დღე მესამე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა

ნაცუ ბაშოს მე-3 დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა. რიკიშები ამ ორთაბრძოლას განსხვავებული ბალანსით შეხვდნენ, ქართველს ორი მარცხი ჰქონდა, იაპონელმა კი – გამარჯვებას მარცხი მიაყოლა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, სუმოტორები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა ვერც ერთმა მოიპოვა.   სამწუხაროდ, ლევანი მესამე დღესაც დამარცხდა. თითქოს კარგი თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) ჰქონდა, საყვარელ ცურიდაშის ცდილობდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ჩვენებურს ამის საშუალება… Continue reading დღე მესამე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა

დღე მეორე: ტოჩინოშინი ნიშიკიგის შეერკინა [ვიდეო]

ნაცუ (მაისის) ბაშოს მე-2 დღეს, ტოჩინოშინი ნიშიკიგის შეერკინა. ორივე რიკიში ამ ორთაბრძოლას თითო მარცხით შეხვდა, რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ქართველი უპირატესობას ფლობდა: 5:3.   სამწუხაროდ, ლევანი მეორე დღესაც დამარცხდა. ქართველ გოლიათს თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) თითქოს კარგი ჰქონდა, მაი-მავაშიც (მავაშის წინიდან ხელი ჩაავლო) აიღო, თუმცა ნიშიკიგიმ გადაწყობა კარგად მოახერხა და გაიმარჯვა. რაც ყველაზე მეტად სანერვიულოა, ტოჩინოშინმა ტრავმა… Continue reading დღე მეორე: ტოჩინოშინი ნიშიკიგის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინის ბრწყინვალე სუმო! [ვიდეო]

ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინმა კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) გაიფორმა! 2020 წლის ნოემბრის შემდეგ, პირველად! თანაც ბრწყინვალე სტილში! – ქართველმა გოლიათმა ტერუცუიოში ხელში აიტაცა და დოჰიოდან გადადგა! – კიმარიტე (ილეთი) – ცურიდაში!   ბალანსი – 8 მოგება და 3 მარცხი.   ხვალ ტობიზარუა. ურთიერთშეხვედრები: 1:2, იაპონელის სასარგებლოდ.   აი, ვიდეო. დატკბით…      

დღე მერვე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-8 დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა. მოგეხსენებათ, ქართველი გოლიათი მე-15 მაეგაშირაა და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სხვა შემთხვევაში, დიდია ალბათობაა, დაქვეითდეს…   დღევანდელი ორთაბრძოლის წინ, ორივე რიკიშის 3 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ისინი აქამდე 6-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც ტოჩინოშინმა 2-ჯერ, ტერუცუიოშიმ კი 4-ჯერ მოიგო.   საბედნიეროდ, ახლა გამარჯვება ლევანს… Continue reading დღე მერვე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა

ჰაცუ ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა. ლევან გორგაძე მოწინააღმდეგესთან ფავორიტად არ მიიჩნეოდა, რადგან ურთიერთშეხვედრებში ხომ აგებდა (16:12), მიმდინარე ბაშოზეც მეტოქე უკეთესი იყო – მიოგირიუ (4:2); ტოჩინოშინი (2:4).   საბედნიეროდ, დოჰიოზე ციფრები არ მოქმედებს და რიკიშები შეტაკებას თანაბარ მდგომარეობაში იწყებენ. ლევანს თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) ნორმალური გამოუვიდა, ოცუკეთი მოწინააღმდეგეს მარჯვენა ხელი დაუბლოკა, თავად ორივე ხელით მავაში… Continue reading დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა

ბოლო დღე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს ბოლო დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა. ორივე რიკიშის 6 მოგება ჰქონდა, ურთიერთშეხვედრებში კი ქართველი ფალავანი 2:3-ს აგებდა.   სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ლევანისთვის წარმატებული არ გამოდგა. ერთი შეხედვით, მეტოქე კარგად მოიხელთა, ზემოდან იღლიებში დაიჭირა, თუმცა ტერუცუიოშის დაბალ დგომში ჭიდაობა უყვარს და შიტატეჰინერით გაიმარჯვა.   ტოჩინოშინის საბოლოო ბალანსი: 6:9 – თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ლევანმა პირველი 4… Continue reading ბოლო დღე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]