იუვე? ჭორი; ბაიერნი? რეალობა

თომას ტუხელზე წერდნენ, რომ იუვენტუსის მწვრთნელობის კანდიდატია. თუმცა კლუბმაც უარყო და ინსაიდერმა ნიკოლო სკირამაც გაავრცელა ინფორმაცია, ტუხელს სხვა გეგმები აქვსო. ეს გეგმა კი ბაიერნის მწვრთნელობაა. იულიან ნაგელსმანს აშკარად აერია სიტუაცია. ზედიზედ 4 მატჩის ვერმოგება გერმანიაში – ეს რაღაც უცნაურობაა ბაიერნისთვის. ამასთან, ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან ნაგელსმანის კომენტარებით. მწვრთნელი თავის შეცდომებს არ ახსენებს და ცუდ შედეგებს ფეხბურთელებს… Continue reading იუვე? ჭორი; ბაიერნი? რეალობა

ჩელსის კრიშტიანუ ზამთარშიც არ გამოადგება

ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისასაც არ შეიძენს მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს – წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. 37 წლის პორტუგალიელს ლონდონურ კლუბს ზაფხულშიც უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, რონალდუს ტრანსფერს ვეტო დაადო, არადა კლუბის ხელმძღვანელობას მისი ლურჯების რიგებში ხილვა სურდა. ერთი კვირის წინ ტუხელი თანამდებობიდან დაითხოვეს და მის ადგილზე ბრაიტონის ყოფილი დამრიგებელი, გრემ… Continue reading ჩელსის კრიშტიანუ ზამთარშიც არ გამოადგება

ჩელსის ახალი მწვრთნელი ცნობილია

ტომას ტუხელს დინამო ზაგრებთან ხორვატიაში მარცხი (0:1) არ აპატიეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებს ლიგა მოაგებინა. ფაბრიციო რომანომ ახალი მწვრთნელის შესახებ დაწერა – ის გრემ პოტერი იქნება. გრემი, ამჟამად,  ბრაიტონის მთავარი მწვრთნელია და ინგლისში ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტადაა მიჩნეული. ბრაიტონი 13 ქულით მეოთხე ადგილზეა…  

ჩელსიმ ტუხელი გაათავისუფლა

ლონდონის ჩელსიმ თომას ტუხელი გაათავისუფლა. მიზეზი – მიმდინარე სეზონში, არადამაჯერებელი ასპარეზობა. ბოლო წვეთი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, დინამო ზაგრებთან მარცხი (0:1) აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, გერმანელის მუშაობა ჩელსიში წარმატებულად უნდა შეფასდეს – მან გუნდთან ერთად: ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, ფიფას საკლუბო ჩემპიონატი, FA თასი ორჯერ და EFL თასი ორჯერ მოიგო.  

ტუხელი: სად იყო თვითმფრინავი?

თომას ტუხელმა ლიდსი-ჩელსის მატჩის მერე მეტოქისთვის ქება ვერ გაიმეტა. როგორც იცით, ლიდსმა 3:0 სძლია ტუხელის ჩელსის, მაგრამ გერმანელმა მწვრთნელმა თქვა – მათ რა მოიგეს, ჩვენ წავაგეთო… ზოგადად, ტუხელზე ბრიტანული პრესა წერს, რომ ნერვებს ვეღარ აკონტროლებს და ზაფხულიდან მოყოლებული ეს აშკარად შეიმჩნევაო. ახლახანს იყო ანტონიო კონტესთან ხელებით შეხება და წაკინკლავებაც. „ყველაფერი დაიწყო მატჩისწინა დღეს. თვითმფრინავი არ… Continue reading ტუხელი: სად იყო თვითმფრინავი?

კონტე-ტუხელი თუ უსიკი-ჯოშუა?

  რა გაგრძელება მოჰყვა თომას ტუხელი-ანტონიო კონტეს ინციდენტს? როგორც იცით, ჩელსისა და ტოტენჰემის მწვრთნელები ორჯერ წაიჩხუბნენ. ჯერ გოლების ემოციურ აღნიშვნებზე, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ხელის ჩამორთმევაზე. 2:2 – დრამატული შეხვედრა და პლუს ასეთი ცხელი დასასრული. მსაჯმა ორივე გააძევა. მუნდიალ-86-ის საუკეთესო ბომბარდირი და ამჟამად ცნობილი ტელეექსპერტი გარი ლინეკერი ირონიულად გამოეხმაურა მწვრთნელების ხელების ქნევას. „არის შანსი, რომ… Continue reading კონტე-ტუხელი თუ უსიკი-ჯოშუა?

“არავის არ უნდა”… ჩელსის დაწყევლილი 9 ნომერი

  ჩელსის მწვრთნელმა თომას ტუხელმა დაიწუწუნა, სეზონს ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ვიწყებთო. შემდეგ ისაუბრა 9-ნომრიან მაისურზე, რომლის აღებაც არავის არ სურს… მიზეზი ისაა, რომ უიღბლო ნომერიაო, 9-იანს ვინც იცმევს, სასურველ დონეზე ვერავინ ვერ თამაშობსო. „9 ნომერი დაწყევლილიაო, ყველა ამას მეუბნება. არ გეგონოთ, რომ რაიმე მარკეტინგული სვლის გამო არავის აცვია ახლა. უბრალოდ, არავის არ ჰქონია სურვილი, რომ… Continue reading “არავის არ უნდა”… ჩელსის დაწყევლილი 9 ნომერი

“ჩემთვის ნახევარფინალი არ არსებობს, პირდაპირ ფინალია…”

თომას ტუხელის ტოპ-სტატისტიკა. წარმოიდგინეთ, მისი გაწვრთნილი გუნდები ნახევარფინალში არასოდეს გავარდნილან. 11-ჯერ გავიდნენ ნახევარფინალში და 11-ივეჯერ გავიდნენ ფინალშიც! ეს ეხება ყველა ტურნირს, ჩემპიონთა ლიგა იქნება, გერმანიის თასი თუ ინგლისის თასი… თან ნახევარფინალებში ტუხელის გუნდების საერთო ბურთების შეფარდებაც მაგარია: 30:4. ტუხელის ჩელსიმ ამჯერად ინგლისის თასზე კრისტალ პალასი გამოთიშა და ფინალში ლივერპულს შეხვდება. ტუხელი ჩელსიმდე მუშაობდა აუგსბურგში, მაინცში,… Continue reading “ჩემთვის ნახევარფინალი არ არსებობს, პირდაპირ ფინალია…”

„მსაჯთან მივედი, ის კი ანჩელოტისთან ერთად იცინოდა“

  ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, რეალთან მატჩის შემდეგ, მსაჯი გააკრიტიკა. თამაშს პოლონელი არბიტრი – შიმონ მარჩინიაკი სჯიდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, ის კარლო ანჩელოტის ესაუბრებოდა და იცინოდა „იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან მსაჯი ანჩელოტისთან მშვენიერ დროს ატარებდა. ვიცი, კარლო ჯენტლმენი და კარგი ადამიანია, მაგრამ არბიტრთან მადლობის თქმა მინდოდა, როცა დავინახე, რომ მეტოქის მწვრთნელთან ერთად ბოლო ხმაზე იცინოდა.… Continue reading „მსაჯთან მივედი, ის კი ანჩელოტისთან ერთად იცინოდა“

“სანამ მაისურები და ავტობუსი გვექნება, ვითამაშებთ!..”

ჩელსის მწვრთნელმა თომას ტუხელმა ჩელსიში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. კლუბში არეულობა და გაურკვევლობაა. მართალია, ნორვიჩს სტუმრად 3:1 მოუგეს და თამაშიც კარგი იყო, მაგრამ მომავალზე კითხვები რჩება… დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ანგარიშები გაუყინა რომან აბრამოვიჩს, მერე კლუბის სატიტულო სპონსორმა (ტელეკომუნიკაციის კომპანია Three) თანამშრომლობა შეწყვიტა. ჩელსის ფანების ჯგუფმა ნორვიჩთან მატჩის წინ აბრამოვიჩის მხარდასაჭერად იმღერა. საინტერესოა ტუხელის კომენტარიც: „არ ვიცი,… Continue reading “სანამ მაისურები და ავტობუსი გვექნება, ვითამაშებთ!..”