ტონი კროოსი: რთული ამოცანი წინაშე ვართ მაგრამ შეუძლებელი არაფერია

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში რეალი ჩელსის შეხვდება. აღნიშნულ დაპირისპირებაზე სამეფო გუნდის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ისაუბრა. გერმანელმა განაცხადა, რომ ლონდონელთა ბარიერის დაძლევა რთული, მაგრამ არაშეუძლებელია. “წინ რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. 1/4 ფინალში ჩელსისთვის მოგება მარტივი ნამდვილად არ იქნება. საკუთარ თავს რეალურად უნდა შევხედოთ. როცა კარგად ვთამაშობთ, ყველაფერი გამოგვდის, სხვა შემთხვევაში ცუდად გამოვიყურებით. საკუთარ თავს მაქსიმუმი… Continue reading ტონი კროოსი: რთული ამოცანი წინაშე ვართ მაგრამ შეუძლებელი არაფერია

კროოსი: რას გვაძლევს ბარსასთან გამარჯვებათა სერია?

  ელ კლასიკოს წინ, ტონი კროოსმა ბარსასთან 5 მატჩიან გამარჯვებათა სერიაზე კომენტარი გააკეთა „ეს არ დაგვეხმარება, თუმცა თავდაჯერებას გვმატებს. გვინდა ეს სერია გავაგრძელოთ,“ – თქვა ტონიმ ელ კლასიკო, 20 მარტს, 23:55 წუთზე დაიწყება…  

რეალს ლიდერი დაუშავდა

Marca-მ რეალის გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. ბლანკოსის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ვარჯიშისას მცირე დაზიანება მიიღო, როგორც შემდეგ გაირკვა, მას კუნთი აწუხებს და სოსიედადთან 5 მარტს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ჯერ-ჯერობით უცნობია კროოსი პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში ითამაშებს თუ არა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი 1/8 ფინალი ფრანგთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი 9… Continue reading რეალს ლიდერი დაუშავდა

ტონი კროოსი: “აბსოლიტურად დაუმსახურებელია”

ტონი კროოსმა პოდკასტში 2021 წლის ოქროს ბურთის ცერემონია გააკრიტიკა და გამარჯვებული აბსოლიტურად დაუმსახურებლად შეაფასა. “აბსოლუტურად დაუმსახურებელია. ეჭვგარეშეა, რომ მესი, კრიშტიანუსთან ერთად, ბოლო ათწლეულის ფეხბურთელი იყო, მაგრამ წელს მის წინ სხვები უნდა ყოფილიყვნენ.” “წელს ჩემი სამეული ბენზემა, ლევანდოვსკი და ჟორჟინიოა.” – განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა

კაჭკაჭი ტონი? ინგლისში კროოსი უნდათ

ტონი კროოსმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს. EL Nacional-ის ცნობით, გერმანელის გადაბირება ნიუკასლის ახალ მფლობელებს სურთ. კაჭკაჭთა მესვეურები კროოსის ნაცვლად რეალისთვის 30 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ. ნიუკასლი არაბმა ინვესტორებმა ჩაიბარეს და მათ ამბიციური გეგმები აქვთ. ინგლისური გუნდის თვალთახედვის არეში კროოსის გარდა ფელიპე კოუტინიო და ადრიენ რაბიოც არიან. როგორც ხედავთ, არაბებს ყველაზე მეტად ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ. რაც… Continue reading კაჭკაჭი ტონი? ინგლისში კროოსი უნდათ