VAR უსულო საგანია

ხვიჩას ბოლო ორ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ამან საშუალება მომცა „გუშინდელ“, ცხელ, ემოციურ ამბავზე კი არ ვილაპარაკო, არამედ შევეხო თემას, რომელიც კარგა ხანია მაწუხებს. მაწუხებს და მაკვირვებს. მაგრამ, მაინც ხვიჩათი დავიწყოთ. ფეხბურთზე რასაც გინდა ამბობდე, კვარათი შეგიძლია დაიწყო. ტექნიკაზე გაქვს სათქმელი? ტაქტიკაზე? დრიბლინგზე? დარტყმაზე? პასზე? დაცვაზე? უხეშობაზე? VAR-ზე? გულშემატკივრის სიყვარულზე? დაიწყე ჩვენი ბიჭით და იქ… Continue reading VAR უსულო საგანია

მსოფლიოს გარეშე?.. ერთი საკითხავია, მეორე სასაცილო

დიდი შანსია, მანჩესტერ სიტის მცველმა კაილ უოკერმა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. ეს ინგლისის ნაკრებისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება. უოკერს ტრავმა აქვს და იმაზე რთული მდგომარეობაა, ვიდრე ელოდნენ… პეპ გვარდიოლა: “გარკვეული დრო გაუცდება. ხერხემალი აწუხებს და კიდევ ერთხელ მოუწევს მკურნალობა. დაბრუნების დრო ჯერ არ ვიცი. იმედია, მსოფლიო ჩემპიონატამდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას. ვიცი, როგორ ელოდება უოკერი მსოფლიოს და რამდენად მნიშვნელოვანია.… Continue reading მსოფლიოს გარეშე?.. ერთი საკითხავია, მეორე სასაცილო

ტრენტ-ალექსანდრ არნოლდი: წინ დიდი ბრძოლა გველის

ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, სადაც ლივერპული რეალს შეხვდება, მერსისაიდელთა ლიდერმა ტრენტ-ალექსანდრ არნოლდმა ისაუბრა. “ფინალს მოუთმენლად ველი. როცა რეალს ეთამაშები, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ გიწევს ასპარეზობა. წინ დიდი ბრძოლა გველის, მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს.  ვის გამოვყოფ რეალიდან? ვინიციუს ჯუნიორს. იგი შესანიშნავ ფორმაშია, ბრაზილიელმა ეს ამ სეზონში გოლებით და საგოლე გადაცემებით დაატმკიცა. წინ დიდი… Continue reading ტრენტ-ალექსანდრ არნოლდი: წინ დიდი ბრძოლა გველის

„მოედანზე 11 პრობლემა იყო“ – კლოპის სამოტივაციო სიტყვა

    “ლა კერამიკაზე” ლივერპულმა პირველი ნახევარი ჩააგდო – ვილიარეალმა 2:0 მოიგო და ოცნება გაჩნდა, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებდა. შესვენების შემდეგ, კლოპის გუნდმა ყველაფერი მათ სასარგებლოდ შეატრიალა: 12 წუთში 3 გოლი გაიტანეს და 3:2 მოიგეს, ყოველგვარი ნერვიული დასასრულის გარეშე.   იურგენ კლოპი რომ შესანიშნავი მოტივატორია, ყველამ იცის. რა მოხდა ვილიარელთან შესვენებაზე?  … Continue reading „მოედანზე 11 პრობლემა იყო“ – კლოპის სამოტივაციო სიტყვა

ტრენტი N 1

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა მიმდინარე სეზონში მე-17 საგოლე პასი გააკეთა, რითაც გაუსწრო სტივენ ჯერარდს: ერთ სეზონში ამდენი საგოლე პასი არცერთ ლივერპულელს არ ჰქონია (Twitter Squawka). ტრენტმა მანჩესტერ სიტი-ლივერპულის შეხვედრაში დიოგო ჟოტას გაუკეთა „ასისტი“. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი, შეგახსენებთ, 2:2 დასრულდა. და არა მხოლოდ ჯერარდის რეკორდის დამხობა… ლივერპულის მარჯვენა მცველი ბოლო 4 სეზონის განმავლობაში მთლიანად პრემიერლიგაში საუკეთესოა საგოლე პასების… Continue reading ტრენტი N 1

მეფე ლომი

შაბათს, ლივერპულმა ბარნლის 2:0 მოუგო. 69-ე წუთზე გატანილი გოლი განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, არა სილამაზით, არამედ მნიშვნელობით – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. ინგლისელი მცველისთვის ეს 34-ე ზუსტი გადაცემა იყო, რითაც, პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრებში, კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა. პორტუგალიელისგან განსხვავებით, ლივერპულის მცველმა ამ ნიშნულს ნაკლებ შეხვედრაში მიაღწია: ტრენტი: 131; კრიშტი: 196. საგოლე პასების გრაფაში, ასევე,… Continue reading მეფე ლომი