოიგო. დარჩა 3 დღე.  

სასწაული – იოკოძუნა ტერუნოფუჯისგან და 8:0! [ვიდეო]

აკი ბაშოს მერვე დღეს, იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსირა. მონღოლი დიდი ჩემპიონი თანამემამულე ტამავაშის შეერკინა, რომელმაც ტერუნო ტავარას (დოჰიოს შემოვლებული თიხის წნელი) მიაბჯინა, თუმცა – დამარცხდა. როგორც წესი, ასეთი სიტუაციიდან თავის დაძვრენა ურთულესია, მაგრამ მონღოლმა ეს შეძლო.  

ტერუნოფუჯის 5:0 – იოკოძუნას რთული გამარჯვება [ვიდეო]

აკი ბაშოს მეხუთე დღეს, იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა დაამარცხა. შერკინება საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და 1 წუთზე მეტ ხანს განსტანა.   შეგახსენებთ, იოკოძუნას რანგში, ტერუნოფუჯის ჯერ დამარცხება არ უგემია  

ტერუნოფუჯი – 4:0 [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-4 დღეს, იოკოძუნა ტერუნოფუჯი ჰოკოტოფუჯის შეერკინა. მონღოლ დიდ ჩემპიონს წინა სამი მოგებული ჰქონდა, ამ ბაშოს მოგების მთავარი ფავორიტია და კითხვაც ის არის, წააგებს თუ არა ერთ ორთაბრძოლას მაინც. რა თქმა უნდა, იოკოძუნა ჰაკუჰო დოჰიოზე არ დგას და ტერუნოზავრზე ამხელა ავანსიც ამიტომაა გაცემული.   იოკოძუნას რანგში, ტერუნოს ჯერ წაგება არ აქვს…