დღე მეოთხე: ტოჩინოშინი იჩიამამოტოს შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ (მარტის) ბაშოს მესამე დღეს, ტოჩინოშინი იჩიამამოტოს შეერკინა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ქართველს უარყოფითი ბალანსი ჰქონდა – 1 მოგება და 2 მარცხი. საბედნიეროდ დღეს ტოჩინოშინისთვის წარმატებული გამოდგა. ლევანმა მეტოქე კუბიჰინერის ილეთით დაამარცხა. ოთხი დღის შემდეგ, ლევანს 2 მოგება და 2 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას ქართველი კოტოკუზანს შეხვდება.