UOL Esporte-ის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში მადრიდის რეალის მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან პირად შეხვედრას გეგმავენ. იტალიელი სპეციალისტის განცხადებამ, რომ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე აპირებს დარჩენას, მათ წარმომადგენლებში ერთგვარი პესიმიზმი გამოიწვია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა ესპანეთში შეხვედრა უკვე დანიშნა. შუამავლების მეშვეობით ბრაზილიელებმა შეიტყვეს, რომ კარლო მაინც მზადაა მოისმინოს წინადადება ბრაზილიის ნაკრებში… Continue reading ბრაზილიელები ანჩელოტის უტრიალებენ
Tag: ტიტე
ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ
გინდა ზაფხულში ჩაატარე და გინდა შემოდგომაზე; არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი; შენ რომ მოგწონს იმ გუნდმა გაიმარჯვა თუ შენ რომ არ მოგწონს იმან — წელიწადი, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, გულშემატკივრის გონების იმ განყოფილებაში შეინახება, რომელსაც აწერია: „მსოფლიოს ჩემპიონატის წლები“. ასეთია დახარისხების პრინციპი. კიდევ, გინდ ჩემპიონი გახდეს და გინდ ვერა; კარგად ითამაშებს თუ ცუდად;… Continue reading ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ
ტიტემ ბრაზილიის ნაკრები დატოვა
ტიტე ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამის შესახებ TNT Sports-ი იუწყება. ეს ამბავი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ხორვატიასთან მარცხით არის გამოწვეული. ტიტემ ბრაზილიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მან 2018 წლის მუნდიალზე გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა, სადაც ბელგიასთან დამარცხდა, წელს კი ამავე ეტაპზე ხორვატიასთან წააგო. ტიტეს ხელში ბრაზილიამ კოპა ამერიკის ფინალშიც ითამაშა, სადაც სადაც ტიტული… Continue reading ტიტემ ბრაზილიის ნაკრები დატოვა
ბრაზილია მგონი ბრაზილიურია
მე არ ვიცი რას იზამს ბრაზილია ხორვატიასთან. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ვუყურებ ყატარში მიმდინარე ჩემპიონატს და ვფიქრობ — ახლა ყველაზე ბედნიერები ასე, რვა-ათი წლის ბავშვები არიან, რომელთათვისაც ეს პირველი მუნდიალია. მათთვის რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდება, სხვებისთვის კი… თუმცა ვისთვის როგორ. იმ დღეს მოვისმინე მოსაზრება, რომ ვინაიდან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ინტრიგით იყო… Continue reading ბრაზილია მგონი ბრაზილიურია
ამ კაცს მიმიხედე…
დანი ალვესი ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ ფეხბურთელი არ იქნება… სხვა როლიც აკისრია და ბრაზილიურ, ასევე ესპანურ საიტებზე დაიწერა, რაც აკისრია: ნეიმარზე ზემოქმედება, მის გვერდში ყოფნა. ტიტემ ადრე თავადაც თქვა, რომ დანი ალვესს გასახდელში ლიდერის თვისებები აქვს, მის სიტყვას სხვა ფასი ადევს. და ტიტეს ისიც ახსოვს, რომ წინა მუნდიალზე ნეიმარი ცოტა ურევდა, არაგუნდურად თამაშობდა, უკმაყოფილოდ ხელებს შლიდა.… Continue reading ამ კაცს მიმიხედე…
“ყველაფერი, რათა ნეიმარმა მსოფლიო გამოტოვოს…”(5:1 Video)
ბრაზილიამ ამხანაგურ მატჩში 5:1 მოუგო ტუნისს. ეს პარიზის პარკ დე პრენსზე და რამდენიმე საინტერესო, თან ცუდი მომენტიც ვნახეთ. ცუდით დავიწყოთ: რიშარლისონმა გოლი გაიტანა, აღნიშნავდა და ტრიბუნიდან ბანანები ესროლეს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ საჩივარი შეიტანა. ისე, რიშარლისონს ბოლო დროს მშვენიერი სტატისტიკა აქვს ნაკრებში: ბოლო 6 მატჩში 7 გოლი. მეორე: ტუნისელები ხშირად უხეშობდნენ ნეიმარზე. ბრაზილიელთა მწვრთნელმა ტიტემ ასეთი… Continue reading “ყველაფერი, რათა ნეიმარმა მსოფლიო გამოტოვოს…”(5:1 Video)
“მბაპე, იცოდე, სამხრეთ ამერიკაში აზერბაიჯანი არაა…”
კილიან მბაპე ბავშვივით დაარიგეს: ისეთი რამ არ უნდა თქვა, რაც არ იციო. მასწავლებლობა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ და ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სებასტიან აბრეუმ შეითავსეს. რა თქვა მბაპემ? ის, რომ ევროპული სანაკრებო ფეხბურთი უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე სამხრეთამერიკულიო. „შესაძლოა, მბაპემ ერთა ლიგა ან ამხანაგურები იგულისხმა? შესარჩევებში პირიქითაა, სამხრეთ ამერიკაში გაცილებით მეტი კონკურენციაა. პატივისცემის მიუხედავად, სამხრეთ ამერიკაში… Continue reading “მბაპე, იცოდე, სამხრეთ ამერიკაში აზერბაიჯანი არაა…”
ტიტე: როგორ მივუდგეთ მესის? ვიცი, მაგრამ არ გეტყვით…
ბრაზილია-არგენტინა. წინ კოპა ამერიკის ფინალია… სელესაოს მწვრთნელმა ტიტემ ლეო მესის განეიტრალების თემაზე ისაუბრა. უფრო სწორად, ჯერ სხვამ ილაპარაკოს და მერე მე ვიტყვიო – ორიგინალურად გამოუვიდა. „ვიცი, როგორ უნდა მივუდგეთ მესის, მაგრამ არ ვიტყვი.თუ არგენტიელები იტყვიან, როგორ აპირებენ ნეიმარის წინააღმდეგ თამაშს, მაშინ მეც გავამხელ. თანამედროვე ფეხბურთის ორი კერპი ითამშებს ერთმანეთის წინააღმდეგ. მესიზე და ნეიმარზე საუბარი იგივეა,… Continue reading ტიტე: როგორ მივუდგეთ მესის? ვიცი, მაგრამ არ გეტყვით…
სამხრეთამერიკული სერიალი… რამდენს ბედავ, ტიტე?
13 ივნისს ბრაზილიაში კოპა ამერიკა უნდა დაიწყოს, თუმცა არეულობაა… ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე, შესაძლოა, პოსტიდან გაათავისუფლონ. მიზეზი ისაა, რომ ტიტეს არ სურს ჩემპიონატის სამშობლოში ჩატარება. მწვრთნელს მხარს უჭერენ ფეხბურთელებიც, მათ შორის ყველაზე აქტიურად კაზემირო. Globo Esporte წერს, რომ ტიტეს ამ კოპა ამერიკაზე ნაკრებში არ დაუშვებენ და გუნდს რენატო გაუჩო გაწვრთნის. ტურნირის დამთავრების მერე… Continue reading სამხრეთამერიკული სერიალი… რამდენს ბედავ, ტიტე?