ეს საწყალი და უპატრონო რუსი სპორტსმენები… უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ გამოუცხადეს, რომ ტოკიო 2020-ის თამაშების მედალოსნები შეპირებული ავტომობილების ნაცვლად რუსულ რუბლებს მიიღებენ. რუბლებს, რომლელიც დედამიწის ზურგზე აღარავის არგია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რუსებმა 32 მედალი მოიპოვეს – 6 ოქრო, 12 ვერცხლი, 14 ბრინჯაო. რუსებს რომ ჰკითხოთ, თურმე, უცხოელ ავტომწარმოებლებს რუსი ოლიმპიელებისთვის საჭირო რაოდენობის მანქანების წარმოება… Continue reading ეს საწყალი რუსები…
Tag: ტოკიო 2020
რუსული სპორტის ტრაგედია, რომელიც სპორტსმენებისთვის კოშმარად იქცა
მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიას აკრედიტაცია შეუჩერა. WADA-ს გადაწყვეტილების შედეგად, მოსკოვის ლაბორატორიას უფლება არა აქვს ჩაატაროს სისხლის სინჯების ანალიზი, რაც სპორტსმენების ბიოლოგიური პასპორტებისთვის არის საჭირო. მოსკოვის ლაბორატორიას, რომლის საქმიანობაც 2020 წლის იანვრიდან დროებით იყო შეჩერებული, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა. გადაწყვეტილების მიზეზი, WADA-ს საერთაშორისო სტანდარტთან შეუსაბამობა გახდა, რადგან რუსეთი სახელმწიფო დონეზე კვლავ… Continue reading რუსული სპორტის ტრაგედია, რომელიც სპორტსმენებისთვის კოშმარად იქცა
სკანდალი! იაპონიაში ქართველი პარაოლიმპიელი სასტუმროს დაცვას ფიზიკურად გაუსწორდა
ტოკიოს პოლიციაში ქართველ პარაოლიმპიელზე საქმე აღიძრა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ერთ-ერთი ქართველი პარაძიუდოისტი სასტუმროს დაცვას თავს დაესხა და სცემა. იაპონური წყაროები დაკავებულის სახელსა და გვარს არ ასახელებენ. როგორ ირკვევა, ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო ისინი ჰადენას აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში გადაიყვანეს და კარანტინში მოათავსეს. შემთხვევა სწორედ ამ სასტუმრშო, 12 აგვისტოს მოხდა.… Continue reading სკანდალი! იაპონიაში ქართველი პარაოლიმპიელი სასტუმროს დაცვას ფიზიკურად გაუსწორდა
ამოასუნთქეთ !
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში ესპანელთა შემადგენლობაში გამოვიდა ბარსელონას ნახევარმცველი პედრი. ეს მისთვის 73-ე (!) შეხვედრა იყო 2020-2021 წლების სეზონში. ბარსაში მისი 52 მატჩი ასე განაწილდა: ლა ლიგა – 37, ჩემპიონთა ლიგა – 7, ესპანეთის თასი – 6, ესპანეთის სუპერთასი – 2. ამას გარდა პედრიმ დაიცვა ეროვნული (10 მატჩი), ოლიმპიური (7) და ახალგზრდული (4) ნაკრებების ღირსება.… Continue reading ამოასუნთქეთ !
ნაბახუსევს
1997 წლის აგვისტოში ათენს გავემგზავრე, სადაც მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა. მაშინ „სარბიელში“ ვმუშაობდი, „სარბიელი“ კი ამბიციური გაზეთი იყო და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ცოცხალი რეპორტაჟი ჰქონოდა. მოკლედ, მივლინებები ხშირი იყო. იმ ხალხისთვის, ვისაც კითხვა სიამოვნებს, ადგილიდან გამოგზავნილ ტექსტს სხვა ეშხი და გემო აქვს. რეპორტიორისთვისაც დიდი გასაქანია. მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ, სულ რაღაც ხდება. ათას… Continue reading ნაბახუსევს
ა.შ.შ-ს ქალთა საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიური თამაშები ზედიზედ მეშვიდედ მოიგო
ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა ქალთა საკალათბურთო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც ა.შ.შ-ს ნაკრები გახდა. WNBA-ს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა ამერიკის ნაკრებმა ფინალურ შეხვედრაში 90:75 დაამარცხა იაპონიის ნაკრები და ზედიზედ მეშვიდედ მოიგო ოლიმპიური თამაშები. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრიტნი გრინერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა იყო. აჯა ვილსონმა 19 ქულასთან ერთად 5 ბლოკშოტიც მოაგროვა. ბრწყინვალე მატჩი გამოუვიდა ასევე ბრეანა სტიუარტს – 14… Continue reading ა.შ.შ-ს ქალთა საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიური თამაშები ზედიზედ მეშვიდედ მოიგო
პატ მილსის 42 ქულა და დამარცხებული სლოვენია
ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა საკალათბურთო ტურნირი. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ავსტრალიის და სლოვენიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას და რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი. პატ მილსის ზუსტი ტყორცნების ფონზე „ოზებმა“ საწყისი მეოთხედი მინიმალური უპირატესობით მოიგეს 20:19. მეორე პერიოდში სლოვენიელები გამოფხიზლდნენ – შედეგიანად ათამაშდა დონჩიჩი/პრეპელიჩის უკანახაზელთა დუეტი, რომელთაც საკუთარი ქვეყანა… Continue reading პატ მილსის 42 ქულა და დამარცხებული სლოვენია
“ოცნების გუნდმა” ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ოქროს მედლები მოიგო
ტოკიოს ოლიმპიადაზე, საკალათბურთო ტურნირის ფინალურ მატჩში ა.შ.შ-ს საკალათბურთო ნაკრებმა 87:82 დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები და ზედიზედ მეოთხედ მოიგო ოლიმპიადა (2008, 2012, 2016, 2020) . შეხვედრის სტარტი ფრანგებს უკეთესი გამოუვიდათ და 10:4 დაწინაურდნენ, თუმცა ამერიკის ნაკრებმა მალევე ამოქაჩა ჩამორჩენა, ჯერ ანგარიში გაათანაბრა ხოლო შემდეგ კი წინ გავიდა. „დრიმ თიმის“ რიგებში ბრწყინვალედ ასპარეზობდა კევინ დურანტი, რომელიც როგორც ახლო,… Continue reading “ოცნების გუნდმა” ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ოქროს მედლები მოიგო
რაპინო კუთხურიდან
აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ოდინდელი კაპიტანი, მეგან რაპინო, უკვე 36 წლისაა, მაგრამ ისევ განაგრძობს ქომაგების გაკვირვებას. ამჯერად მან ტოკიოს ოლიმპიადის ქალთა საფეხბურთო ტურნირზე გაიბრწყინა. მესამე ადგილისთვის მატჩში ავსტრალიელების წინააღმდეგ, გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა… ჯამში ამერიკელებმა 4:3 გაიმარჯვეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. თუმცა, მათ სიხარულს სევდაც ახლდა. ამერიკელები ხომ ტოკიოში პირველობისთვის ჩავიდნენ. სხვათა შორის, რაპინო არა… Continue reading რაპინო კუთხურიდან
ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალში უშანსოდ დამარცხდა
ტოკიოს ოლიმპიადაზე გრძელდება თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ტურნირი. დღეს 97 კგ წონით კატეგორიაში, საჭიდაოდ ელიზბარ ოდიკაძე გამოვიდა. ქართველი ფალავანი 1/8 ფინალიდან ჩაერთო და პირველი პერიოდი საკმაოდ მძიმედ ჩაატარა ირანელ მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანთან და 0:3 დათმო, თუმცა მეორე პერიოდიდან ელიზბარი გააქტიურდა – 6 უპასუხო ქულა აართვა მეტოქეს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი მოჭიდავის მეტოქე რუსეთის… Continue reading ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალში უშანსოდ დამარცხდა