დღე მეათე: ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა. ეს ურთიერთშეხვედრებში მათი მე-3 დაპირისპირება იყო, წინა ორში კი იაპონელმა გაიმარჯვა.   ტობიზარუ ის რიკიში არ არის, რომელმაც ლევან გორგაძეს 3-დან 3 უნდა მოუგოს და ასეც მოხდა – ჩვენებური დოჰიოზე მშვენივრად გადაადგილდებოდა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. კიმარიტე იორიტაოში.  

აკი ბაშო დღეს 9! ტოჩინოშინი ჩიონოოს შეერკინა! [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი ჩიონოოს შეერკინა. ურთიერთშეხვედრებში აქამდე ერთხელ დაპირისპირებოდნენ, რომელიც ჩიონოომ  მოიგო. ორთაბრძოლა ლევანის უპირატესობით დაიწყო და იორიკირის ილეთით გამარჯვებაც მოიპოვა. ქართველის ბალანსზე მიმდინარე ბაშოზე 3 მოგება და 6 მარცხია. ლევანის მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. იმედი გვაქვს, 6 გამარჯვების მოპოვებას შეძლებს. ხვალ ტობიზარუა.