ჩემპიონმა წააგო და გავიდა, ტუნისმა მოიგო და ჩარჩა…

Mohamed Ali Ben Romdhane Central Midfield of Tunisia and Esperance Tunis and Axel Disasi centre-back of France and AS Monaco compete for the ball during the FIFA World Cup Qatar 2022 Group D match between Tunisia and France at Education City Stadium on November 30, 2022 in Al Rayyan, Qatar. (Photo by Jose Breton/Pics Action/NurPhoto via Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის D ჯგუფში ერთი მერვედფინალისტი ვადამდე გამოვლინდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა, პლეი-ოფის საგზური წინა ტურში მოიპოვა. ბოლო ტურში, ტუნისს აუცილებლად მოგება და პარალელური მატჩის (ავსტრალია – დანია) მისთვის სასურველი შედეგით დასრულება სჭირდებოდა. ფრანგებმა, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა ათამაშეს და მეტოქის კარისკენ არც დაურტყამთ. ჩრდილოაფრიკელებს კი ცდა არ დაუკილათ. მე-8 წუთზე გოლიც… Continue reading ჩემპიონმა წააგო და გავიდა, ტუნისმა მოიგო და ჩარჩა…

სენსაცია – ავსტრალია 1/8 ფინალშია!

ჯგუფში, სადაც საფრანგეთმა და დანიამ ითამაშა, 1/8 ფინალში ავსტრალია გავიდა. ეს სპორტი ამიტომაც გვიყვარს, რომ მოულოდნელობებითაა სავსე. კენგურუებმა ჯერ ტუინისი, შემდეგ კი – დანია დაამარცხეს და, სრულიად დამსახურებულად, 2006 წლის ისტორიული შედეგი გაიმეორეს – ჯგუფიდან გავიდნენ! თამაშზე რა შეიძლება ითქვას? პირველ ტაიმში, დანია მეტს ეცადა (მოსაგები მათ ჰქონდათ), თუმცა რაიანს (ავსტრალიის მეკარე) თამაშში ჩართვა არ დასჭირვებია.… Continue reading სენსაცია – ავსტრალია 1/8 ფინალშია!

კენგურუზე მაღლა ვერ ახტები…

მსოფლიო ჩემპიონატის ადრეულ შეხვედრაში, ტუნისი ავსტრალიას დაუპირისპირდა. ეს გუნდები ისეთ ჯგუფში მოხვდნენ, სამ ქულასს ერთმანეთთან თუ დაგეგმავდნენ, დანარჩენი ორი – საფრანგეთი და დანიაა. პირველ ტურისგან განსხვავებით (დანიასთან 0:0), ტუნისელები დღეს ისეთი ეფექტურები ვეღარ იყვნენ. “კენგურუები” ტაქტიკურად და ტექნიკურად წინ იყვნენ და მატჩის ძირითადი ნაწილი დომინირებდნენ. ამ სტატიის სათაურიც მატჩის გამოძახილია – გარდა იმისა რომ დიუკმა თავურით ერთადერთი… Continue reading კენგურუზე მაღლა ვერ ახტები…

მცირე სენსაცია – დანიამ ტუნისს ვერ მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან, მესამე დღე სენსაციებით სავსე გამოდგა. ჯერ დიდი სენსაცია იყო – საუდის არაბეთმა არგენტინა დაამარცხა, შენდეგ კი მცირე – ტუნისმა დანიას შეხვედრა ფრედ დაუსრულა. ეს არ იყო ისეთი ფრე, როდესაც ერთი გუნდი გაძლებაზეა, მაგრამ რაღაც სასწაულით გადარჩება – არა, ტუნისელებს საგოლე მომენტიც ჰქონდათ, შემეიხელმა ბრწყინვალედ ითამაშა. პირიქით? – კარის ხაზიდან, კორნეულიუსს უნდა გაეტანა, მაგრამ ვერ… Continue reading მცირე სენსაცია – დანიამ ტუნისს ვერ მოუგო

ფიფა: მუნდიალიდან მოკვეთა კიდევ ერთ ნაკრებს ემუქრება…

ფიფა მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთით ემუქრება… არა ირანს, არამედ ტუნისს. მიზეზი ტუნისურ ფეხბურთში პოლიტიკური ჩარევებია, ანუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ კამილ დეგიშს ბრალდება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაზე ზემოქმედება: საკუთარი კადრების თავზე მოხვევა. ფიფა ასეთ ქმედებებზე აცხადებს ხოლმე, რომ კონკრეტულ ქვეყანას ფიფას წევრობას შეუჩერებს. მსოფლიო ჩემპიონატი კი 22 დღეში იწყება… ტუნისი ჯგუფში არის საფრანგეთთან, დანიასთან და ავსტრალიასთან… Continue reading ფიფა: მუნდიალიდან მოკვეთა კიდევ ერთ ნაკრებს ემუქრება…

ნეიმარი: “პელეს რეკორდი უნდა მოვხსნა”

ნეიმარის სურვილი აქვს პელეს რეკორდი მოხსნას – ნაკრებში გატანილი გოლების მიხედვით. ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ბრაზილიის რიგებში, 77 გოლი გაიტანა. პსჟ-ს ფორვარდს კი – 74 აქვს. “ღმერთმა ქნას შევძლო… გუნდელებს ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ამაში დახმარებოდნენ,” – თქვა ნეიმარმა. 27 სექტემბერს, ბრაზილიის ნაკრები ტუნისს ეთამაშება, ნოემბერში კი მსოფლიო იწყება…