ჯოკოვიჩის მოგებათა სერია გრძელდება – 25

უიმბლდონის ტურნირის 6-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ლონდონში მიმდინარე დიდი სლემის ტუნრიზე.მეოთხე წრეში სერბმა ჩოგბურთელმა 6:2 4:6 6:1 6:2 სძლია ტიმ ვან რაიტოვენს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. “ნოლეს” შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ნოვაკმა აღებული ტემპი “აღარ დააგდო”, მერვე გეიმში კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და… Continue reading ჯოკოვიჩის მოგებათა სერია გრძელდება – 25

ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირს გამოეთიშა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გრძელდება უიმბლდონის ტურნირი. მესამე რაუნდში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამწუხარო მარცხი იწვნია სარეიტინგო ტოპ-100-ეულს მიღმა მყოფ ტიმ ვან რაიტოვენთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მეცხრე გეიმში, მოულოდნელად ქართველ ჩოგბურთელს მცირე ჩავარდნა დაეწყო – ნიკამ პირველი ბრეიკპოინტი მოიგერია, თუმცა ნიდერლანდელმა მეორე მცდელობით მაინც შეასრულა ბრეიკი… Continue reading ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირს გამოეთიშა

ნიდერლანდური ზღაპარი ჰერტოგენბოსხში

ორშაბათს ტრადიციულად განახლდება ATP-ის რეიტინგი, სადაც მსოფლიო პირველი ჩოგნის ვინაობა კიდევ ერთხელ შეიცვლება – ნოვაკ ჯოკოვიჩს დანილ მედვედევი ჩაანაცვლებს. სანამ ეს საჩოგბურთო “როქი” განხორციელდება”, 1 დღით ადრე რუსი ჩოგბურთელი ჰერტოგენბოსხის ტურნირის ფინალს თამაშობდა. მედვედევის მეტოქე ბევრისთვის სრულიად უცნობი ნიდერლანდელი – ტიმ ვარ რაიტოვენი გახლდათ. 25 წლის ტიმი “როდესღაც” პერსპექტიულ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა, თუმცა ამის შემდეგ 10… Continue reading ნიდერლანდური ზღაპარი ჰერტოგენბოსხში

სენსაციური ფინალისტი

უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი ჰერტოგენბოსხში. 1/2 ფინალურ სტადიაზე, მსოფლიოს 205-ე ჩოგანმა ტიმ ვან რაიტოვენმა სენსაციურად სძლია ფელიქს ოჟე ალიასიმს 6:3 1:6 7:6 და კარიერაში პირველ ფინალს ითამაშებს. ტიმი ამჟამად 25 წლისაა და მას ბავშვობიდან დიდ საჩოგბურთო მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა ხელი შეუშალა წარმატების მიღწევაში. ნიდერლანდელის საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში 175-ე პოზიციაა,… Continue reading სენსაციური ფინალისტი