დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი დაიამამის შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი დაიამამის შეერკინა. ქართველი გოლიათს მარცხენა მხარი აწუხებს, ფაქტობრივად, ერთი ხელით იბრძვის, თუმცა არ ნებდება. მისი მიზანი მაქსიმალურად ბევრი გამარჯვების დაგროვებაა, რათა მეტად არ დაქვეითდეს.   სამწუხაროდ, დაიამამისთან ქართველი დამარცხდა. სპორტული გმირობისთვის ლევანი მხოლოდ ქებას იმსახურებს.   3 გამარჯვება და 8 მარცხი…   იხილეთ ვიდეო

დღე მეათე: ტოჩინოშინი ოშომას შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი ოშომას შეერკინა. აქ ურთიერთშეხვედრებსა თუ ბალანსზე საუბარს აზრი არ აქვს, ქართველი გოლიათი ასე ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებს. ლევანმა, პრაქტიკულად მოგებული ორთაბრძოლა, მხრის ტრავმის გამო, გააჩერა… იხილეთ ვიდეო ბალანსი 3 მოგება და 7 მარცხი…    

დღე მერვე: ტოჩინოშინი როგას შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშო მე-8 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, ტოჩინოშინი როგას შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედროდნენ, მიმდინარე გათამაშებაში კი ერთნაირი ბალანსი – 3 მოგება და 4 მარცხი ჰქონდათ.   სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ლევანისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ძლიერი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, მოწინააღმდეგემ კარგი პოზიცია აიღო და უვატენაგეს კიმარიტეთი გაიმარჯვა.   ტოჩინოშინის ბალანსი: 3:5   იხილეთ ვიდეო

დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი ენჰოს შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი ენჰოს შეერკინა. ორთაბრძოლამდე, ქართველ გოლიათს 2 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა, ხოლო მის მოწინააღმდეგეს საპირისპირო ბალანსი –  4 გამარჯვება და 2 წაგება. საბედნიეროდ, დღეს ლევანმა მეტოქე გაანადგურა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, ენჰომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, მცირე ნოკდაუნში ჩავარდა და ქართველმა აქტივში კიდევ ერთი ქულა ჩაიწერა. ტოჩინოშინის ბალანსი 3:4 იხილეთ ვიდეო

დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-6 დღეს, ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა. იმპერატორის თასის ამ ტურნირზე, ორივე რიკიშის 1 გამარჯვება და 4 მარცხი ჰქონდა, დადებითი ბალანსის მოპოვების პრაქტიკული შანსის შესანარჩუნებლად კი აქ მოგება აუცილებელი იყო. საბედნიეროდ, ჩვენმა ტრავმით მოასპარეზე გოლიათმა, დაძაბულ ორთაბრძოლაში, ოშიდაშის კიმარიტეთი, გამარჯვებას მიაღწია და აქტივში მეორე თეთრი ბურთულა ჩაიწერა. ტოჩინოშინის ბალანსი: 2:4 იხილეთ ვიდეო    

დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ასანოიამას შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს, ჯურიოს პირველ-მეორე ნომრები, ასანოიამა და ტოჩინოშინი შეერკინენ. პირველი 3 მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინმა გუშინ გამარჯვებით გაგვახარა, რაც შეეხება ასანოიამას, მან მხოლოდ 1-ხელ წააგო, ისიც იჩინოჯოსთან…   სამწუხაროდ, დღევანდელი ორთაბრძოლა იაპონელის გამარჯვებით დასრულდა. კიმარიტე – იორიკირი. ასანოიამამ ლევანთან ურთიერთშეხვედრებშიც დიდი უპირატესობა მოიპოვა – 6:2. ის მარცხიც გვახსოვს, იუშოსთვის (იმპერატორის თასი) რომ ვიბრძოდით და… Continue reading დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ასანოიამას შეერკინა [ვიდეო]

დღე მეოთხე: ტოჩინოშინი ტოჰაკურიუს შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-4 დღეს, ჯურიოს დასკვნით ორთაბძოლაში, ტოჩინოშინი ტოჰაკურიუს შეერკინა. ეს რიკიშებს შორის პირველი დაპირისპირებაა. რადგან ტოჰაკურიუ მაკუუჩი დივიოზნში ჯერაც არ ყოფილა. სამწუხაროდ, ლევანს პირველ სამ დღეში სამივე წაგებული ჰქონდა, იაპონელს კი – 2 მოგება და 1 მარცხი.   ლევანმა დადებითი ბალანსის გრაფაში პირველი თეთრი ბურთულა ჩაიწერა! მეტოქე მოძრაობაზე დაიჭირა და ჰატაკიკომის კიმარიტეთი დოჰიოს დაანრცხა.… Continue reading დღე მეოთხე: ტოჩინოშინი ტოჰაკურიუს შეერკინა [ვიდეო]

დღე მესამე: ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა [ვიდეო]

ჯურიოს დივიზიონის მე-2 ნომერი, ტოჩინოშინი, ერთი ბრძოლით, მაკუუჩის დაუბრუნდა, რადგან უმაღლეს დივიზიონში, ყველა ორთაბრძოლის ჩასატარებლად, საკმარისი რიკიში არ არის.   ქართველის მეტოქე ამჯერად ჩიოშომა იყო, რომელთანაც ქართველს ურთიერთშეხვედრებში მინიმალური ჩამორჩენა ჰქონდა – 4:5.   სამწუხაროდ, ეს დღე ლევანის არ იყო. მოგეხსენებათ, ჩვენებურს მხარი აწუხებს და ტრავმის პირობებში ჭიდაობს.   ბალანსი: 0:3   ხვალ ტოჰაკურიუა. ტოჩინოშინი… Continue reading დღე მესამე: ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა [ვიდეო]

დღე პირველი: ტოჩინოშინი იჩინოჯოს შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს პირველ დღეს, ჯურიოს დივიზიონში, ტოჩინოშინი იჩინოჯოს შეერკინა. ეს ისეთი აფიშაა, აუცილებლად მაკუუჩიში უნდა იმართებოდეს, ბოლოს და ბოლოს ორივე იმპერატორის თასის მფლობელია, მაგრამ ტრავმებმა ეს მოიტანა. წინა ბაშოზე, ლევანმა მხარი დაიზიანა, ბოლომდე ვერ მოიშუშა, თუმცა დოჰიოზე მაინც დგას. სამწუხაროდ, პირველი დღე წარუმატებელი აღმოჩნდა. მონღოლმა ორთაბრძოლა სრულად გააკონტროლა და იორიკირის კიმარიტეთი გაიმარჯვა. ლევანი ჯურიოში  მე-2… Continue reading დღე პირველი: ტოჩინოშინი იჩინოჯოს შეერკინა [ვიდეო]

ტოჩინოშინი ბაშოს ჩაეხსნა

ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ჰაცუ (იანვრის) ბაშოს ჩაეხსნა. მიზეზი – მხრის ტრავმაა, რომელიც კოტოშოჰოსთან (მეოთხე დღეს) ორთაბრძოლაში მიიღო. იმედი დავიტოვოთ, რომ ტოჩინოშინი ამ ბაშოს მიმდინარეობისავე შეძლებს დოჰიოზე დაბრუნებას. თუ ვერ დაბრუნდება და აქტივს გამარჯვებები არ შემატა, სავარაუდოდ, ჯურიოში (მეორე დივიზიონში) დაქვეითდება… ლევანი მე-11 მაეგაშირაა… 4 დღის შემდეგ, ჩვენებურს 2 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა.