ტრე იანგის გამარჯვების მომტანი სროლა “მაიამისთან”

NBA-ს პლეიოფში უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს საპლეიოფო დაპირისპირებები აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში. “მაიამიმ” საწყისი ორი მატჩი ყველანაირი პრობლემების გარეშე მოუგო “ატლანტას”, თუმცა როგორც კი სერიამ ჯორჯიის შტატში გადაინაცვლა “ჰოუქსმა” კლანჭები გამოაჩინა. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე შეხვედრის უკანასკნელ წამებზე ტრე იანგმა გადმოიტანა ბურთი მეტოქის ნახევარზე, დრიბლინგით შეაღწია სამწამიან ზონაში და გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო 111-110. დარჩენილ მცირე დროში… Continue reading ტრე იანგის გამარჯვების მომტანი სროლა “მაიამისთან”

ჯიმი ბატლერის 45 ქულა და გამარჯვება “ატლანტასთან”

NBA-ში გრძელდება პლეიოფი. აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდმა “მაიამიმ” 115-105 დაამარცხა “ატლანტა” და სერიაში 2:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმი საკმაოდ უხეში და “მძიმე” გამოვიდა – ‘ჰოუქსმა” 16 პერსონალური ჯარიმა მიიღო, “ჰიტმა” 14. მასპინძლებმა ორივე მეოთხედი მინიმალური სხვაობით მოიგეს (26-25, 30-29) და დიდ შესვენებაზე 2 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე საუცხოოდ ათამაშდა ჯიმი ბატლერი, რომელმაც საკუთარი გუნდის… Continue reading ჯიმი ბატლერის 45 ქულა და გამარჯვება “ატლანტასთან”

“ბრუკლინს” კევინ დურანტის 55 ქულამაც ვერ უშველა

NBA-ს რეგულარული გათამაშება დასასრულისკენ მიექანება. უაღრესად პრინციპული და საინტერესო დაპირისპირება შედგა ჯორჯიის შტატში, სადაც ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის 2 მეზობელი გუნდი დაუპირისპირდა “ატლანტა” და “ბრუკლინი”. კევინ დურანტის და კაირი ირვინგის მიერ დაგროვილი 22 ქულის წყალობით “ნეთსმა” პირველი მეოთხედი ორქულიანი სხვაობით მოიგო 30-28. “ჰოუქსი” გაცილებით უფრო გუნდურ კალათბურთს თამაშობდა, რისი წყალობითაც მასპინძლები 14-0 გაიქცნენ მეორე პერიოდში. დელონ… Continue reading “ბრუკლინს” კევინ დურანტის 55 ქულამაც ვერ უშველა

ტრე იანგმა „ფინიქსის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე „ფინიქსი“ (41-9) ესტუმრა „ატლანტას“(24-26). მონტი უილიამსის გაწვრთნილ „სანზს“ 11 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნდა, თუმცა ტრე იანგის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა სტუმრები 124-115 დაამარცხეს და 8 იანვრის შემდეგ პირველად, არიზონულმა კლუბმა მოედანი წაგებულის სტატუსით დატოვა. „ჰოუქსმა“ მატჩის პირველი ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – კევინ ჰერტერმა და ტრე… Continue reading ტრე იანგმა „ფინიქსის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

NBA-მ ნიკოლა იოკიჩი და ტრე იანგი გამოარჩია

“ატლანტას” გამთამაშებელი ტრე იანგი და “დენვერის” ცენტრი ნიკოლა იოკიჩი NBA-ს გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში. გასულ კვირას “ნაგეთსმა” 3 გამართული მატჩიდან 2 მოიგო და ერთი წააგო. სერბი ცენტრი საშუალოდ მატჩში კი სამმაგ დუბლს ასრულებდა – 36.3 ქულა, 11.3 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა. “ჰოუქსმა” 4-დან ოთხივე შეხვედრის მოგება შეძლო, ტრეს სტატისტიკა… Continue reading NBA-მ ნიკოლა იოკიჩი და ტრე იანგი გამოარჩია

ტრე იანგის საკალათბურთო შოუ “მილუოკისთან”

NBA-ს მიმდინარე სეზონის სტარტზე ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება „მილუოკი ბაქსი“. მოქმედი ჩემპიონები ვერ ახერხებენ სტაბილრად თამაშების მოგებას და 14 გამართული მატჩის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფებიან 6 მოგებით და 8 მარცხით. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად ჯორჯიის შტატს ესტუმრა და ადგილობრივ „ატლანტას“ დაუპირისპირდა. არანაკლები პრობლემები აქვს „ჰოუქსს“ – გუნდი 6 მატჩიანი წაგებათა სერიით ხვდებოდა ჩემპიონებთან… Continue reading ტრე იანგის საკალათბურთო შოუ “მილუოკისთან”

“მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

1974 წლის შემდეგ, პირველად „მილუოკი ბაქსმა“ ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო და სუპერ ფინალის საგზური მოიპოვა. იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დარჩენილმა „ბაქსმა“ ძალების მობილიზება მოახერხა, საპლეიოფო სერიაში 2:2-დან ზედიზედ 2 შეხვედრის მოგება შეძლო და ფინალში დასავლეთის ჩემპიონ „ფინიქს სანზს’ დაუპირისპირდება. სერიის მე-6 თამაში ჯორჯიის შტატში იმართებოდა, სადაც მასპინძელი „ატლანტა“ იყო. ტრავმის მოშუშება და მწყობრში დაბრუნება შეძლო „ჰოუქსის“… Continue reading “მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონია

„ატლანტამ“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

„ატლანტამ“ დაამტკიცა, რომ ეს გუნდი მხოლოდ ერთ ვარსკვლავზე დამოკიდებული არ არის. ტრე იანგის გარეშე დარჩენილმა „ჰოუქსმა“ 110:88 გაანადგურა „მილუოკი“ და საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2. მატჩის დაწყების წინ „ბაქსი“ უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა მოედანზე არსებული რეალობა სულ სხვა გამოდგა. „ატლანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ტრავმირებული ტრე იანგის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ლუ ვილიამსი ჩასვა, „ტკბილმა ლუმ“… Continue reading „ატლანტამ“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

მიდლტონის კარიერის საუკეთესო მატჩი და გამარჯვება „ატლანტასთან“

კრის მიდლტონის 38 ქულის წყალობით „მილუოკიმ“ სტუმრად დაამარცხა „ატლანტა“ 113:102 და საპლეიოფო სერიაში 2:1 დაწინაურდა. „ჰოუქსს“ შეხვედრის მშვენიერი სტარტი გამოუვიდა – კლინ კაპელას სლემის და კევინ ერტერის ზუსტი ტყორცნების ფონზე მასპინძლები ჯერ 7:0 დაწინაურდნენ, მალევე კი უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს. „ბაქსი“ დროულად გამოფხიზლდა, ნელ-ნლა ათამაშდა იანის ანტეტენკუმპოც, რომელმაც პირველ მეოთხედში მხოლოდ 5 ქულა აიღო, მეორეში… Continue reading მიდლტონის კარიერის საუკეთესო მატჩი და გამარჯვება „ატლანტასთან“

ატლანტას სენსაციური სვლა გრძელდება

ტრე იანგის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე „ატლანტამ“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის გახსნით შეხვედრაში, სტუმრად 116:113 სძლია „მილუოკის“ და საპლეიოფო სერიაში დაწინაურდა 1:0. მიმდინარე პლეიოფებში „ჰოუქსს“ სტუმრად ჯამში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, საიადანაც 6 მოიგო და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, „ბაქსმა“ კი საკუთარ მოედანზე პირველი შეხვედრა წააგო. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ატლანტა“ 98:96-ს იგებდა, თუმცა იანის ანტეტენკუმპომ… Continue reading ატლანტას სენსაციური სვლა გრძელდება