ტუხელი რეალში

ჩელსის ყოფილი თავკაცი ტომას ტუხელი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის ყველაზე რეალური სავარაუდო შემცვლელია. 49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ესპანურის სწავლა უკვე დაიწყო. ტუხელის ბოლო კლუბი ჩელსი გახლდათ, რომელიც მან გასულ სექტემბერს დატოვა. მანამდე ის პსჟ-ს, დორტმუნდსა და მაინცს წვრთნიდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალი ანჩელოტის იმ შემთხვევაში გაათავისუფლებს, თუ გუნდი მიმდინარე სეზონში ვერც… Continue reading ტუხელი რეალში

ტომას ტუხელი: განადგურებული ვარ

7 სექტემბერს ჩელსის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტომას ტუხელი გაათავისუფლა. გერმანელმა სპეციალისტმა ამ თემასთან დაკავშირებით ტვიტერზე დაწერა. ტუხელმა აღნიშნა, რომ ჩელსიდან წასვლით განადგურებულია. “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული განცხადება, რაც კი ოდესმე დამიწერია. იმედი მქონდა, რომ ამის გაკეთება კიდევ დიდხანს არ მომიწევდა. ჩელსიდან წამოსვლით განადგურებული ვარ. არისტოკრატებში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში, როგორც პროფესიული,… Continue reading ტომას ტუხელი: განადგურებული ვარ

უზომოდ შეყვარებულებს ჰგავდნენო

ჩელსის მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი სარდინიაზე შვებულებას ახალ მეგობარ ქალბატონთან, ნატალი მაქასთან ერთად ატარებს. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ გაშორდა მეუღლე სისის, რომელთანაც 13 წელიწადი გაატარა ქორწინებაში. განქორწინება სისის მოუთხოვია. მიზეზი? ამ კაცთან ცხოვრება აღარ შემიძლიაო. ქონების გაყოფის პროცესი ჯერ კიდევ წინ აქვთ. გავიდა რამდენიმე დღე და ჰერ ტომასი ახალ ქალბატონთან ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში. თვითმხილველები… Continue reading უზომოდ შეყვარებულებს ჰგავდნენო

ტუხელს ჩელსიში 4 ფეხბურთელის მიყვანა სურს

ტომას ტუხელს ჩელსის გაძლიერება სურს. The Athletic-ის ინფორმაციით, გერმანელს გუნდში კიდევ 4 ფეხბურთელის მიყვანა უნდა. გეცოდინებათ, რომ არისტოკრატებმა რაჰიმ სტერლინგი და კალიდო კულიბალი უკვე დაიმატეს, თუმცა როგორც ჩანს, ეს ჩელსის დამრიგებლისთვის საკმარისი არ არის. ჯერ ზუსტი გვარები არ იწერება, თუმცა ითქვა, რომ ტუხელს ჩელსიში 3 მცველის და 1 გარემარბის მიყვანა უნდა. ამ თემაზე დანარჩენი დეტალები… Continue reading ტუხელს ჩელსიში 4 ფეხბურთელის მიყვანა სურს

ტუხელის მიერ გადარჩენილი ბავშვი და ახდენილი ოცნება ფილიპინებზე – ტომასის უცნობი ამბავი

ტომას ტუხელი ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. დორტმუნდში და პსჟ-ში წარმატებული მუშაობის შემდეგ, გერმანელმა ჩელსი ჩაიბარა, სადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. The Mirror-ზე ტუხელთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია წერია, რომლის მოყოლაც ნამდვილად ღირს. როცა ტუხელი პსჟ-ს მწვრთნელად დაინიშნა, ის და მისი მეუღლე პარიზის ერთ კერძო სახლში დასახლდნენ და მოახლედ ფილიპინელი ქალი აიყვანეს. იგი საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის… Continue reading ტუხელის მიერ გადარჩენილი ბავშვი და ახდენილი ოცნება ფილიპინებზე – ტომასის უცნობი ამბავი

ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში ჩელსი ლილს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში 38-ე წუთზე ბურაკ ილმაზმა გახსნა, პირველი ტაიმისთვის დამატებულ მესამე წუთზე პულიშიჩმა გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი სეზარ ასპლიკუეტას ანგარიშზეა. ეს მატჩი და მოგება განსაკუთრებული იყო ტომას ტუხელისთვის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 50-ე შეხვედრა ჩაატარა. ამ 50 მატჩში ტუხელმა 32-ე თამაში მოიგო, რაც ტურნირის რეკორდია. გერმანელმა… Continue reading ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

ტუხელი უკრაინაზე: სიტუაციის ასეთ დაძაბვას არავინ ელოდა

ლონდონის ჩელსის მთვარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გერმანელმა განაცხადა, რომ ის რაც ამჟმად უკრაინაში ხდება, მისთვის წარმოუდგენელი იყო. “მდგომარეობა ყველასთვის ძალიან მძიმეა. სიტუაციის ასეთ დაძაბვას არავინ ელოდა. ყველას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ, ვინც საომარ მოქმედებებშია ჩართული.  იმდენად დიდი გაურკვევლობა არის ჩვენს კლუბთან დაკავშირებით, რომ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ვფიქრობ გუნდს და მწვრთნელებს აქვთ… Continue reading ტუხელი უკრაინაზე: სიტუაციის ასეთ დაძაბვას არავინ ელოდა

ტომას ტუხელი: დამსახურებულად მოციგეთ, შეგვეძლო კიდევ გაგვეტანა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჩელსიმ ლილს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ მატჩი ლონდონელთა თავკაცმა ტომას ტუხელმა შეაფასა. “კარი მშრალად კიდევ ერთ მატჩში შევინახეთ, რაც ძალიან მახარებს. შევეცადეთ ლილისთვის მომენტების შექმნის საშუალება არ მიგვეცა, ეს საკმაოდ რთული იყო. ამ შეხვედრაში როგორც კარგი, ასევე ცუდი ეპიზოდები გვქონდა. მჭიდრო და ინტენსიური მუშაობა გავწიეთ, რთული შეხვედრა გამოვიდა და… Continue reading ტომას ტუხელი: დამსახურებულად მოციგეთ, შეგვეძლო კიდევ გაგვეტანა

ტომას ტუხელი: სილვა ბენჟამინ ბატონივითაა… ის ნამდვილი სასწაულია

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ტიაგო სილვაზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ სილვას კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. “სილვა რაც ასაკში შედის, მით უფრო კარგი ხდება. იგი ბენჟამინ ბატონივითაა. ტიაგო ფეხბურთის ბენჟამინ სილვაა. ვიცი თუ რამხელა შრომა და პროეფსიონალიზმია მისი კარიერის მიღმა. ის გადმოვიდა ჩემპიონატში, სადაც მაღალი ტემპი,… Continue reading ტომას ტუხელი: სილვა ბენჟამინ ბატონივითაა… ის ნამდვილი სასწაულია

ტომას ტუხელი: ის უბრალოდ ფანტასტიკურია

პრემიერლიგის მე-5 ტურში ჩელსი ტოტენჰემს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ნგოლო კანტე გახლდათ, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მატჩის შემდეგ ფრანგ საყრდენზე ტომას ტუხელმა ისაუბრა. “სათადარიგო სკამზე კანტეს ყოფნა დიდი ფუფუნებაა. ის საუკეთესო ვარიანტია თამაშის შესაცვლელად. ნგოლოს უნიკალური თვისებები აქვს იმისთვის, რომ შეხვედრის მიმდინარეობაზე გავლენა იქონიოს. ჩვენ მეტი კომპაქტურობა გვსურდა, რათა თამაში მეტოქის… Continue reading ტომას ტუხელი: ის უბრალოდ ფანტასტიკურია