დანი ალვესი – 43… ეს ასაკი კი არა, ტიტულების რაოდენობაა. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. როგორც იცით, ამჯერად ტოკიოს ოლიმპიადაც მოიგო. დანი ალვესის სხვა მიღწევაც: ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თანაც, დანიმ მშვენივრად ითამაშა ტოკიოში, ფინალში საგოლე პასიც გააკეთა და მანამდეც კარგი იყო. ითამაშებს დანი ალვესი მსოფლიო ჩემპიონატზე? ბევრიც… Continue reading დანის ოცნება – რა დარჩა მუნდიალამდე?
Tag: ტოკიოს ოლიმპიადა
ა.შ.შ-ს ქალთა საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიური თამაშები ზედიზედ მეშვიდედ მოიგო
ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა ქალთა საკალათბურთო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც ა.შ.შ-ს ნაკრები გახდა. WNBA-ს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა ამერიკის ნაკრებმა ფინალურ შეხვედრაში 90:75 დაამარცხა იაპონიის ნაკრები და ზედიზედ მეშვიდედ მოიგო ოლიმპიური თამაშები. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრიტნი გრინერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა იყო. აჯა ვილსონმა 19 ქულასთან ერთად 5 ბლოკშოტიც მოაგროვა. ბრწყინვალე მატჩი გამოუვიდა ასევე ბრეანა სტიუარტს – 14… Continue reading ა.შ.შ-ს ქალთა საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიური თამაშები ზედიზედ მეშვიდედ მოიგო
პატ მილსის 42 ქულა და დამარცხებული სლოვენია
ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა საკალათბურთო ტურნირი. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ავსტრალიის და სლოვენიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას და რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი. პატ მილსის ზუსტი ტყორცნების ფონზე „ოზებმა“ საწყისი მეოთხედი მინიმალური უპირატესობით მოიგეს 20:19. მეორე პერიოდში სლოვენიელები გამოფხიზლდნენ – შედეგიანად ათამაშდა დონჩიჩი/პრეპელიჩის უკანახაზელთა დუეტი, რომელთაც საკუთარი ქვეყანა… Continue reading პატ მილსის 42 ქულა და დამარცხებული სლოვენია
“ოცნების გუნდმა” ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ოქროს მედლები მოიგო
ტოკიოს ოლიმპიადაზე, საკალათბურთო ტურნირის ფინალურ მატჩში ა.შ.შ-ს საკალათბურთო ნაკრებმა 87:82 დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები და ზედიზედ მეოთხედ მოიგო ოლიმპიადა (2008, 2012, 2016, 2020) . შეხვედრის სტარტი ფრანგებს უკეთესი გამოუვიდათ და 10:4 დაწინაურდნენ, თუმცა ამერიკის ნაკრებმა მალევე ამოქაჩა ჩამორჩენა, ჯერ ანგარიში გაათანაბრა ხოლო შემდეგ კი წინ გავიდა. „დრიმ თიმის“ რიგებში ბრწყინვალედ ასპარეზობდა კევინ დურანტი, რომელიც როგორც ახლო,… Continue reading “ოცნების გუნდმა” ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ოქროს მედლები მოიგო
გენო პეტრიაშვილი – დრამა ფინალში, წაგება ბოლო წამებზე
საწყენია! გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადის ფინალი წააგო… და წააგო სად. ამერიკელ გეიბლ სტივსონთან უდრამატულეს შეხვედრაში: გენომ პირველი ნახევარი 0:4 წააგო, მეორეში დიდი უპირატესობა ჰქონდა. ფინალის დასრულებამდე 11 წამით ადრე 8:5-ს იგებდა. მერე ამერიკელმა 6 წამით ადრე გააკეთა გდება და ბოლო წამამდე 8:7 იყო. ბოლო წამამდე!.. ბოლოს კიდევ ერთი აგრესია ამერიკელისგან, საბოლოოდ კი 8:9. თავისუფალი სტილით ჭიდაობა,… Continue reading გენო პეტრიაშვილი – დრამა ფინალში, წაგება ბოლო წამებზე
ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალში უშანსოდ დამარცხდა
ტოკიოს ოლიმპიადაზე გრძელდება თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ტურნირი. დღეს 97 კგ წონით კატეგორიაში, საჭიდაოდ ელიზბარ ოდიკაძე გამოვიდა. ქართველი ფალავანი 1/8 ფინალიდან ჩაერთო და პირველი პერიოდი საკმაოდ მძიმედ ჩაატარა ირანელ მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანთან და 0:3 დათმო, თუმცა მეორე პერიოდიდან ელიზბარი გააქტიურდა – 6 უპასუხო ქულა აართვა მეტოქეს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი მოჭიდავის მეტოქე რუსეთის… Continue reading ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალში უშანსოდ დამარცხდა
სალომე ფაჟავამ ოლიმპიადაზე გამოსვლა 23.35 ქულით დაიწყო
ტოკიოს ოლიმპიადაზე, მხატვრულ ტანვარჯიშში ასპარეზობა დაიწყო სალომე ფაჟავამ. ქართევლმა მრავალჭიდში პირველად რგოლით იასპარეზა. სალომემ 23.55 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მხოლოდ 12 მონაწილეს უსწრებს, რაც ფინალში მოსახვედრად ჯერჯერობით საკმარისი არ არის. გადამწყვეტ რაუნდში 10 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი გადის. ფაჟავა დღეს რგოლით, გურზით, ლენტით და ბურთით გამოვა, რის შედეგადაც ქულები დაჯამდება და ფინალისტების ვინაობა გაირკვევა. სალომე… Continue reading სალომე ფაჟავამ ოლიმპიადაზე გამოსვლა 23.35 ქულით დაიწყო
საფრანგეთი ოლიმპიადის ფინალშია
უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა საკალათბურთო ოლიმპიადის მეორე ნახევარფინალი, სადაც ერთმანეთს სლოვენიის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი ანგარიშით წინ გაქცევას და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. სლოვენია უფრო ლუკა დონჩიჩის ინდივიდუალიზმის ხარჯზე ახერხებდა წარმატების მიღწევას, ფრანგები კი გუნდური თამაშით. მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წუთზე ლუვავუ კაბაროს ჩაგდებული სამიანით… Continue reading საფრანგეთი ოლიმპიადის ფინალშია
Dream Team ოლიმპიადის ფინალშია
ტოკიოს ოლიმპიადაზე გრძელდება საკალათბურთო ტურნირი. პირველ 1/2 ფინალში ერთმანეთს ა.შ.შ-ს და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ამერიკელებს უკანასკნელი 2 ტესტ მატჩი წაგებული ქონდათ „ოზებთან“, რაც ინტრიგას უფრო ზრდიდა. შეხვედრის სტარტი ავსტრალიას ბრწყინვალე გამოუვიდა – შეტევაშიც და დაცვაშიც ისინი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ. ორმაგი დაცვა და სათამაშო ტემპის ხშირი ცვლილება ძალიან კარგად „მუშაობდა“ ამერიკელთა წინააღმდეგ. ავსტრალია პირველი ტაიმის განმავლობაში… Continue reading Dream Team ოლიმპიადის ფინალშია