სამი მატჩი და სამი ფრე – ეროვნულ ლიგაში გადადებული ტურის შეხვედრები გაიმართა

ეროვნულ ლიგაში გადადებული მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. საბურთალომ დინამო თბილისს უმასპინძლა, თელავმა ტორპედოს, სამგურალი კი გაგრას დაუხვდა. ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ დედაქალაქური დერბი იწვევდა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი საბურთალომ 1:0 მოიგო. ყოფილი გუნდის კარში გოლი ბაქარ ქარდავამ გაიტანა, რომელმაც შედეგიანი დარტყმა არ აღნიშნა. მეორე ტაიმში ბურთს თითქმის მუდამ დინამო ფლობდა. მიუხედავად ამისა სახიფათო… Continue reading სამი მატჩი და სამი ფრე – ეროვნულ ლიგაში გადადებული ტურის შეხვედრები გაიმართა

ბუღრიძე ტორპედოში ითამაშებს – ომის გამო კვლავ საქართველოში

ირაკლი ბუღრიძე კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს. Leadersport.ge-ს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა მიაწოდა. 24 წლის გარემარბმა ქუთაისურ გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბუღრიძე ბოლოს გორის დილაში თამაშობდა, სადაც 1 სეზონი დაჰყო. დემჩენკოს გუნდში მას მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ამიტომაც წასვლა არჩია. ირაკლის ყაზახური გუნდიც იწვევდა, თუმცა ყაზახეთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში დარჩენა არჩია. რაც შეეხება ტორპედოს, შეგახსენებთ,… Continue reading ბუღრიძე ტორპედოში ითამაშებს – ომის გამო კვლავ საქართველოში

დრამა და ქამბექი ქუთაისში – ტორპედო ეროვნულ ლიგაში დარჩა

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის პლეი-აუტში ქუთაისის ტორპედომ მარტვილის მერანს უმასპინძლა. ქუთათურებს პირველი შეხვედრა 0:2 ჰქონდათ წაგებული, დღეს ძირითადი დრო 2:0 მოიგეს, დამატებითში 1 შეაგდეს და საბოლოოდ თამაში მოიგეს, უძლიერესთა რიგებში კი ადგილი შეინარჩუნეს. მთელმა მატჩმა ტორპედოს უპირატესობით ჩაიარა. ცეცაძის შეგირდები პირველივე წუთებიდან უტევდნენ. სახიფათო მომენტები იქმნებოდა, თუმცა ხან ბეგაშვილი თამაშობდა კარგად, ხანაც… Continue reading დრამა და ქამბექი ქუთაისში – ტორპედო ეროვნულ ლიგაში დარჩა

თითქმის გადაწყვეტილი… ცეცაძე ახალ გუნდში

როგორც შევიტყვეთ, თითქმის გადაწყვეტილია: ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე იქნება. ტორპედოს ხელმძღვანელობამ კახა ჩხეტიანი ორი კვირის წინ გაათავისუფლა და დროებით გუნდს შოთა ბაბუნაშვილი წვრთნიდა, ახლა კი გავიგეთ, რომ ცეცაძის საკითხი თითქმის გადაწყდა… 47 წლის ცეცაძე, როგორც იცით, წლეულს სამტრედიაში მუშაობდა, საიდანაც სამი კვირის წინ წავიდა. სამტრედია აუტსაიდერია და გადარჩენის მიზერული შანსი აქვს (ფაქტიურად,… Continue reading თითქმის გადაწყვეტილი… ცეცაძე ახალ გუნდში