ელჩი ბეილი

გარეთ ბეილი, შესაძლოა, უელსის ნაკრების ელჩი გახდეს. წყაროს ინფორმაციით, ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია მოლაპარაკებას აპირებს თავად გარეთთან და მისი ოჯახის წევრებთანაც, რათა ახალ საქმიანობაზე დაითანხმონ. 33 წლის ბეილმა კარიერის დასრულების შესახებ წლეულს, 9 იანვარს განაცხადა. მას წლების განმავლობაში უთამაშია საუთჰემპტონში, ტოტენჰემში, მადრიდის რეალსა და mls-ში. უელსის ეროვნულ გუნდში მას 2006 წლიდან იძახებდნენ.  

ცუდები?!.. მუნდიალის ანტი-ნაკრები

2KK099T Wales' Gareth Bale looks dejected after Iran's Roozbeh Cheshmi scores their side's first goal of the game during the FIFA World Cup Group B match at the Ahmad Bin Ali Stadium, Al-Rayyan. Picture date: Friday November 25, 2022.

ცნობილმა ფრანგულმა ეკიპ-მა მსოფლიო ჩემპიონატის წარუმატებელი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ეს შეფასებების მიხედვით. საშუალო შეფასებებით, თორემ ასე რომელუ ლუკაკუ გაახსენდება ბევრს… რაც მან ბელგია-ხორვატიის მატჩის მეორე ტაიმში ჩაატარა, რა ბურთები ვერ გაიტანა. მეკარე: ჰენესი (უელსი) მცველები: კეში (პოლონეთი), კანაანი (ირანი), ხუხი (ყატარი) ნახევარმცველები: კარასკო (ბელგია), ოლსენი (დანია), ბელიკი (პოლონეთი), ზელინსკი (პოლონეთი), დიატა (სენეგალი); თავდამსხმელები: ბეილი… Continue reading ცუდები?!.. მუნდიალის ანტი-ნაკრები

ინგლისმა უელსთან გაილაღა

DOHA, QATAR - NOVEMBER 29: Kalvin Phillips of England and Joe Allen of Wales during the FIFA World Cup Qatar 2022 Group B match between Wales and England at Al Janoub Stadium on November 29, 2022 in Doha, Qatar. (Photo by Richard Sellers/Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. ტურნირის ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა უელსის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა. ბრიტანულ დაპირისპირებაში თუ ვინმემ კარგი და გამართული ფეხბურთი ითამაშა, ეს პირველ რიგში სწორედ საუთგეიტის შეგირდები იყვნენ. გუნდს დიდი უპირატესობა პირველივე ტაიმში ჰქონდა. მართალია გოლი ვერ გაიტანა, თუმცა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მეორე ტაიმში ინგლისი საქმეს შეუდგა და 3… Continue reading ინგლისმა უელსთან გაილაღა

ირანმა მაგარი თამაში გვაჩუქა – ახლაც და მერეც…

ირანის უელსთან გამარჯვება სენსაცია არ არის, მაგრამ მოულოდნელობა – ნამდვილად. ინგლისთან განადგურების (2:6) შემდეგ, ირანელებს თვითრწმენა არ დაუკარგავთ, მწყობრად ითამაშეს, რამაც გარეთ ბეილსა და კომპანიას ორი უპასუხო გოლი გაუტანა. როგორ წარიმართა მატჩი? უელსელები ბურთს აკონტროლებდნენ, თუმცა უფრო მეტი მომენტი მათ კართან იქმნებოდა – ძირითადად, კონტრ-შეტევებით. მე-16 წუთზე, უელსელებმა ბურთი სახიფათო ზონაში დაკარგეს, რითაც ირანის სწრაფი და… Continue reading ირანმა მაგარი თამაში გვაჩუქა – ახლაც და მერეც…

ბეილი – ერთი მოძრაობის ფასი

მუნდიალის ჯერჯერობით ყველაზე დაძაბული და ტემპიანი მატჩი ვნახეთ. გარეთ ბეილი… ესაა კლასი და ესაა ერთი თითქოს მარტივი მოძრაობის ფასი. მარტივი, მაგრამ მოფიქრება ხომ უნდოდა იქ ფეხის შეყოფას? ამას მოჰყვა პენალტი და ანგარიშის გათანაბრება. უელსმა არსაიდან მოახერხა ქულის აღება: აშშ უკეთესად თამაშობდა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში. ამერიკელთაგან გოლი 22 წლის ტიმოთი ვეამ გაიტანა. აი, ლიბერიის პრეზიდენტისა… Continue reading ბეილი – ერთი მოძრაობის ფასი

ვინ დალევს ბეილს…(+ფოტო)

გარეთ ბეილის მარკის ლუდი… Bale Ale ან Bale Lager – ასე ჰქვია. ზოგს ასე იწერია, ზოგს ისე.  ბეილმა უელსში სპეციალურად გამოუშვა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად. უელსი აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1958 წლის მუნდიალზეა ნამყოფი. მოკლედ, ბეილმა ბიზნესი სცადა. თან 50 დღეში მსოფლიო იწყება და… უელსი რომ იქაა გასული, ბეილის უდიდესი დამსახურებაა. როგორც იცით, უელსის ვარსკვლავი ახლა… Continue reading ვინ დალევს ბეილს…(+ფოტო)

გიგზის ცრემლები… “მხოლოდ ერთხელ გამაძევეს”

  რაიან გიგზმა სასამართლოზე განაცხადა, რომ აგრესია მისი სტილი არაა და ფეხბურთელობის დროს მხოლოდ ერთხელ მიიღო წითელი ბარათი. -24 წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი მატჩი ჩაატარეთ. რამდენჯერ გაგაძევეს? -ერთხელ. უელსის ნაკრებში (ნორვეგიის წინააღმდეგ). -აგრესიის გამო? -არა, მეორე ყვითელი მივიღე. -გულშემატკივრებისგან იღებდით შეურაცხყოფებს? -ყოველ კვირას. ეს ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია. გიგზი ბრალდებულია. 2021 წელს ორ ქალზე ძალადობა წაუყენეს… Continue reading გიგზის ცრემლები… “მხოლოდ ერთხელ გამაძევეს”

ბეილი ქვედა ლიგაში?..

  გარეთ ბეილის ოცნება ახდა: უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. ბეილმა განაცხადა, რომ მუნდიალის დაწყებამდე მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მზადაა, დიდ ხელფასზე უარი განაცხადოს. და აი, სუპერგარემარბს მშობლიური ქალაქის კლუბი იწვევს – კარდიფ სიტი. ბეილი კარდიფში დაიბადა, თუმცა ამ გუნდში არ უთამაშია, კარიერა საუთჰემპტონში დაიწყო. კარდიფელები ინგლისის რანგით მეორე ლიგაში, ჩემპიონშიფში გამოდიან. ბეილი კი კლუბის… Continue reading ბეილი ქვედა ლიგაში?..

რა დიდია ბეილი!.. (ნაკრები რეალზე წინ)

ნოემბრის თოვლივით იშვიათად ჩნდება რეალში, ხან გოლფით ერთობა, ხან სათადარიგოთა სკამზეა და მეტწილად ტრავმას იშუშებს ექიმებთან… მაგრამ რა დიდია გარეთ ბეილი! 12 თებერვლის მერე არ ჰქონდა ნათამაშევი, გამოვიდა და მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ავსტრიას ლამის მარტომ მოუგო – 2:1. ბეილმა ორი გოლი გაიტანა, ორივეში ჩააქსოვა კლასი, განსაკუთრებით კი საჯარიმო რომ შეასრულა იუველირულად. გახსოვთ, რა დაიწერა ბეილზე… Continue reading რა დიდია ბეილი!.. (ნაკრები რეალზე წინ)