რუნი სასამართლოზე

მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი შემტევი უეინ რუნი სასამართლოზე შეამჩნიეს. ლონდონის მაღალ სასამართლოზე ის მეუღლეს, კოლინს ახლდა, რომელიც ლესტერის თავდამსხმელის, ჯეიმი ვარდის მეორე ნახევარ რებეკას ედავება. ყოფილი დაქალების შუღლი სათავეს 2019 წლის ოქტომბრიდან იღებს, როცა კოლინი დეტექტივი გახდა და მეგობარს შემოსწყრა: ჩემი სამუშაო ისტორიების ამბები რებეკას ინსტაგრანმიდან ჟონავსო. თავის მხრივ, რებეკამ ყველაფერი უარყო და… Continue reading რუნი სასამართლოზე

რუნის დერბი ჩემპიონშიფიდან გავარდა

ჩემპიონშიფის 43-ე ტურში უეინ რუნის დერბი ქპრ-ს შეხვდა და 0:1 დამარცხდა. დერბი ამ დროისთვის 31 ქულით 23-ე ადგილზეა, გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად 10 ქულის აღმოფხვრა სჭირდება, თუმცა 3 ტურია დარჩენილი და აქედან გამომდინარე გუნდი უკვე ოფიციალურად გავარდა ლიგა 1-ში. დერბის სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. მეპატრონეები მის გაყიდვას ცდილობენ, თუმცა მყიდველი არ ჩანს. ისიც სათქმელია, რომ… Continue reading რუნის დერბი ჩემპიონშიფიდან გავარდა

უეინ რუნი: მანჩესტერს მშიერი ფეხბურთელები სჭირდება

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად დერბი ქაუნთის მწვრთნელმა უეინ რუნიმ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ინგლისელმა განაცხადა, რომ ტრანსფერი არასწორი არ არის. მან ასევე ისიც დასძინა, რომ იუნაიტედს ახალგაზრდა და მშიერი ფეხბურთელები სჭირდება. “ვერ ვიტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება არასწორი იყო. მან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა სეზონის დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგაში და რამდენიმე კვირის წინ ტოტენჰემთან ჰეთ-თრიკი… Continue reading უეინ რუნი: მანჩესტერს მშიერი ფეხბურთელები სჭირდება

რუნი და ვიეირა დიდების დარბაზში შეიყვანეს

უეინ რუნი და პატრიკ ვიეირა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დიდების დარბაზში შეიყვანა. დიდების დარბაზში მხოლოდ ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც პრემიერლიგის დაარსებიდან დღემდე ამ ტურნირის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს და დიდი კვალი დატოვეს. რუნი პრემიერლიგაში 2002-18 წლებში თამაშობდა. იგი ჯერ ევერტონში გამოდიოდა, შემდეგ 13 წელი მანჩესტერში ითამაშა და კვლავ ევერტონში დაბრუნდა. უეინმა პრემიერლიგაში 491 მატჩში 208 გოლი… Continue reading რუნი და ვიეირა დიდების დარბაზში შეიყვანეს

ქალებმა დაგღუპეს თქვენ…

კომპანია ამაზონმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ ვარსკვლავზე, უეინ რუნიზე. კერძოდ, ფილმში ვრცელი ეპიზოდი ეძღვნება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ცოლ-შეყვარებულთა ხანგრძლივ ვიზიტს. კოლინ რუნი, ვიქტორია ბექემი, სტივენ ჯერარდის პარტნიორი ალექს კერანი და კომპანია ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ ქალაქ ბადენ ბადენში, სადაც სამი ლომის დელეგაცია დაბანაკებულიყო. ტაბლოიდები მათზე უფრო ხშირად წერდნენ… Continue reading ქალებმა დაგღუპეს თქვენ…

შოთამ რუნისთან წააგო

ჰალ სიტიმ ინგლისის ჩემპიონშიფში შოთა არველაძის ხელმძღვანელობით მე-3 მატჩი გამართა. ქართველის გუნდი უეინ რუნის დამოძღვრილ დების ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. დერბიმ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მესამე ბურთი მეორე ნახევრის დასაწყისში შეაგდო, 1 ბურთი კი ავტოგოლით გაიქვითა. ჰალ სიტი 32 ქულით მე-19 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ფულჰემთან ჩაატარებს. რაც შეეხებათ რუნის და დერბის, ქაუნთი 18 ქულით… Continue reading შოთამ რუნისთან წააგო

უეინ რუნი: მთელ დროს სმაში ვატარებდი, სახლიდან არ გავდიოდი

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა, როცა ბევრი პრობლემა ჰქონდა და დიდ ფეხბურთში ადაპტაცია უჭირდა. “ახალგაზრდული ფეხბურთიდან დიდების ფეხბურთში გადასასვლელად სრულიად მოუმზადებელი ვიყავი. 16 წლის ასაკში პრემიერლიგაში და ინგლისის ნაკრებში ვთამაშობდი, ეს მარტივი არ ყოფილა.  როცა აკადემიაში ვთამაშობდი, არასდროს ვფიქრობდი ფეხბურთელის ცხოვრების მეორე მხარეზე, იმაზე თუ რა სირთულეები მელოდა. ბევრ სირთულეს… Continue reading უეინ რუნი: მთელ დროს სმაში ვატარებდი, სახლიდან არ გავდიოდი

რუნი ევერტონში?

დერბი ქაუნთის დამრიგებელ უეინ რუნის ევერტონის ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავს. მერსისაიდელთა ამჟამინდელ თავკაცს, რაფა ბენიტესს, სკამი აქვს მორყეული. ბოლო 10 მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო, შვიდი წააგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა.   ევერტონის ხელმძღვანელებს რუნისთან არაოფიციალური შეთანხმება აქვთ, თუ ბენიტესმა უახლოეს ხანში ვითარება ვერ გამოასწორა,… Continue reading რუნი ევერტონში?

ესეც შენ…

უეინ რუნის ნაირნაირი თავგადასავლები არახალია. აი, ამჯერადაც, საშობაო ბაზრობაზე მისულმა, თავისი 150 ათასიანი რენჯ როვერი ისეთ ადგილზე გააჩერა, სადაც არ შეიძლებოდა. ორგანიზატორებმა სთხოვეს გადაეყენებინა მანქანა, რადგან იმ ადგილზე საშობაო პავილიონები უნდა დაემონტაჟებინათ. მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ მათ თხოვნას ყური არ ათხოვა და იქვე ახლოს, პაბში ორ მეგობართან ერთად ლუდის სმა დაიწყო. იქიდან გამოსულს კი მანქანაზე მიწერილი… Continue reading ესეც შენ…

რუნი მორიგ სკანდალში ნახევრადშიშველ ლამაზმანებთან ერთად

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა, ამჟამად კი დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელი, უეინ რუნი,  მორიგ ხათაბალაში გაეხვა. სოლფორდ სიტისთან (1:2) ამხანაგური მატჩის შემდეგ, რუნი რამდენიმე მეგობართან ერთად გასართობად წავიდა. ცოტა ხანში სოციალურ ქსელში ფოტოები გამოჩნდა, სადაც რუნის სასტუმროს ნომერში სკამზე სძინავს, იქვე კი სამი ნახევრადშიშველი გოგონა კეკლუცობს. ესენი მოდელები ტაილერ რაიანი, ელიზ მელვინი და ბრუკ მორგანი არიან. სწორედ… Continue reading რუნი მორიგ სკანდალში ნახევრადშიშველ ლამაზმანებთან ერთად